пятница, 10 апреля 2020 г.

Всемирная история


Всемирная история — процесс развития человеческого общества в целом, для которого характерны закономерности, проявляющиеся в истории всех народов. Всемирный исторический процесс начинается с появлением человеческого общества и в зависимости от общих отличительных особенностей условно делится на хронологические периоды.

ისტორია – (ბერძ. historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე) — ისტორიას შეიძლება ჰქონდეს ორი ძირითადი განსაზღვრება:

1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.

2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.

ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან, დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს. პირველ ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომპლექსური პრობლემების მიხედვით, სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.

პირველი მონუმენტური შრომა, რომელშიც აღწერილია კონკრეტული ისტორიული მოვლენები, კერძოდ, ბერძნულ-სპარსული ომები, და მისი თანადროული ქვეყნები და ხალხები (აქემენიდთა იმპერია, ეგვიპტე, სკვითები), ეკუთვნის ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს კალამს. ამ ნაწარმოებს ერქვა „ისტორია“, რაც ძველბერძნულად „აღმოჩენას, გამოკვლევას“ ნიშნავს. ამ დამსახურების გამო ციცერონმა ჰეროდოტეს „ისტორიის მამა“ უწოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий