пятница, 6 марта 2020 г.

პოსტმოდერნიზმი და კალი-იუგა (კულტურის დეგრადაციის შესახებ)

"პოსტმოდერნული კულტურა აღნიშნავს მეოცე საუკუნის ევროპული საზოგადოების ოთხმოციანი წლების შემდგომ მდგომარეობას. საყოველთაოდ აღიარებული აზრით, მისი სახე ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. თუმცა უკვე ცხადად იკვეთება მისი კონტურები. ევროპული საზოგადოების პოსტმოდერნული მდგომარეობის დახასიათებისას მის მთავარ მახასიათებლად მიიჩნევენ უნდობლობას გონებისა და საერთოდ მოდერნისტული კულტურის მიმართ. პოსტმოდერნული მსოფლმხედველობის სათავეებთან მოიაზრებიან ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც არიან ნიცშე, ფროიდი, ჰაიდეგერი, გადამერი. პოსტმოდერნული მსოფლმხედველობა განმსჭვალულია ონტოლოგიური ნიჰილიზმით. ახალი დროის ევროპული კულტურის ამოსავალი პარადიგმა გონება და მისი კანონმდებელი ფუნქცია პოსტმოდერნულ კულტურაში უარიყოფა და მას ცვლის ინტერპრეტატორული გონება, რაც თავის მხრივ იწვევს ადამიანის ინტელექტუალური საქმიანობის ვექტორის ძირეულ შეცვლას. ინტერპრეტატორული გონება ცოდნის ტრანსცენდენტურ საფუძვლებს უკუაგდებს და კვლევის საგნად იხდის ყოველდღიურობას. ცოდნის წყაროს "ახალი" გონება ეძებს არა მეტაფიზიკაში, არამედ აქ და ამჟამად არსებული ინდივიდების ურთიერთობაში, დიალოგსა და კომუნიკაციაში. პოსტმოდერნული ცნობიერებისათვის დამახასიათებელია ჭეშმარიტებაზე უარის თქმა, ამიტომაც ტრადიციული აზროვნებისათვის დამახასიათებელ კატეგორიებს - მიზეზი, საფუძველი, ენაცვლება კვალი, რასაც თავის მხრივ არ აქვს პრეტენზია "იცოდეს" მოვლენის ზუსტი მიზეზი. არსებობის, მიზნის კატეგორიები ადგილს უთმობენ თამაშშა და შემთხვევითობას. პოსტმოდერნული დისკურსი მეტაფიზიკას უპირისპირებს ირონიას, ხოლო ტრანსცენდენტურს ცვლის იმანენტურით, სიცხადესა და განსაზღვრულობას - განუსაზღვრელობით. ტრადიციულ ტექსტის გაგებას ცვლის ინტერტექსტი, ხოლო შემოქმედებას - დეკონსტრუქცია. პოსტმოდერნული ცნობიერება გონების კანონებს ფიქციებად მიიჩნევს და მის მიერ შექმნილ სამყაროს მოდელს უნდობლობას უცხადებს. გაუფასურებულია ტრადიციული ღირებულებები. სახეზეა უკიდურესი რელატივიზმი და განურჩევლობა.

სახელმწიფო რამდენადმე ზღუდავს თავის უფლებებს პიროვნების სასარგებლოდ, ინდივიდუალიზმი უკიდურეს ზომას აღწევს. ყალიბდება სექსის რიტუალიზებული კულტი. ნაციონალური კორპორაციები ადგილს უთმობენ ტრანს-ნაციონალურ გაერთიანებებს. ეროვნულ სახელმწიფოს იდეას თანდათან გასდის ყავლი, იქმნება ტრანეროვნული გაერთიანებები.

სამყარო ტექნოლოგიურად და პოლიტიკურად ჰომოგენური ხდება. ხელოვნება ახალი ფორმევის ძიების პროცესშია, უგულველყოფა ხდება მისი ტრადიციული ფპრმების და კრიტერიუმების. პოსტმოდერნული ესთეტიკის სპეციფიკა დაკავშირებულია კლასიკური ტრადიციის არაკლასიკურ ინტერპრეტაციასთან. მისთვის დამახასიათებელია პლურალისტური ესთეტიკური პარადიგმა, არასისტემურობა, დოგმების და წესების არქონა, მისთვის უცხოაკონცეპტუალური სქემების სიმკაცრე და ჩაკეტილობა. მშვენიერების კლასიკური გაგება, რომელიც დაფუძნებული იყო ინტელექტზე, თავის თავში ატარებდა ჭეშმარიტებასა და სიკეთეს, პოსტმოდერნული ესთეტიკის მიერ უსაფუძვლოდ ცხადდება. ახლა ყურადღება ექცევა ასიმეტრიისა და ასონანსების მშვენიერებას, მის დისჰარმონიულ მთლიანობას და სხვა."

წყარო: 300-302 გვ. წიგნი - კულტურის თეორია. ავტორი: აკაკი ყულიჯანაშვილი. გამომცემლობა "უნივერსალი". თბილისი 2009.

P.S. პოსტმოდერნიზმი აცხადებს, რომ ავტორი "მკვდარია" და ღმერთიც "მკვდარია". "მკვდარია" ასევე ტრადიციული ნორმები და ფასეულობები.

Комментариев нет:

Отправить комментарий