ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
суббота, 22 февраля 2020 г.
მოჰამედ რეზა ფეჰლევი
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას რეზა ფეჰლევმა სცადა უარი ეთქვა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-სთვის მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა. გარდაიცვალა იოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშთი ირანში გადაიტანა და სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაასვენა.
1946 წლამდე ირანის ტერიტორიაზე საბჭოთა და ინგლისის ჯარები იყვნენ. მაგრამ დასავლეთის ზეწოლის შედეგად საბჭოთა კავშირმა თავისი ძალები გაიყვანა ირანის აზერბაიჯანიდან და ქურთისტანიდან . ცივი ომის დაწყების დრიდან გაძლიერდა ირანის შიდა საქმეებში აშშ-ს და ინგლისის ჩარევა.ამ ორ ქვეყანას შორის ქიშპობა აშშ-ს გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით მწვავედ მიდუოდა ბრძოლები სამხრეთ ირანის ნავთობისათვის. რომლის ექსპლუატაცია მთლიანდ ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის ხელში იყო.
ეს კომპანია უდიდეს სიმდიდრეს ფლობდა , მისი საკონცესიო ტერიტორია თითქმის 260 ათას კვადრატულ კილომეტრს უდრიდა . აქ 300-ზე მეტი ნავთობის ჭაბურღილი იდგა . კომპანიას აგრეთვე ეკუთვნოდა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებიც . ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციის მოთხოვნამ მთელი ქვეყანა მოიცვა. და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1951 წელს ირანის პარლამენტმა მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ნაციონალიზაციის შესახებ. ამ ყველაფერსნავთობის მომპოვებელი დიდი კომპანიების ბოიკოტი მოჰყვა. 1953 წელს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო,რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა ეროვნული ფრონტის მთავრობა. ახალმა მთავრობამ ნავთობი 25 წლის ვადით საერთაშორისო კონსილიუმს გადასცა. რომელშიც მთავარ როლს ამერიკული კომპანიები და ინგლის-ირანული კომპანიები თამაშობდნენ.
ირანი ჩამორჩენილი აგრარულ ქვეყნას წარმოადგენდა. მოჰამედ რეზა შაჰმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება სოფლებში,წარმოების ზრდისათვის, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის ზრდისათვის. 1963 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა შაჰის ახალ რეფორმებს რომელსაც თეთრი რევოლუცია ეწოდა. ამ რეფორმებს დაუპირისპირდნენ ულიმები შიიტი სამღვდელოების პირები რომლებმაც ეს რეფორმები ისლამური პრინციპების შელახვად და საერთოდ ისლამზე პირდაპირი შეტევად აღიქვეს.შაჰის რეფორმამ ვერ გადაჭრა ქვეყანაში პრობლემები- სურსათი ისევ არ კმაროდა ვინაიდან მოსახლეობის ზრდის ტემპები უსწრებდა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტემპს. ირანი ვერ გადაიქცა ინდუსტრიულ ქვეყნად. ვერ უშველა ქვეყანას ნავთობის ბუმმა, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა.ქვეყნის შემოსავლები ისევ შემცირდა, სამხედრო ხარჯები კი გაიზარდა.ამას მოჰყვა იმფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების პირობის გაუარესება.ასეთმა მძიმე ვითარებამ გამოიწვია შაჰის ხელისუფლების პოზიციის შესუსტება და მისდამი დაპირისპირებული შიიტი სამღვდელოების გაძლიერება. ირანში გაზრდილმა საპროტესტო მოქმედებებმა შაჰის ხელისუფლება აქცია ავტორიტარულ დიქტატურად.მოსახლეობას აღიზიანებდა შაჰის კარზე არსებული ფუფუნეება, კორუფციის მაღალი დონე.მოსახლეობაში იზრდებოდა ანტი დასავლური განწყობაც . 1975 წელს ირანში დაიწყო დიდი საპროტესტო გამოსვლები, რასაც შაჰის ხელისუფლების დასასრული მოჰყვა .
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий