აბორტი (ლათ. abortus „მუცლის მოშლა“, „მუცლის მოწყვეტა“) — ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე. აბორტი უნდა განვასხვავოთ ნაადრევი მშობიარობისაგან (ორსულობის შეწყვეტა 28 კვირის შემდეგ), როდესაც იბადება სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი. აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური.
სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. მისი გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) და თვით ნაყოფის დაავადებანი. ხელშემწყობი მიზეზები - საშვილოსნოსა და საკვერცხეების განუვითარებლობა, საშვილოსნოს სიმსიმვნე, სასაქესო ორგანოების ანთება, ორსულთა ტოქსიკოზი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გულის მძიმე მანკი, ჰიპერტონიული დაავადება, ინტოქსიკაცია, დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა (განსაკუთრებით რეზუსფაქტორის მიხედვით) და სხვა.
გამოწვეულ აბორტს ხელოვნური აბორტი ეწოდება. ოპერაციის დროს საშვილოსნოს ყელს ხსნიან და საშვილოსნოს კედლებს ფხეკენ სპეციალური სამეანო ინსტრუმენტებით, ანდა უარყოფითი წნევის აპარატით ხდება საშვილოსნოდან ნაყოფის გამოწოვა (ვაკუუმასპირაცია). ხელოვნური აბორტი უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე, ხშირად იწვევს გართულებას, სასქესო ორგანოების ანთებას, ჰორმონული ფუნქციისა და მენსტრუალური ციკლის მოშლას, ნაადრევ სიბერესა და უშვილობას (ქალის უშვილობის ყველა მიზეზის 30%). განსაკუთრებით მავნეა აბორტი პირველი ორსულობის დროს.
ძველ საქართველოში მუცლის მოშლა მკაცრად ისჯებოდა. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის თანახმად (ბერძნული სამართლის ქართული ვერსია, მუხლი 76, 77) ქალს, რომელიც რაიმე წამლით მუცელში შვილს მოიკლავდა, სასჯელად დროებითი ექსორია ენიშნებოდა, ქმარი მას მაშინვე უნდა გაშორებოდა. მუცლის მოსაშლელი წამლის მიმცემს, თუ იგი ღარიბი იყო. მეფისგან შეპყრობა, ცემა და გამაწბილებელი სასჯელი (გაკრეჭა, ვირზე შესმა და სხვა) მოელოდა, ხოლო თუ მდიდარი — დარბევა და გაძევება. თუ წამლის მიღების შემდეგ ქალი მოკვდებოდა, დამნაშავეს თავს მოჰკვეთდნენ.
ლიტერატურა
პ. შუშანია, ვ. ედიშერაშვილი, ი. ფუტკარაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 31, თბ., 1975 წელი.
პ. კინტრაია, ი. ფუტკარაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 31, თბ., 1997 წელი.
კომენტარი: პრაქტიკულად ყველა რელიგიაში (განსაკუთრებით კი დჰარმულ რელიგიებში) დაცულია ნაყოფის უფლებები და დანაშაულად ითვლება განადგურება იმ ბიოლოგიური ორგანიზმის, რომელიც მომავალში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან ადამიანურ პიროვნებად. სხვაგვარად რომ ვთქვათ სასტიკად იკრძალება ცოცხალი არსების ინდივიდუალური დროის ხაზის, კონტინიუმის ხელოვნური შეწყვეტა. დჰარმულ მეტაფიზიკაში ცოცხალი არსება განიხილება, როგორც პოტენციური პიროვნება ჩასახვის მომენტიდანვე და ითვლება, რომ სულიერი განჭვრეტის დახმარებით შესაძლებელია კონკრეტული ნაყოფის სავარაუდო მომავლის დანახვა. ეგოიზმის საფუძველზე ნაყოფის ბიოლოგიური და სულიერი ევოლუციის ხელოვნური შეწყვეტა არის ვი-კარმა (ეგოისტური საქციელი დამანგრეველი რეზულტატებით). მიიჩნევა, რომ აბორტის ჩამდენი ადამიანი მოკლული იქნება 100 000-ჯერ შემდგომ ინკარნაციებში. შესაძლებელია ასეთი ადამიანის ინვოლუცია და ინკარნირება ცხოველის სხეულშიც. დჰარმული რელიგიები არ თვლიან, რომ აბორტი არის "ქალების უფლებების" განუყოფელი ნაწილი. დჰარმული რელიგიების მიხედვით ადამიანმა უნდა დაიცვას შასტრებში (წმინდა ტექსტებში) მოცემული წესები, დააგროვოს სათნოება და იმოქმედოს ბუნების კანონების შესაბამისად, საკუთარი ეგოს საწინააღმდეგოდ. დჰარმული ფილოსოფია მკაცრად უარყოფს მორალური რელატივიზმის იდეას.
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
Комментариев нет:
Отправить комментарий