среда, 8 апреля 2020 г.

თავისუფლების პარადოქსი ანუ რატომ არის შეუძლებელი ჭეშმარიტი თავისუფლება


ლიბერალები ხშირად საუბრობენ "უფლებებზე" და "თავისუფლებაზე", მაგრამ მათ უგუნურ ცნობიერებას ერთი რამ არ ესმის, ნამდვილი თავისუფლება შეუძლებელია, ის არც იყო, არც არის და ვერც მომავალში გაჩნდება. რატომ? თავად დაფიქრდით; როდესაც ლიბერალები ყვირიან "უფლებებზე" და "თავისუფლებაზე", აცნობიერებენ კი ისინი იმას, თუ რას მოითხოვენ რეალურად? პრობლემა იმაშია, რომ თავისუფლება ანუ "ლიბერ" ესაა ვი-კარმა ანუ მოქმედება ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ, მოქმედება საკუთარი ეგოისტური ნება-სურვილის მიხედვით. ეგოისტურ ნებას ანუ ეგოცენტრულ სურვილებს ("თავისუფლებას") არ გააჩნია და ვერც ექნება საერთოდ საზღვრები, ამიტომაც არის ეგო დამღუპველი (დესტრუქციული ბუნების). სამყაროში არის მრავალი ადამიანი და ყველას თავისი ეგო აქვს და თითოეული მათგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არღვევდა რომელიმე წესს ან კანონს მაინც. თუ არსებობენ გარკვეული საერთო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კანონები, შექმნილი ადამიანთა მიერ, დაფიქრდით, თუ ადამიანი ბუნებით ეგოისტური არსებაა, ის სხვა ადამიანის შექმნილ წესს დაემორჩილება? არა. არ დაემორჩილება. ამიტომაც დღემდე არსებობს კრიმინალი, მიუხედავად ჩვენი "ცივილიზებულობისა". თუ ადამიანი უფლის კანონებს უარყოფს, უბრალო ადამიანის კანონს ხომ უფრო იოლად გადააბიჯებს? ასეც ხდება გლობალურად, ყოველდღიურად. თავისუფალი ეგო გამორიცხავს ყოველგვარ შეზღუდვას, თუ არის თუნდაც ერთი შეზღუდვა და წესი, მაშინ ეს უკვე აღარაა თავისუფლება. აქედან გამომდინარე ასურების (დემონების) მიერ შექმნილი მატერიალისტური და ლიბერალური იდეოლოგია ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. ვერავინ ვერასოდეს შეთანხმდება იმაზე, თუ რა საზღვრები უნდა ჰქონდეს "თავისუფლებას". ლიბერალებს უყვართ დემაგოგია: "შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი ცხვირი". თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ეს არ არის თავისუფლება. თავისუფლება გამორიცხავს "სხვის ცხვირს" ანუ საზღვრებს, რადგანაც ეფუძნება პიროვნული ეგოიზმის პრინციპს (აჰამკარას). ეგოისტი არასოდეს არ დათმობს საკუთარ ეგოიზმს და ამპარტავნებას და არ აღიარებს სხვის "უფლებებს". ეგოისტს ვერანაირად ვერ აიძულებ რომ სხვებს პატივი სცეს, შესაძლოა თავიდან თავი მოიკატუნოს, მაგრამ საბოლოო ჯამში იქნება მაინც ქაოსი. ლიბერალიზმი ესაა ენთროპია, ნგრევა, კოლაფსი, ქაოსი, უწესრიგობა, უსისტემობა და სიკვდილი. ელინთა ღმერთებმა (ტიტანებმა) ქაოსიდან (უწესრიგობიდან) შექმნეს კოსმოსი (წესრიგი). ახლა ცდილობენ პირიქით გააკეთონ, კოსმოსი აქციონ ქაოსად. ადამიანებს მოუწევთ იმის გაცნობიერება, რომ თვითონ არიან დამნაშავე საკუთარ უბედურებაში. როცა ადამიანი უარყოფს ბუნების კანონებს და უფლის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, მას აღარ უნდა უკვირდეს თუ ვარდება განსაცდელში. ყველაფერი, რაც ექცევა ტამასის (ნგრევის და უმეცრების მოდუსის) გავლენის ქვეშ - ნადგურდება. ლიბერალიზმი იწვევს რა ქაოსს და ენთროპიას, ხელს უწყობს მხოლოდ დეგრადაციას და საზოგადოების ხრწნას. ადამიანები, რომლებიც უარყოფენ სულიერ რეალობას და თვლიან, რომ ფიზიკური სამყარო სულიერზე რეალურია, საუბრობენ თავიანთ "უფლებებზე", რაც სრული ნონსენსია. დეგრადირებულ მატერიალისტს არ გააჩნია არავითარი "უფლებები", თუ ადამიანი უარყოფს ბუნების წინაშე ვალდებულებებს და ანადგურებს როგორც ეკოსისტემას, ასევე საკუთარ მოდგმას, მას ვერანაირი "უფლებები" ვერ ექნება. თუ არ არის ვალდებულება, არ არის არც უფლება. თუ არის წესრიგი, ვერ იქნება თავისუფლება. თუ არსებობს ჩარჩოები და საზღვრები, წესები, ნიშნავს იმას, რომ არ არის არავითარი თავისუფლება. სიტყვა კოსმოსი თავის თავში გამორიცხავს თავისუფლებას ანუ იმას, რაც ურჩობის და თავხედობის სინონიმია პრაქტიკულად ყველა რელიგიაში. ლიბერალების გამოგონილი "თავისუფლება" არის - პარადოქსი. დაიცავი დჰარმა და დჰარმა დაგიცავს შენ, ხოლო ისინი ვინც ეგოიზმის გამო ფეხებზე იკიდებენ დჰარმას (უნივერსალურ ეთიკას) ხდება განადგურების ნომერ პირველი კანდიდატი და შედეგად თავზე ატყდება ცხოვრებისეული კატასტროფები, რომლებიც საბოლოო ჯამში ეგოიზმით შეპყრობილ პიროვნებას ანადგურებენ. ასეთია უნივერსუმის თვითრეგულაციის მექანიზმი (შეიძლება ითქვას - სამყაროს იმუნური სისტემა). ის ვინც არ იცავს დჰარმას, მოცემულს იშვარას (უფლის) მიერ, არის როგორც კიბოს უჯრედი, არც მეტი და არც ნაკლები, იმუნური სისტემა კი ასეთ უჯრედებს სპობს.უმეცრებაში მყოფი ეგოისტი და ინდივიდუალისტი, არის ვირუსი ან დაავადებული უჯრედი, სხვა არაფერი და ასეთ არსებებს არავინ არასოდეს პატიობს არაფერს. ღმერთები არასოდეს არაფერს არ ივიწყებენ და მათი რისხვა ყოველთვის კატასტროფულია.

ომ შანტი

Комментариев нет:

Отправить комментарий