ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
четверг, 16 апреля 2020 г.
Инанна (ინანა)
ინანა — ძველი მესოპოტამიური ქალღმერთი, რომელიც სიყვარულთან, სილამაზესთან, ლტოლვასთან, ნაყოფიერებასთან, ომთან, სამართლიანობასთან და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან იყო დაკავშირებული. თავდაპირველად მას შუმერები სცემდნენ თაყვანს, შემდეგ კი - აქადელები, ბაბილონელები და ასურელები. ის ცნობილი იყო როგორც ზეცის (ზეციური) დედოფალი და ქალაქ ურუქში მდებარე ეანას ტაძრის მფარველი. ქალაქი ურუქი მისი კულტის უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. მას პლანეტა ვენერასთან აკავშირებდნენ და უმთავრესად ლომისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის სიმბოლოებით გამოსახავდნენ. მისი ქმარი ღმერთი დუმუზი (ასევე ცნობილი როგორც თამუზი) იყო, ხოლო მისი მშველელი და მრჩეველი, ღმერთების მაცნე ნინ-შუბური (რომელიც გვიან აქადურ მითოლოგიაში მამრობითი სქესის ღმერთ პაპ-სუქალთან სინკრეტიზირდა).ინანას თაყვანს სცემდნენ ასურელებიც, რომლებმაც ის თავიანთი პანთეონის უმაღლეს ღვთაებად აღაზევეს. ინანა-იშთარის შესახებ მინიშნებებს ვხვდებით ებრაულ ბიბლიაშიც. ინანას კულტმა დიდი გავლენა იქონია ფინიკიელთა ქალღმერთ ასტარტეზე, რომელმაც შემდეგში ბერძენთა ქალღმერთ აფროდიტეს სახის ჩამოყალიბებაში ითამაშა დიდი როლი. ინანას კულტი ფართოდ ვრცელებოდა, სანამ ა.წ. I-VI საუკუნეებში ქრისტიანობის აღზევებამ ეტაპობრივად არ დაჩრდილა. ქალღმერთის კულტი ზემო მესოპოტამიაში მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე შემორჩა.
Инанна, в шумерской мифологии и религии — центральное женское божество. Первоначально Инанна считалась покровительницей продовольствия, была символом обильных урожаев, богиней плодородия и любви. Её символ — пучок тростника. На изображениях она часто предстаёт с солнечными лучами вокруг головы. При неизвестных обстоятельствах культ этой богини вытеснил в Уруке культ бога Ану. Заняв место Ану, Инанна одновременно выполняла функции и богини победы, и богини урожая, и богини правосудия, являлась покровительницей семейной жизни и т. д. В древнем Шумере раз в год проходила торжественная церемония, во время которой правитель каждого города олицетворял собой Думузи, а главная служительница культа исполняла роль Инанны. Считалось, что ритуал священного брака, в котором царственная чета принимала участие, обеспечивал стране плодородие и богатство.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий