четверг, 9 апреля 2020 г.

რელიგია და ღმერთი


რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.

მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ სხვა რელიგიური წარმოდგენებიც, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.

ტაძარი — საკულტო ნაგებობა ღვთისმსახურებისა და რელიგიურ წეს-ჩვეულებათა შესასრულებლად. ტაძრის სახე და მისი განვითარების ისტორია განპირობებულია არა მარტო საკულტო მოთხოვნილებებით, არამედ სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკის განვითარების დონით და შესაბამისად ატარებს მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ ხასიათს.

მღვდელი — ეკლესიის მსახური. ძველ აღთქმაში ეკლესიის მსახურები სამ ხარისხად იყოფოდნენ: ლევიტელი, მღვდელი და მღვდელმთავარი. ახალ აღთქმაში — დიაკონი, მღვდელი, მღვდელმთავარი. მოციქულთა დადგენილების თანახმად, მღვდლის ხელდასმა (კურთხევა) ხდება ეპისკოპოსის მიერ საღმრთო ლიტურგიის დროს. მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელს ევალება ქადაგების წარმოთქმა, წირვა-ლოცვა და რელიგიის წესების შესრულება. მღვდელს მხოლოდ ერთხელ ქორწინების უფლება აქვს.

ლოცვა — რელიგიური პრაქტიკის სახე, რომლის დროსაც ინდივიდი ცდილობს ღმერთთან ან სულთან დაკავშირებას. ლოცვა შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური, რომელიც შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში ან კერძოდ. ლოცვისათვის იყენებენ სიტყვებს ან სიმღერას. არსებობს სხვადასხვა სახის ლოცვები — შუამდგომლობის, ვედრება, მადლიერების და დიდების. ლოცვა მიმართულია ღმერთისდმი, სულისადმი ან თუნდაც რომელიმე პიროვნებისადმი. ადამიანები ბევრი, განსხვავებული მიზეზების გამო ლოცულობენ.

ლოცვა ზოგჯერ სიტყვებთან, მუსიკასთან ან ჰიმნთან ერთად ფიზიკურ პრაქტიკასაც შეიცავს.

მანტრა (სანსკ. मन्त्र mantra ”საფიქრელი”) — ინდუისტური სალოცავი ფორმულა, ძირითადად მოკლე, რამდენიმე სიტყვის შემცველი გამონათქვამი სანსკრიტულ ენაზე. მანტრა მიმართულია რომელიმე ღვთაებისადმი და მის განსადიდებლად წარმოითქმის.

მანტრების უმეტესობა მარცვალი აუმ-ით იწყება, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანტრაა შივასადმი მიმართული: aum namah shivaaya "აუმ, თაყვანისცემა შივას!" კირტანა, კირტანი (სანსკ. किर्तन kirtana ”მღერა”) — ერთობლივი ლოცვის და საგალობლების შესრულების ფორმა ინდუიზმში, სიქიზმსა და ინდოეთის სხვა აღმსარებლობებში, სრულდება ერთი ან რამდენიმე ვოკალისტის მიერ და ახლავს მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპონიმენტი და მორწმუნეთა გუნდი.

საგალობლების ერთობლივად შესრულება ძლიერ გავრცელებულია ინდოეთში, კირტანებსა და ბჰაჯანებს ასრულებენ რელიგიურ დღესასწაულებსა და ფესტივალებზე, სოფლებისა და ქალაქების ქუჩებზე მიმავალ პროცესიებში.

ბჰაჯანა, ბჰაჯანი (სანსკ. भजन bhajan ”თაყვანისცემა”) — ლოცვის ფორმა ინდუიზმში, სრულდება ერთი ან რამდენიმე ვოკალისტის მიერ და ახლავს მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპონიმენტი და მომღერალთა გუნდი.

ღმერთი — სიყვარულის, რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათებელია ყველა რელიგიისთვის, გარდა პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა. იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა და რწმენის განსახიერება.

გერმანული სიტყვა ღმერთის უძველესი წერილობითი ფორმა გვხვდება მე-6 საუკუნით დათარიღებულ ქრისტიანულ Codex Argenteus-ში. ინგლისური სიტყვა (God) წარმომდგარია სიტყვის პროტო-გერმანული ფორმიდან * ǥuđan. რეკონსტრუირებული პროტო-ინდოევროპული ფორმის * ǵhu-tó-m ძირი უნდა იყოს სიტყვა * ǵhau(ə)-, რომელიც ნიშნავდა „დაძახებას“ ან „გამოძახებას“. გერმანული სიტყვები, რომლებიც აღნიშნავდა ღმერთს, თავის მხრივ განურჩეველი იყო ორივე სქესისთვის, მაგრამ გერმანელი ხალხის ქრისტიანიზაციის პროცესში სიტყვები მამრობითი სქესის გახდა.

ალაჰი (არაბ. الله) არაბული ტერმინია, რომელსაც არ გააჩნია მრავლობითი ფორმა და გამოიყენება მუსლიმებისა და არაბულად მოლაპარაკე ქრისტიანებისა და ებრაელების მიერ „უფლის“ აღსანიშნავად მაშინ, როცა „ʾილაჰ“ (არაბ. إله) საზოგადოდ ღვთაების ან ღმერთის აღმნიშვნელია. ღმერთს ასევე შესაბამისი სახელი აქვს მინიჭებული ინდუიზმის იმ მონოთეისტურ მიმდინარეობებში, სადაც აღიარებენ ღმერთის ადამიანურ ბუნებას, ბჰაგავატაში ადრეული წყაროებით მას მოიხსენიებდნენ, როგორც კრიშნა-ვასუდევას ხოლო მოგვიანებით _ როგორც ვიშნუს და ჰარის.

ზოროასტრიზმში ღმერთის სახელის აღსანიშნავად აჰურა მაზდა გამოიყენება. „მაზდა“, ან სიტყვის ავესტური ფუძე Mazdā-, სახელობითში _ Mazdå, პროტო-ირანული *Mazdāh (მდედრობითი)-ის ანარეკლია. ზოგადად, იგი სულის ცნების გამოსახატადაა აღებული და, მისი სანსკრიტული შესატყვისის medhā-ს მსგავსად, ნიშნავს „ინტელექტს“ ან „სიბრძნეს“. ორივე, ავესტური და სანსკრიტული სიტყვა სათავეს იღებს პროტო-ინდოირანული *mazdhā--სგან, რომელიც, თავის მხრივ, პროტო-ინდოევროპული mn̩sdʰeh1-სგან მომდინარეობს, რაც ნიშნავს „განმტკიცებას (dʰeh1) ვინმეს გონისა (*mn̩-s)“, „ბრძენს“.

ვაჰეგურუ (პენჯაბ. vāhigurū IAST) არის ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება სიქიზმში ღმერთის აღსანიშნად. პენჯაბურად ის „განმაცვიფრებელ მასწავლებელს“ ნიშნავს. Vāhi (ნასესხებია შუა სპარსულიდან) ნიშნავს „განმაცვიფრებელს“ და გურუ (სანს. guru IAST) „მასწავლებლის“ აღმნიშვნელი ტერმინია. ვაჰეგურუ ასევე აღწერილია, როგორც ენითაღუწერელი ექსტაზის განცდა. სიქები სიტყვა „ვაჰეგურუს“ ყველაზე ხშირად მისალმების დროს იყენებენ.

ბაჰა, ღმერთის „დიადი“ სახელი ბაჰაისტურ სარწმუნოებაში, არაბულად „ყოვლად დიდებულს“ ნიშნავს.

ღმერთის ბუნებასა და არსებობასთან დაკავშირებით მკაფიო კონსენსუსი არ არსებობს. აბრაამული ღმერთის კონცეფციები მოიცავს იუდაისტური ღმერთის მონოთეისტურ განმარტებას, ქრისტიანთა ხედვას სამების შესახებ და ღმერთის ისლამურ გაგებას. დჰარმული რელიგიები განსხვავდება ღვთაებრივის ხედვის საკითხებში: ღმერთის აღქმა ინდუიზში იცვლება რეგიონების, სექტებისა და კასტების მიხედვით და ვხვდებით როგორც მონოთეისტურ, ასევე პოლითეისტურ აღქმებსაც. მრავალ პოლითეისტურ რელიგიას აქვს შემოქმედი ღმერთის კონცეფცია. ჯაინიზმი არის პოლითეისტური და არა-კრეაციონისტული რელიგია. ბუდისტური აღქმა დამოკიდებულია ადამიანის ინტერპრეტაციასა და ტრადიციებზე; ბუდიზმი შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ათეისტური, არათეისტური, პანთეისტური, პანენთეისტური ან პოლითეისტური რელიგია.

მონოთეისტური რწმენით არსებობს ერთადერთი ღმერთი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთ ნამდვილ ღმერთს სცემენ თაყვანს სხვადასხვა რელიგიებში სხვადასხვა სახელით. ხედვა, რომ ყველა თეისტი სინამდვილეში ერთსა და იმავე ღმერთს ეთაყვანება, იცის თუ არა მან ეს, ძირითადად გავრცელებულია ბაჰაიზმში, ინდუიზმსა და სიქიზმში.

ქრისტიანობაში სამების დოქტრინა მოიაზრებს ღმერთს, როგორც ერთ ღმერთს სამი სხვადასხვა სახით (თითოეული ამ სამიდან ღმერთია თავისთავად). წმინდა სამება მოიცავს მამა ღმერთს, ძე ღმერთს (რომელიც იესო ქრისტეა) და სული წმინდას. ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანული რწმენის ეს ფუნდამენტური მისტერია ამ ლათინური ფორმულით იყო შეჯამებული: Sancta Trinitas, Unus Deus (წმინდა სამება, ერთი ღმერთი), რომელიც მოცემულია Litanias Lauretanas-ში.

ისლამის ძირითადი პრინციპია თავჰიდი (ნიშნავს „ერთარსობას“ ან „უნიკალურობას“). ყურანში ღმერთი ასეა აღწერილი: „ის არის ალაჰი, ერთი და ერთადერთი; ალაჰი, მარადიული, აბსოლუტური; იგი დაუსაბამოა; და არავინ არის მისი მსგავსი.“ მუსლიმები უარყოფენ სამების ქრისტიანულ დოქტრინას და იესოს ღვთაებრივობას და მას პოლითეიზმს ადარებენ. ისლამში ღმერთი ტრანსცენდენტურია და მის არც ერთ ქმნილებას არ ჰგავს; აქედან გამომდინარე, მუსლიმები არ არიან ხატთაყვანისმცემლები და არ გამოსახავენ ღმერთს.

ჰენოთეიზმი არის ერთი ღმერთის რწმენა და მისი თაყვანისცემა, თუმცა ამავდროულად იგი არ გამორიცხავს სხვა ღვთაებათა სავარაუდო არსებობას.

ქურუმი — წარმართული რელიგიური კულტების სასულიერო პირი, ის ვინც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურის და მეცნიერების უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ ათეისტები, რომლებიც ცდილობენ რელიგიის ლიკვიდაციას, მორწმუნე ადამიანების რაოდენობა მაინც აჭარბებს ათეისტებისას (6 100 000 000 მორწმუნე 1 600 000 000 ათეისტის წინააღმდეგ). ათეისტებს იმედი აქვთ, რომ რელიგია ოდესმე გაქრება, მაგრამ ეს არ მოხდება. ათეიზმი აკონტროლებს სამეცნიერო საზოგადოებას, სოციალურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამ უბადრუკი მცდელობებისა, რელიგია არ თმობს (და არც დათმობს) პოზიციებს.

ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია

Комментариев нет:

Отправить комментарий