среда, 29 апреля 2020 г.

Ни́мфы (др.-греч. νύμφαι, лат. nymphae — невесты)


Ни́мфы (др.-греч. νύμφαι, лат. nymphae — невесты) — божества природы в древнегреческой мифологии в виде девушек, олицетворяющих различные живительные и плодоносные силы Земли, природные объекты и явления. Каждая нимфа — это покровительница определённого объекта или явления природы, его душа и воплощение. Мир нимф в древнегреческой мифологии один из самых обширных: одних только океанид — нимф водных потоков — три тысячи. По верованиям древних греков, нимфы жили в морях, реках, источниках, в гротах, на горах, в рощах и на лугах. Они разделялись на классы сообразно с тем, какие места населяли. Имели наименования, согласно классу и часто собственные имена. Для древних греков нимфы были одновременно и реальными объектами природы и прелестными божественными созданиями. Изображались нимфы в виде прекрасных обнажённых или полуобнажённых девушек с распущенными волосами, с убором из венков и цветов, иногда в позе танцующих. Ореады часто представлялись сидящими в задумчивости на высокой скале.

ნიმფები (ბერძ. νύμφαι „საპატარძლოები“, ლათ. nymphae) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ქართ. ფერიები) ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერება ქალიშვილების სახით, გამოხატული ნაკადულების რაკრაკით, მცენარეთა ზრდით, მთებისა და ტყეების გარეული მშვენიერება. გეასაგან წარმოშობილნი. ისინი ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, წყაროებთან ახლოს მთების ჩრდილიან ხეობებში, ჭალებში. სატირების მსგავსად არიან დედამიწის ზედაპირის სულები, ბუნებრივი ძალების გამომჟღავნება, მოქმედნი ადამიანის მიღმა განცალკევებულ გროტებში, ხეობებში, ტყეებში, კულტურული ცენტრებისაგან დაშორებით, ისინი დაკავებულნი იყვნენ ქსოვით, ქარგვით, მღერიან და ცეკვავენ პანის ვიოლინოს ჰანგების ქვეშ, ნადირობენ არტემიდასთან ერთად, მონაწილეობენ დიონისეს ორგიებში, მუდმივ ჭიდილში არიან მომაბეზრებელ სატირებთან. ზოგჯერ ისინი შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ზრუნავენ მათზე, ეძლევიან გმირებსა და მშვენიერ ყმაწვილებს (კალიპსო და ოდისევსი, ამარილა და დაფნისა), ზოგჯერ ისინი ადამიანებს უგზავნიდნენ შეშლილობას, მრისხანებას, უგზავნიან წინასწარმეტყველების ნიჭს, აღმაფრენას. ასეთ შთამაგონელებ ნიმფებს მიეკუთვნება მუზები. მათ მიუძღვნა ორფეოსმა LI ჰიმნი.

ნიმფების სახეები:

ორეადები — მთის ნიმფები. დრიადები — ტყისა და ხეების ნიმფები. ნაიადები — წყაროების ნიმფები. ნერეიდები — ზღვის ნიმფები. ნეპეი — ხეობების ნიმფები. ლიმონიადები — მდელოების ნიმფები.

ნიმფებს უძღვნიდნენ გროტებსა და გამოქვაბულებს, ზოგჯერ აშენებდნენ სამლოცველოებს განსაკუთრებით მცენარეებით მდიდარ და ირიგაციულ რაიონებში, უფრო გვიან კი ქალაქებში. ნიმფებს სწირავდნენ თხებს, ხბოებს, რძეს, ზეთს, ღვინოს. როგორც ბუნების სიმშვენიერების გამოხატულებას მათ ხელოვნებაში გამოსახავდნენ ლამაზ არაჩვეულებრივ თმიან ახალგაზრდა ქალიშვილებად ყვავილების გვირგვინებით უფრო გვიან მოცეკვავეებად, გაშიშვლებული ხელებითა და ფეხებით, გაშლილი თმებით. ორეადებს წარმოადგენდნინ მაღალ კლდეებზე ჩამჯდარ ჩაფიქრებულებს. ნაიადების გამოსახულებებს ხშირად ატრიბუტად ნიჟარა წარმოადგენდა რომელიც კალთაში ედო.

Комментариев нет:

Отправить комментарий