ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
пятница, 6 марта 2020 г.
კულტურის ტიპები
"მსოფლმხედველობის ადრეული ფორმები, რომლებმაც განსაზღვრეს ამა თუ იმ კულტურის თავისებურებები, არის მითოსი და რელიგია. მაგალითად ჩინური კულტურის სახე არსებითად განსაზღვრულია კონფუციანელობით, ინდური - ბუდისტური მსოფლმხედველობით და სხვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქართულ კულტურას ასეთი "საკუთარი" მსოფლმხედველობითი საფუძველი არ გააჩნია, თუმცა მასში მოიძებნება ორიგინალური მითები, რომელთაც არასისტემური ხასიათი აქვთ და ამდენად ის ყოვლისგამსჭვალავ მსოფლმხედველობად არ შეიძლება მივიჩნიოთ, ასევე შეიძლება გავიხსენოთ ზოროასტრიზმი, რომელიც როგორც ამბობენ, კავკასიის რეგიონს მოიცავდა და მათ შორის ალბათ საქართველოსაც, მაგრამ არც ის იქცა ქართული კულტურის განმსაზღვრელ ეროვნულ რელიგიად. ამდენად ქართული კულტურა არ ჩამოყალიბდა ულტურის დამოუკიდებელ ტიპად.
არსებობს შემდეგი ძირითადი კულტურის ტიპები: ახლო-აღმოსავლური, ჩინური, ინდური და ევროპული.
დასახელებულ ოთ კულტურათაგან შეიძლება თავიდანვე გამოვრიცხოთ ქართული კულტურის ტიპოლოგიური მსგავსება ჩინურ და ინდურ კულტურებთან. ჯერ ერთი, ეს კულტურები ტერიტორიულად ისეა დაცილებული საქართველოსთან, რომ შეუძლებელია რომელიმე მათგანს არსებითი გავლენა ჰქონოდა ქართულ კულტურაზე ან პირიქით. თუმცა აბრეშუმის გზის არსებობა მათ კავშირს ადასტურებს, მაგრამ ეს ურთიერთობა საუკეთესო შემთხვევაში ეკონომიკურ-კომერციულ მიმართებებს არ გასცილებია. გარდა ამისა ესაა მთავარი/შეიძლება სივრცეში დაცილებული კულტურები ტიპოლოგიურად მსგავსნი იყვნენ/, ჩინური და ინდური კულტურა შესაბამისად კონფუციანელობას და ბუდიზმის მსოფლმხედველობას ეყრდნობიან, რაც აბსოლუტურად უცხოა ქართული კულტურისთვის."
"კულტურის თეორია". გვ. 322-323. აკაკი ყულიჯანაშვილი. გამომცემლობა "უნივერსალი". 2009 წ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий