ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
вторник, 25 февраля 2020 г.
The Indo-Greek Kingdom - ინდო-ბერძნული სამეფო
ინდო-ბერძნული სამეფო — სახელმწიფო ჩრდილოეთ ინდოეთში, ძვ.წ.180 – ძვ.წ. 10 წ.წ., მართავდნენ ევტიდემის დინასტიის გამგრძელებელი ბერძენი მეფეები. ინდო–ბერძნული სამეფო წარმოიქმნა როგორც ბერძნულ–ბაქტრიული სამეფოს გაფართოება.
ძვ. წ. 180 წ. ჩდილოეთ ინდოეთში შეიჭრა დემეტრიოს I. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაურიების დინასტია ტახტიდან ჩამოაგდო პუშიამიტრა შუნგამ – შუნგას დინასტიის დამარსებელმა. (ძვ.წ.185-78 წ.წ.). ბერძნებმა მიაღწიეს თვით დედაქალაქ პატალიპუტრამდე აღმოსავლეთ ინდოეთში (თანამედროვე ქალაქი პატნა) სტრაბონი წერდა : " ისინი ვინც მოვიდნენ ალექსანდრესთან ერთად მიაღწიეს განგამდე და პატალიპუტრამდე. ინდური ხელნაწერები, ასევე, მეტყველებენ ქალაქების – მატჰურა, პანჩალა, საკეტა, პატალიპუტრა – ბერძნულ შეტევებზე. ამის შესახებ წერდა დაახლოებით ძვ.წ. 150 წ. პატანჯალი.
სამხრეთით ბერძნებმა დაიკავეს სინდჰისა და გუჯარათის ოლქები. აგრეთვე ბარიგაზას (ბჰარუჩის) სტრატეგიული ნავსადგური, რის შესახებაც გვიამბობენ სტრაბონი და სხვა ავტორები. ამას ადასტურებს აპოლოდოტ I–ის მონეტები. უფრო სარწმუნოა, რომ პენჯაბიდან აღმოსავლეთით მდებარე პროვინციების დაპყრობა მოგვიანებით მომხდარიყო მეფე მენანდრე მიერ მე–2 საუკუნის მეორე ნახევარში. თანამედროვე პაკისტანის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სირკაპი აგებული იყო მეფე დემეტრიოს I ბაქტრიელი–ის მიერ. ქალაქი აგებულია ბერძნული ქალაქთმშენებლობის სტანდარტების სრული დაცვით. ნაპოვნია არაერთი ბერძნული კულტურის ნიმუში. კერძოდ, ბერძენ–ბაქტრიელ მეფეთა მონეტები, რომლებზეც გამოსახულია ბერძნული მოთოლოგიური სცენები.
პირველი ლაშქრობა დასრულდა ძვ.წ. 175 წლისათვის. ამ დროს ბაქტრიაში ევკრატიდმა მოახდინა ტახტის უზურპაცია, ხელისუფლებას ჩამოაშორა ევტიდემის დინასტია და დაიკავა მისი ტერიტორიები მდინარე ინდამდე. ეს მოხდა ძვ.წ. 170–150 წ.წ. შორის. წყაროები გვაუწყებენ განხეთქილებას ბერძენთა შორის და მკაცრი სამოქალაქო ომის მოლოდინს.
ევკრატიდეს მოძრაობა შეჩერებულ იქნა მენანდრეს მიერ, რომელიც დაეყრდნო ინდოელთა ძალას და ზედიზედ რამდენიმე გამარჯვა ბაქტრიაზე, რის შემდეგაც დაიწყო აღმოსავლეთით გაფართოება. მენანდრე შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე წარმატებულ ინდო–ბერძენ მეფედ, რომელმაც ტერიტორიების მაქსიმუმი დაიმორჩილა. მისი მონეტები დიდი რაოდენობით არის გავრცელებული უზარმაზარ ფართობზე. ტერმინი "მენანდრეს მთები" ძვ.წ. I აღნიშნავდა ინდოსტანის უკიდურესი აღმოსავლეთის მთიან ქედებს. მენანდრე მოხსენებულია ბუდისტურ ლიტერატურაში როგორც მეფე მილინდა, რომელიც ეზიარა ბუდიზმს, გახდა არჰატი და მისი წმინდა ნაწილები საგულდაგულოდ ინახება, როგორც ბუდას წმინდა ნაწილები.
ძვ.წ. 125 წ. ინდო–ბერძნულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ ბერძებ–ბაქტრიელები ევკრატიდეს ვაჟის, მეფე ჰელიოკლომის მეთაურობით, მაგრამ იმავე დროს იუეჩჟებმა დაიწყეს შემოტევა ბაქტრიაზე ჩრდილო–დასავლეთის მხრიდან და დაიკავეს იგი. დანარჩენი სამეფო ორ ნაწილად გაიყო. ერთ ნაწილზე მეფობდა მეფე მენანდრეს დინასტია, მეორე ნაწილი კი დაიშალა წვრილ სამთავროებად.
მენანდრეს შემდეგ, დაახლოებით ოცი მეფე მართავდა ინდო–ბერძნულ სამეფოს. მენანდრეს შემდგომ ქვეყანას მართავდა მისი ქვრივი, დედოფალი აგათოკლე, რომელიც თავისი მცირეწლოვანი შვილის, სტრატონ I–ის მეურვეობას ახორციელებდა.
დაახლოებით ძვ.წ. 100 წელს ინდოელმა მეფეებმა შეძლეს დაებრუნებინათ მატჰურა და აღმოსავლეთ პენჯაბი აღმოსავლეთით მდ. რავიმდე. ამის შემდეგ მათ დაიწყეს საკუთარი ფულის მოჭრა. ძვ.წ. I საუკუნიდან ინდოელმა მეფეებმა დაიწყეს ფულის მოჭრა ინდო–ბერძნულ სტილში.
დასავლეთის მეფე ფილოქსეამ მცირე ხნით, ძვ.წ. 100–95 წ.წ. შეძლო დაეკავებინა დარჩენილი ბერძნული ტერიტორიები პაროპამისადიდან დასავლეთ პენჯაბამდე, მაგრამ მალევე სამეფო დაეცა და აღმოსავლეთის მეფეებმა შეძლეს უკან დაებრუნებინათ დაკარგული ტერიტორიები თითქმის არაქოზიამდე.
დაახლოებით, ძვ.წ. 80 წლიდან ინდო–სკვითების მეფე მეუსი (შესაძლოა, ის იყო ინდო–ბერძენთა სამხედრო ხელმძღვანელი) რამდენიმე წელი მართავდა ინდოეთის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილს, მაგრამ ინდო–ბერძნებმა მაინც შეძლეს საკუთარი ხელისუფლების აღდგენა. მეფე ჰიპოსტრატე (ძვ.წ. 65-55 წ.წ.) იყო ყველაზე წარმატებული უკანასკნელ მეფეთა შორის, თუმცა მოგვიანებით მან განიცადა მარცხი, რის შემდეგაც ინდო–სკვითების მეფე აზეს I– მა დაამყარა ახალი დინასტიის მმართველობის ხანა.
ძვ.წ. I საუკუნეში ინდო–ბერძნები ნელ–ნელა კარგავდნენ ტერიტორიებს ინდო–სკვითების თარეშის წყალობით, სანამ ინდო–ბერძენთა უკანასკნელი მეფე სტრატონ II საბოლოოდ არ დაამარცხეს ახ.წ.10 წელს. ხელისუფლებაში მოვიდა ახალი მმართველი რაჯუვულა.
ინდო–ბერძნული სამეფოს დასავლეთ ნაწილს პაროპამისადში (ქაბულის სიახლოვეს) მართავდა ჰელიოკლ I, მაგრამ იუეჩჟეის მიერ ბაქტრიის დაპყრობისას იქნა ჩამოგდებული. მან მოჭრა რამდენიმე მონეტა]. მისი მემკვიდრე ზოილ I–მა მოჭრა მონეტა ჰერაკლესა და გამარჯვების სიმბოლოს გამოსახულებით. ჩანს, ის ალიანსში შევიდა იუეჩჟისთან.
ცნობილია, დასავლეთ ინდო–ბერძნული სამეფოს დაახლოებით რვა მეფე, რომელთაგან უკანასკნელი ჰერმეი ქვეყანას მართავდა ძვ.წ. 70 წლიდან ახალ წელთაღრიცხვამდე, სანამ ის ბაქტრიიდან მოსულმა იუეჩჟებმა არ შეცვალეს. ჩინური ქრონიკები გვიამბობს, რომ ჩინელი გენერალი ვენ ჩჟუნი დაეხმარა ჰერმეის ინდო–სკვითების წინააღმდეგ იუეჩჟებთან კავშირის შეკვრაში. ძვ.წ. 70 წლიდან იუჩჟებმა დაიწყეს პაროპამისადის მართვა, მაგრამ ამის მერე, კიდევ 30 წელი უშვებდნენ ჰერმეის მონეტებს, რომელიც მოგვიანებით შეცვალეს ქუშანის მონეტებით.
ჰერმეის შემდეგ, სავარაუდოდ, იუჩჟებმა დაიკავეს პაროპამისადი. წყაროებში მოხსენებული პირველი იუჩჟი უფლისწული საპატბიზი მეფობდა დაახლოებით ახ.წ. 20 წლამდე. ბერძნული წყაროები მის სესახებ იმავე სტილით გვიამბობენ, როგორც დანარჩენ ბერძენ მმართველებზე. იუჩჟი ახ. წ. I ს. გაფართოვდა აღმოსავლეთით და დააარსეს ქუშანის იმპერია. ქუშანის პირველი მეფე კაჯულა კადფიზი საკუთარ თავს წარმოადგენდა თავის მონეტებზე ჰერმეისთან ერთად, როგორც ჩანს, ამით ის ხაზს უსვამდა სამეფო ტახტზე თავისი უწყვეტი მემკვიდრეობის სამართლიან უფლებას.
ბერძნებს შეეძლოთ მაურიების დინასტიის მოკავშირედ მიეჩნიათ თავი, მას შემდეგ, რაც სელევკე I–მა შეთანხმება გააფორმა ჩანდრაგუპტა მაურიასთან. მეფეებმა ეს კავშირი განამტკიცეს ნათესაური ქორწინებით, რომლის შესახებ გვიამბობს იუნან იუსტინი. კლდის 13 ედიქტიდან ერთ–ერთს, აშოკა მოიხსენიებს იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც გაიმარჯვა დჰარმამ.
ცნობილია, რომ ინდო–ბერძნულ სამეფოში აყვავდა ბუდიზმი. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბაქტრიელი ბერძნების ინდოეთში შეჭრა განპირობებული იყო არა მხოლოდ ბერძენ მოქალაქეთა დაცვის, არამედ შუნგას ბრაჰმანისტული დინასტიის მხრიდან მაურიების ძველი იმპერიის ბუდისტური მოსახელობის რელიგიური დევნისაგან დაცვის მიზნითაც.
ლაშქრობის მომწყობი დემეტრიოსი მოიხსენება ინდურ პურანებში, აგრეთვე, მის მიერ დაარსებული ქალაქი სირკაპი ითვლება შერწყმული ინდური–ბერძნული კულტურის მნიშვნელოვან ადგილად. ინდო–ბერძენი მეფისადმი მიძღვნილი პირველი მონეტები შეიცავს ეპითეტს "βασιλευς σωτηρ" (მეფე–მხსნელი).
მეფე მენანდრე I (მილინდა) იყო დემეტრიოსის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი შთამომავალი, ის ქვეყანას მართავდა ძვ.წ. 150 – 135 წ. წ. ბერძენი ავტორები მას ზოგჯერ ალექსანდრე მაკედონელს ადარებენ. მის სიდიადესა და დაპყრობებზე წერს სტრაბონი.
მენანდრე, რომელიც იწოდება "მხსნელად", ეზიარა ბუდიზმს და მისი როლი ბუდიზმის გავრცელებაში ბუდისტურ ლიტერატურაში ისევე მაღალ დონეზეა შეფასებული, როგორც მეფე აშოკასი და ქუშანის მეფე კანიშკისა. მისი დიალოგები ბუდისტ ბერებთან გადმოცემულია თხზულება
მაჰავამსის თანახმად, ბერძენი ბერი მაჰადჰარმარაქსიტა მოვიდა ქალაქ ალექსანდრიიდან (სავარაუდოდ, კავკასიური ალექსანდრია ქაბულთან ახლოს) 30 ათასი ბერით შრი-ლანკაში ანურადჰაპურას მაღალი საფეხურის გახსნის ცერემოანიაზე. ეს ცნობა მოწმობს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც ჰქონდათ ბერძნებს ბუდისტურ საზოგადოებაში.
მოიპოვება, აგრეთვე ბუდისტური ხასიათის წარწერები და მიძღვნები ბერძენი გუბერნატორებისადმი. თუმცა ბუდიზმის ძირითადი ტალღის გავრცელება ცენტრალურ და ჩრდილოეთ აზიაში დაკავშირებულია ქუშანებთან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ბუდიზმი იქ უფრო ადრე გავრცელდა განდჰარას სამეფოს საშუალებით, რომელიც შედიოდა ჯერ ბერძნულ–ბაქტრიულ და შემდგომ ინდო–ბერძნულ სამეფოებში.
ბერძნულ–ბუდისტური ხელოვნების პერიოდის ნიმუშები ძალზედ მწირია, შემორჩენილია მხოლოდ ამ პერიოდის მონეტები, ქვის სადგამი. ხშირად ნამუშევრები უფრო გვიანდელი პერიოდისაა და განეკუთვნება ინდო–სკვითურ, ინდო–პართიულ ან ქუშანის სამეფოს პერიოდს. ძნელდება მათი დათარიღება.
ზოგიერთის მოსაზრებით, ინდური და ბერძნული სიმბოლიკის შესწავლით დასტურდება, რომ ნამუშევრები მოხატულია ჩვ.წ. პირველი საუკუნის ბერძენი მოხეტიალე მხატვრების მიერ. სავარაუდოა, ასევე, რომ ინდო–ბერძნული პერიოდში გავრცელებული იყო ბერძნული ტრადიციით გამოსახული ბუდისტური ქანდაკებები, თუმცა მისი ზუსტი დათარიღება ასევე არ ხერხდება.
ძვ. წ. 130 წლიდან ინდოევროპული წარმოშობის მესაქონლე ტომები (სკვითები და იუჩჟები შეესიენ ბაქტრიას ჩრდილოეთით. ძვ. წ. 125 ინდო–ბერძენთა მეფე ჰელიოკლემ დატოვა ბაქტრია და თავისი დედაქალაქი გადაიტანა მდინარე ქაბულის ხეობაში, საიდანაც ის მართავდა საკუთარ სამფლობელოებს ინდოეთში.
ინდო–სკვითების მეფე მაიმ ძვ.წ. 80 წელის დაიკავაგანდჰარა და ტაქსილა. მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფომ ვერ შეძლო არსებობა, რადგან ინდო–ბერძნებმა მოახერხეს დინასტიის აღდგენა, რომელმაც კვლავ წარმატებით განაგრძო მოღვაწეობა. წარმატება გამოიხატებოდა მეფე აპოლოდოტ II–ისა და ჰიპოსტრატეს მიერ მონეტების გამოშვებაში მანამდე, სანამ აზეს I–მა ახ.წ. 55 წელს საბოლოოდ, არ დაამყარა სკვითური ხელისუფლება ჩრდილო–დასავლეთში. ინდო–სკვითურ მონეტებზე გამოსახულია ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთა გამოსახულებანი.
ინდო–ბერძნული სამეფოს მეფეებმა უკანასკნელ პერიოდში მიაღწიეს მხარდაჭერას ჩინეთის იმპერიისაგან. გვიანდელი ხანების დინასტიის ქრონიკა აღწერს, ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია განსუს მმართველის, გენერალ ვენ ჩუნის გალაშქრებას ქაბულის ხეობაში ინდო-სკვითების წინააღმდეგ ძვ.წ. 50 წელს. გამარჯვებულ ჩინელებს თავიანთი მეფეც კი დაუსვამთ დაპყრობილ მიწებზე ჩინური ატრიბუტებით, რაც ჩინეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ყოფნას ნიშნავდა, მაგრამ მოგვიანებით მათ დაუკარგავთ ინტერესი ასეთი შორეული მიწების მიმართ.
უკანასკნელი ინდო–ბერძენი მეფეები ჩამოგდებული იქნენ ელინიზებული იუეჩჟების მიერ დაახლოებით ძვ.წ. 70 წელიდან თაბდათანობით, თუმცა ისინი ძვ.წ. 40 წლამდე მაინც განაგრძობდნენ ინდო–ბერძნული მონეტების გამოშვებას. ცენტრალური ოლქების ერთ–ერთი უკანასკნელი მმართველი ჰიპოსტრატი ძვ.წ. 50 წელს იქნა ჩამოგდებული ინდო–სკვითების მიერ, თუმცა აღმოსავლეთში ინდო–ბერძენი მმართველები ძვ.წ. 10 წლამდე ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას. უკანასკნელი მმართველი იყო სტრატონ II. ახ. წ. I ჯერ კიდევ რჩებოდნენ წვრილ–წვრილი "მეფეები", რომლებიც მართავდნენ მცირე ბეძნულ საზოგადოებებს ფულის მოჭრის უფლებების გარეშე. მათ შორის ცნობილია ფეოდამი განდჰარას ჩრდილოეთში. იუეჩჟებმა მოგვიანებით აქ შექმნეს ქუშანის იმპერია. კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი გახდნენ ინდო–ბერძენთა მემკვიდრეები – გადაიღეს ინდო–ბერძენთა დამწერლობა, ბუდისტური ხელოვნება, განაგრძობდნენ მონეტების მოჭრას, რითაც დაადასტურეს თავიანთი უფლელები ინდო–ბერძნულ მემკვიდრეობაზე.
მეცნიერები შეეცადნენ მოეძიათ ბერძენთა გენეტიკური როლი ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ამისათვის დნკ–ას კვლევაც კი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი თვისება, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე ბერძნებისათვის საერთოდ არ აღმოჩენილა ინდოსტანის მოსახლეობში გავრცელებული. პენჯაბის რაიონში ბერძენთა და ევროპელთა გენეტიკურ გავლენას აფასებენ 0%–15% ინტერვალში. დეტალურად იხილეთ: Kivisild et al. «Origins of Indian Casts and Tribes».
ამასთან, ბერძენთა გარკვეული გენეტიკური თავისებურებანი უნდა დარჩენილიყო ჰინდიყუშის და ტაჯიკეთის მთიანი ბადახშადის მხარეში. აქ მოსახელობის ზოგიერთი ჯგუფი საკუთარ თავს თვლის უშუალოდ ბერძენთა შთამომავლად (კერძოდ, კაშალები და ხუნზები პაკისტანში და ნურისტანელები ავღანეთში).
არსებობს ვარაუდიც, რომ ალექსანდრე დიდის არმიაში დიდი რაოდენობით იყვნენ არა მხოლოდ ბერძნები არამედ სპარსული, სკვითური და თრაკიული წარმოშობის ჯარისკაცები და ამდენად, აქ ბერძენთა კვალი მცირე რაოდენობით შემორჩა.
ევტიდემის შთამომავალი ბერძენ–ბაქტრიელი მეფეები დაახლოებით ძვ.წ. 180 წელს შეიჭრნენ ჩრდილოეთ ინდოეთში მიღწიეს აღმოსავლეთ ინდოეთის დედაქალაქ პატალიპუტრამდე, მოახდინეს ჰინდიყუშისა და მატჰურას შორის მდებარე ტერიტორიების ოკუპაცია და კონტროლი დაამყარეს მთელ ჩრდილოეთ ინდოეთზე.
დემეტრიოსის ტერიტორია ბაქტრიიდან პატალიპუტრამდე გაყოფილ იქნა ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებად. მათ დემეტრიოსის შემდეგ ცალკ–ცალკე მმართველები მართავდნენ. დასავლეთ ტერიტორიებს შემდგომში მართავდნენ ბერძნულ–ბაქტრიული სამეფოს მეფეები ჰელიოკოლამდე (დაახლოებით ძვ.წ. 130 წლამდე).
აღმოსავლეთ ნაწილს კი, რომელიც მოიცავდა ტერიტორიებს – პაროპამისადი, არაქოზია, განდჰარა და პენჯაბი მატჰურამდე მართავდა დინასტია, რომელიც იწოდება ინდო–ბერძნულად.
უზურპატორმა ევკრატიდმა შეძლო დინასტიის ჩამოგდება ტახტიდან და დაიკავა მათი ტერიტორიები მდინარე ინდამდე ძვ.წ. 170–145 წლებს შორის პერიოდში. მოგვიანებით ევკრატიდი მოკლა საკუთარმა ვაჟმა, რის შემდეგ მეფე მენანდრე I–მა თავის კონტროლს დაუქვემდებარა ჰინდიყუშის დასავლეთით მდებარე მიწები.
მენანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისმა შთამომავლებმაც დაკარგეს ჰინდიყუშის დასავლეთით მდებარე მიწები. ისინი კვლავ გადავიდნენ აღმოსავლეთით განდჰარაში. დაკარგული პაროპამისადი და არაქოზია გადავიდა დასავლეთ ინდო–ბერძნული სამეფოს შემადგენლობაში. მოგვიანებით, აღმოსავლეთის მეფეებმა კიდევ უფრო დასავლეთით პენჯაბამდე დაიხიეს.
ძვ.წ.100 წლის შემდეგ ინდოელი მეფეები დაეუფლნენ მატჰურას და აღმოსავლეთ პენჯაბს მდინარე რავის გაღმა. მათ დაიწყეს საკუთარი მონეტების მოჭრა. დასავლეთის მეფე ფილოქსენი მცირე ხნით კვლავ დაეუფლა ტერიტორიებს პაროპამისადიდან დას. პენჯაბამდე ძვ.წ. 100–95 წ.წ. შორის.
ჩვ.წ.აღ.მდე I ს–ში ინდო–ბერძნები თანდათანობით კარგავდნენ თავიანთ ტერიტორიებს ინდო–სკვითების ხშირი თავდასხმების შედეგად. უკანასკნელი მეფე სტრატონ II აღმოსავლეთ პენჯაბს მართავდა ძვ.წ. 10 წლამდე.
მენანდრე I–ის სიკვდილის შემდეგ პაროპამისადი და არაქოზია ჩამოსცილდა სამეფოს. დასავლელი მეფეები შეიჭრნანენ განდჰარაშიც. ამ მათგან ზოგიერთი ევკრატიდის დინასტიას ეკუთვნოდა.
ფილოქსენის შემდეგ დასავლეთის სამეფო დასუსტდა და დაეცა. შემდგომი მეფეები ფლობდნენ მემკვიდრეობას პაროპამისადის ოლქში.
სავარაუდოდ, იუეჩჟებმა პაროპამისადი ჰერმეის შემდეგ დაიკავეს. მატიანეებში ცნობილი იუჩჟის პირველი პრინცი – საპადბიზი ქვეყანას მართავდა დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 20 წლამდე. მასზე ისევეა საუბარი ბერძნულ მატიანეებში, როგორც სხვა დანარჩენ ბერძენ მეფეებზე. იუეჩჟები აღმოსავლეთით განსახლდნენ სავარაუდოდ ახ.წ. I ს. და შექმნეს ქუშანის იმპერია. პირველი ქუშანელი მეფე კუჯულა კადფიზი საკუთარ მონეტებზე თავს გამოსახავდა ჰერმეისთან ერთად. ჩანს, ამით ხაზს უსვამდა მემკვიდრეობითობას ან ტახტზე სამართლებრივ უფლებას.
მას შემდეგ, რაც ინდო–სკვითებმა დაიკავეს ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორია, ცალკეული ბერძნული საზოგადოებები დ სოფლები კიდევ აგრძელებდნენ არსებობას ბერძენი მეთაურებით სათავეში.
თეოდამი (I ს. ჩვ.წ.) ინდო–ბერძენი მმართველი იჯდა ბაჯაურსა და ჩრდილოეთ განდჰარაში.
სატავაჰანი მეფეების წარწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინდო–ბერძენი სამხედროები ახ.წ. II ს. ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ რეგიონის პოლიტიკაში..
The Indo-Greek Kingdom or Graeco-Indian Kingdom was a Hellenistic kingdom spanning modern-day Afghanistan, into the classical circumscriptions of the Punjab of the Indian subcontinent (northern Pakistan and northwestern India), during the last two centuries BC and was ruled by more than thirty kings, often conflicting with one another.
The kingdom was founded when the Graeco-Bactrian king Demetrius invaded the subcontinent early in the 2nd century BC. The Greeks in the Indian Subcontinent were eventually divided from the Graeco-Bactrians centered in Bactria (now the border between Afghanistan and Uzbekistan), and the Indo-Greeks in the present-day north-western Indian Subcontinent. The most famous Indo-Greek ruler was Menander (Milinda). He had his capital at Sakala in the Punjab (present-day Sialkot).
The expression "Indo-Greek Kingdom" loosely describes a number of various dynastic polities, traditionally associated with a number of regional capitals like Taxila, (modern Punjab (Pakistan)), Pushkalavati and Sagala. Other potential centers are only hinted at; for instance, Ptolemy's Geographia and the nomenclature of later kings suggest that a certain Theophila in the south of the Indo-Greek sphere of influence may also have been a satrapal or royal seat at one time.
During the two centuries of their rule, the Indo-Greek kings combined the Greek and Indian languages and symbols, as seen on their coins, and blended Greek and Indian ideas, as seen in the archaeological remains. The diffusion of Indo-Greek culture had consequences which are still felt today, particularly through the influence of Greco-Buddhist art. The ethnicity of the Indo-Greek may also have been hybrid to some degree. Euthydemus I was, according to Polybius, a Magnesian Greek. His son, Demetrius I, founder of the Indo-Greek kingdom, was therefore of Greek ethnicity at least by his father. A marriage treaty was arranged for the same Demetrius with a daughter of the Seleucid ruler Antiochus III The ethnicity of later Indo-Greek rulers is sometimes less clear. For example, Artemidoros (80 BC) may have been of Indo-Scythian ascendency, although this is now disputed.
Following the death of Menander, most of his empire splintered and Indo-Greek influence was considerably reduced. Many new kingdoms and republics east of the Ravi River began to mint new coinage depicting military victories. The most prominent entities to form were the Yaudheya Republic, Arjunayanas, and the Audumbaras. The Yaudheyas and Arjunayanas both are said to have won "victory by the sword". The Datta dynasty and Mitra dynasty soon followed in Mathura. The Indo-Greeks ultimately disappeared as a political entity around 10 AD following the invasions of the Indo-Scythians, although pockets of Greek populations probably remained for several centuries longer under the subsequent rule of the Indo-Parthians and Kushans.
The Heliodorus pillar is a stone column that was erected around 113 BC in central India in Vidisha near modern Besnagar, by Heliodorus, a Greek ambassador of the Indo-Greek king Antialcidas to the court of the Shunga king Bhagabhadra. The pillar originally supported a statue of Garuda. In the dedication, the Indo-Greek ambassador explains he is a devotee of "Vāsudeva, the God of Gods". Historically, it is the first known inscription related to the Bhagavata cult in India.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий