სეკულარიზმი (სიტყვიდან სეკულარიზაცია, ლათ. saecularis - საერო) თანამედროვე გაგებით ორგვარად შეიძლება განისაზღვროს:
#1 - სეკულარიზმი, ერთი მხრივ, მოუწოდებს სარწმუნოების თავისუფლებას, უფრო ზუსტად, მთავრობის მიერ ხალხზე რელიგიის თავსმოხვევისგან თავისუფლებას, სახელმწიფოში, რომელიც ნეიტრალურია სარწმუნოების საკითხების მიმართ და არ აძლევს პრივილეგიას და ასევე ფინანსურ დახმარებას არ უწევს არც ერთ რელიგიას.
#2 - სეკულარიზმი, სხვა გაგებით, მიუთითებს რწმენაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა და გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პოლიტიკური, დამყარებულია ფაქტზე და რეალობაზე და არა რაიმე რელიგიურ რწმენაზე. მაშინ, როდესაც რელიგიები დაფუძნებულია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე ან ღვთის კანონზე, სეკულარული კანონი ემყარება გონებრივ განსჯას, რომელიც განმანათლებლობის ეპოქაში განვითარდა. სეკულარისტები მიიჩნევენ, რომ ყველა სახის საქმიანობა, რომელიც პირად სფეროს სცილდება უნდა იყოს სეკულარული, ანუ არა რელიგიური.
კომენტარი: სეკულარიზმის ორივე ვარიანტი არის მიუღებელი (ერეტიკული). სეკულარიზმი უპირისპირდება თეოკრატიას (უფლის ბატონობას) და ერთმანეთისაგან მიჯნავს საზოგადოებას და რელიგიას. ერთი შეხედვით ეს კარგი იდეაა, თუმცა კარგად თუ დავაკვირდებით ესაა დივერსია სოციალურ დონეზე. სეკულარიზმის იდეალური ალტერნატივაა - ეკუმენიზმი (ან სუპერ-ეკუმენიზმი). ალტერნატივას წარმოადგენს ასევე მულტიკულტურალისტური სინკრეტიზმი და კოსმოპოლიტური პანენთეიზმი. სეკულარიზმი არაა საჭირო, აუცილებელია მხოლოდ ადეკვატური და სწორი თეოკრატია. თუ რელიგიები იქნებიან სათნოების მოდუსში (სატვა-გუნაში), მაშინ შესაძლებელი გახდება სუპერ-ეკუმენურ საფუძველზე ინტერ-რელიგიური ფედერაციის შექმნა და ინკლუზიური მიდგომის დაკანონება რწმენის თავისუფლების გათვალისწინებით, თუ მოხდება შეთანხმება სხვადასხვა კონფესიათა შორის მშვიდობიან თანაარსებობასთან და ჯანსაღ კონკურენციასთან დაკავშირებით. ურთიერთპატივისცემა და სუპერ-ეკუმენიზმი არის იდეალური თეოკრატიის საფუძველი. რელიგია არ უნდა იყოს მოწყვეტილი ხალხისგან, უბრალოდ საჭიროა არჩევნის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლად არჩევის უფლება და მშვიდობა სხვადასხვა რელიგიებს შორის დიპლომატიური შეთანხმების საფუძველზე. საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ უფალმა შექმნა მრავალი რელიგია სხვადასხვა ტიპის ხალხისათვის და უფლისკენ მიდის მრავალი გზა, ხოლო უზენაესი უფალი (იშვარა) ერთია. აუცილებელია პოლიმორფული მონოლატრია და ინკლუზიური პანენთეიზმი.
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
Комментариев нет:
Отправить комментарий