დეტერმინიზმი (ლათ. Determinare – განსაზღვრა), ან წინასწარგანჩინება — შეხედულება სამყაროს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული, დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო მოვლენა ანუ შემთხვევითობა. შემთხვევითობა, მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო მოიხმარება მეცნიერებაში, თორემ თავისთავად სამყაროში არავითარი შემთხვევითობა არ არსებობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს.
დჰარმულ რელიგიებში დეტერმინიზმის პრინციპს ეწოდება - კარმა (მიზეზ-შედეგობრიობის კანონი), ხოლო ანტიკურ ელინიზმში - ანანკე (გარდაუვალი ბედისწერა). გნოსტიკურ რელიგიაში დეტერმინიზმს ერქვა - ჰეიმარმენე (ანუ 12 კოსმიური ანგელოზის ტირანია). დაოსიზმში დეტერმინიზმის პრინციპთან ახლოს დგას - დაო (ბუნებითი სათნოების და ჰარმონიულობის კანონი).
დჰარმული რელიგიები აბსოლუტურად ეთანხმებიან და სრულად აღიარებენ დეტერმინიზმის უნივერსალურ (კარმულ) პრინციპს.
რუსი ფილოსოფოსი და მოგვი ალექსეი ტრიხლებოვი, ასევე ქადაგებს, რომ ღმერთების ნების გარეშე არაფერი არ ხდება სამყაროში.
დეტერმინიზმი შეესაბამება ძველბერძნულ სიტყვას "კოსმოს", რაც თარგმანში ნიშნავს სამყაროულ წესრიგს (შექმნილს ღმერთების მიერ).
ნეოპლატონიზმში ადამიანის მიზანია ღმერთებთან ჰარმონია, ესეც ერთგვარი დეტერმინიზმია. ადამიანი უნდა იყოს სრულ ჰარმონიაში კოსმიურ დემონებთან (სულებთან), ჰიპერ-ურანიდებთან (ტრანსცენდენტურ ღმერთებთან) და კოსმიურ ღმერთებთან (ეგკოსმიოი).
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
Комментариев нет:
Отправить комментарий