ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
среда, 26 февраля 2020 г.
რელიგიის შესახებ
პანდეიზმი — თეოლოგიური მოძღვრება, რომელიც პანთეიზმის პრინციპებს დეიზმთან აერთიანებს. პანდეიზმი მიიჩნევს, რომ შემოქმედი ღმერთი თავად გახდა სამყარო და შეწყვიტა არსებობა, როგორც ცალკეულმა ცნობიერმა არსმა. პანდეიზმი წინადადებას აყენებს ახსნას, ერთი მხრივ, დეიზმის გადმოსახედიდან - რატომ შექმნიდა ღმერთი სამყაროს და შემდეგ ხელს აიღებდა მასზე, და, მეორე მხრივ, პანთეიზმის გადმოსახედიდან - სამყაროს წარმოშობა და პირველმიზეზი გამოარკვიოს.
„პანდეიზმი“ ორი ძირის - „პანთეიზმის“ და „დეიზმის“ შეერთებით მიღებული ჰიბრიდული სიტყვაა, აერთიანებს რა ბერძნულიდან πάν — „ყველაფერს“ და ლათინურიდან deus — „ღმერთს“. სავარაუდოდ, ეს სიტყვა დღევანდელი გაგებით მორიც ლაზარუსმა და ჰეიმან სთეინთელმა შექმნეს 1859 წელს.
პანთეიზმი (ბერძნულიდან πάν — ყველაფერი და θεός — ღმერთი) — ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება ღმერთსა და სამყაროზე, რომელიც მათ ერთიან, მთლიან ნაწილად მოიაზრებს. პირველად სიტყვა „პანთეისტი“ ინგლისელმა დეისტმა ჯონ ტოლანდმა გამოიყენა 1705 წელს. პანთეიზმის ერთ განმარტებაში ჩასმა რთულია, რადგან, როგორც ცნება, თვითონ ასეთი, საკმაოდ ფართოა. პანთეიზმის მთავარ პრინციპად მაინც ღმერთსა და სამყაროს შორის არსებული არსობრივი განსხვავების უარყოფაა. უფრო ზუსტად, ღმერთს თითქოს არ აქვს ბუნებისგან დამოუკიდებელი არსებობა, იგი მთლიანად მოიცავს სამყაროს მთლიანობის პრინციპს. მიუხედავად პანთეიზმის შიგნით არსებული მრავალი მიმართულების არსებობისა, მისი ცენტრალური და მნიშვნელოვანი იდეების უმრავლესობა უცვლელია.
მონოთეიზმი (ბერძნ. μόνος = ერთადერთი და θεός = ღმერთი), ერთღმერთიანობა, ამა თუ იმ რელიგიაში ერთადერთი ღმერთის არსებობა, უპირისპირდება პოლითეიზმს, მრავალღმერთიანობას. ფორმალურად მონოთეისტურად ითვლება იუდაიზმი (იაჰვე), ქრისტიანობა (სამება), ისლამი (ალაჰი). ქრისტიანული სამება სამსახოვანია. ზიგმუნდ ფროიდმა თავის ანტირელიგიურ პამფლეტში "მოსე და მონოთეიზმი" (1950) ასეთი იდეა წამოაყენა: მოსე ფარაონის მსახური იყო. ფარაონმა ეხნატონმა სცადა ეგვიპტეში ერთი ღმერთის – ატონის კულტის შემოღება. მის რეფორმას წინ აღუდგა ქურუმობა და როგორც კი ფარაონი მოკვდა, მზის ღმერთ ატონის საქმეც დასრულდა. მოსემ სცადა ეს იდეა ებრაელებში განეხორციელებინა, მაგრამ ხალხმა ის მოკლა, თუმცა შემდეგ ინანა, მოსე მაინც გააღმერთესო. ეს საინტერესო იდეა მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა, ფროიდი გრძნობს ამას და მიუთითებს: დასაბუთება ჩემს შრომაში "ტოტემი და ტაბუ" მოვახდინეო. იგულისხმება მისი "ოიდიპოსის კომპლექსი", შვილების მიერ მამის მოკვლა, მერე სინანული, მამის გაღმერთება და მის სახელზე ცხოველის ტოტემად გამოცხადება. ფსიქოანალიზის ასეთი გზით (რასაც საფუძვლად სქესობრივი მიდრეკილება უდევს – ეჭვიანობა მამისადმი დედის მიმართ), ცხადია მონოთეიზმი ვერ აიხსნება, საკმარისი არგუმენტაციის არარსებობის გამო.
ფორმები
მონოთეიზმის რამდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორის:
თეიზმი - ტერმინია, რომელიც მიუთითებს ღმერთისა ან ღვთაებრივი არსების არსებობისადმი რწმენაზე.
