четверг, 27 февраля 2020 г.

ბატრაქომიომაქია (ძვ. ბერძნ. Βατραχομυομαχία)


ბატრაქომიომაქია (ძვ. ბერძნ. Βατραχομυομαχία), ცნობილი აგრეთვე როგორც ბაყაყებისა და თაგვების ომი — ძველი საბერძნეთის ეპიკური პოემა, რომლის ავტორად ასახელებენ ვინმე პიგრესს, კარიის დედოფალ არტემისიას ძეს. პლუტარქეს და სხვა ავტორების ცნობით არტემისია სალამინის ბრძოლაში სპარსელთა მხარეს იბრძოდა, ამიტომ მეცნიერთა ვარაუდით პოემა ძვ. წ. V საუკუნეში დაიწერა. პოემა ჰომეროსის „ილიადის“ პაროდიაა, რომელიც გამოხატულია გმირთა ექსპონირებით, ტრადიციული ეპიკური ფორმულებით, მეტყველი სახელებით და სხვა პოეტური ხერხებით. პოემა ამავე დროს დასცინის ღმერთების სამყაროს.

Комментариев нет:

Отправить комментарий