დეიზმი - მონოთეიზმის ფორმა, რომლის რწმენით ერთი ღმერთი არსებობს. თუმცა, დეიზმი უარყოფს იდეას, რომ ეს ღმერთი მსოფლიოს განაგებს. მაშასადამე, რაიმე სახის ღვთიური გამოცხადება შეუძლებელია და ღმერთის არსში ჩაწვდენა მხოლოდ მედიტაციითა და სამყაროს ბუნებაზე დაკვირვებით არის შესაძლებელი. დეისტი ამგვარად უარყოფს სასწაულს და რელიგიურ ტექსტებს, როგორც რაიმე ღვთიური ცოდნის წყაროს.
მონისტიური თეიზმი - მონოთეიზმის ტიპია ჰინდუიზმში. თეიზმის ეს ტიპი განსხვავდება სემიტური რელიგიებისგან ვინაიდან ის ეფუძნება პანთეიზმს, მონიზმს და ამავე დროს მოიცავს პირადი ღმერთის, როგორც უნივერსალური, ომნიპოტენტური უზენაესი არსების კონცეფციას. მონისტური მონოთეიზმის მიმდევარი სკოლებია რამანუჯა ან ვიშიშტადვატა, რომელიც აღიარებს, რომ სამყარო ღმერთის ნაწილია, ან ნარაიანა, პენენთეიზმის ფორმა, თუმცა მათი რწმენით უზენაეს არსებაში და დვატაში სული მრავლობითი ფორმითაა.
პანთეიზმის მიხედვით სამყარო თვით არის ღმერთი. ტრანსცენდენტური უზენაესი ღვთაების არსებობა ბუნებისგან განცალკევებით უარჰყოფილია. იმისდა მიხედვით თუ როგორ გავიგებთ ამგვარ რწმენას, პანთეიზმი შეიძლება ათეიზმის, დეიზმისა ან თეიზმის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ.
პანენთეიზმი, ან მონისტური მონოთეიზმი - თეიზმის ფორმა, რომლის მიხედვით ღმერთი შეიცავს, თუმცა იდენტური არ არის სამყაროსი. ერთადერთი ღმერთი არის ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი, ხოლო სამყარო კი ღმერთის ნაწილია, და ის ერთსადაიმავე დროს იმანენტური და ტრანსცენდენტრია.
სუბსტანციური მონოთეიზმი - ზოგიერთი აფრიკული რელიგიების საფუძველია, რომლის მიხედვით ბევრი ღმერთი არის ერთი ძირითადი სუბსტანციის მრავალი ფორმა და რომ ეს ძირითადი სუბსტანცია თავად არის ღმერთი. ეს შეხედულება ემსგავსება ქრისტიანული სამების კონცეფციას, რომელშიც სამი სუბსტანცია ერთის ნაწილია.
პოლითეიზმი (ბერძნ. πολυ — ბევრი; θεός — ღმერთი) — რელიგიური მოძღვრება, რომელიც მრავალღმერთიანობას აღიარებს. პოლითეისტურ რელიგიებში ღმერთები ძირითადად გამოსახავენ ბუნების ძალებს ან სახელოვან წინაპრებს, რომლებიც შექმნილია ერთი აბსოლუტური ღმერთისგან (მონისტიკურ რელიგიებში) ან წარმოადგენენ ერთიანი სამყაროს განუყოფელ ნაწილებს (პანთეისტურ რელიგიებში).
მონიზმი (ბერძნ. monos — ერთი) — ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ყოველი არსებულის საფუძვლად აცხადებს ერთ საწყისს. მატერიალიზმი ასეთ საწყისად მატერიას მიიჩნევს, ხოლო იდეალიზმი — ღმერთს. ტერმინი მონიზმი სათავეს დასავლური ფილოსოფიიდან იღებს და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა რელიგიაში.
ათეიზმი (ბერძ. ἀ — უარყოფა და θεός — ღმერთი) — ყველაზე ფართო გაგებით, მადგომარეობა, როდესაც ადამიანს ღმერთის არსებობის არ სწამს. უფრო ვიწრო გაგებით, ათეიზმი არის უარყოფა რწმენისა, რომ რომელიმე ღმერთი არსებობს. კიდევ უფრო ვიწრო გაგებით, ათეიზმი პოზიციაა, რომლის მიხედვითაც არ არსებობს არც ერთი ღმერთი. ათეიზმის საპირისპიროა თეიზმი, რომელიც, ყველაზე ზოგადი ფორმით, არის რწმენა, რომ სულ ცოტა ერთი ღმერთი მაინც არსებობს.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий