пятница, 17 апреля 2020 г.

ახალბაბილონური სამეფო


სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობა ამ პერიოდში ძორითადად ისეთივე დარჩა, როგორც კასიტურ ხანაში. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე დამკვიდრდა ქალდეური ტომი, რომელიც ცდილობდა ბაბილონეთში გაბატონებას. ძვ. წ. 729 წელს ბაბილონეთი ასურეთმა დაიპყრო, ხოლი მისი აჯანყებების შემდეგ მთლიანად დაანგრია ქ. ბაბილონი (ძვ. წ. 689 და ძვ. წ. 648). მხოლოდ VII საუკუნის ბოლოს შეძლო ბაბილონეთმა ასურეთის ბატონობისაგან განთავისუფლება. ასურეთის მეფის ნაცვალი ბაბილონეთში, ქალდეელი ნაბუფალასარი, ქურუმობისა და სავაჭრო-მონათმფლობელურ არისტოკრატიაზე დაყრდნობით, განუდგა ასურეთს და თავი ბაბილონეთის მეფედ გამოაცხადა. ასურეთის წინააღმდეგ იგი მიდიელებს შეუკავშირდა, ასურეთის დაცემის შემდეგ, კიაქსართან ერთად გაიყო ასურეთის ტერიტორია. ასე შეიქმნა ახალი ბაბილონის სამეფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ნაბოფალასარის მემკვიდრის ნაბუქოდონოსორ II-ია (ძვ. წ. 604 - ძვ. წ. 562) ზეობაში. საშინაო პოლიტიკაში იგი ქურუმობას ეყრდნობოდა. დაპყრობითს ომებს ძირითადად სირიისა და პალესტინის წინააღმდეგ აწარმოებდა. ძვ. წ. 586 წელს ნაბუქოდონოსორ II-მ დაანგრია იერუსალიმი და ბაბილონეთში გადაასახლა 70 ათ. ებრაელი (ე. წ. ბაბილონის ტყვეობა), ძვ. წ. 574 ცამეტწლიანი ალყის შემდეგ აიღო ტვიროსი. წარმატებით ილაშქრა ეგვიპტელების წინააღმდეგ და უზრუნველყო ბაბილონეთის უშიშროება (პალესტინის სამხრეთ საზღვარზე). ამ პერიოდში ბაბილონეთი მიდიასთან ერთად წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. ახალბაბილონურ ეპოქაში ქალაქებმა შეიძინეს სავაჭრო- ხელოსნური ცენტრების მნიშვნელობა, მოიპოვეს მთელი რიგი პრივილეგიები და პოლიტიკური თვითმმართველობა, განსაკუთრებით აღორძინდა ბაბილონი, რომლის სწორ და განიერ ქუჩებს ამშვენებდა ლამაზად ნაგები სახლები და დიდი მოედნები. იგი მთელი წინა აზიის სავაჭრო ცენტრად გადაიქცა (აღსანიშნავია "ეგიბის ძეთა სავაჭრო სახლი" ბაბილონში და "მურაშუს ძეთა სავაჭრო სახლი" ნიფურში). გაჩნდა მონათა ექსპლოატაციის ახალი თავისებური ფორმა - მონების ნაწილს ფართო სააღებმიცემო საქმიანობის უფლებაეძლეოდა. ნაბუქოდონოსორ II-ის სიკვდილის შემდეგ ტახტი მისი უნიათო მემკვიდრეების საცილო გახდა. ქურუმთა ძლიერი ფენის მხარდაჭერით ძვ. წ. 555 გამეფდა ნაბონიდი. ორი წელი მან მოანდომა მღელვარებათა ჩახშობას სირიასა და პალესტინაში, ხოლო როცა გადაწყვიტა სამეფო რეზიდენცია ქვეყნის ჩრდილოეთით, თავის მშობლიურ ქალაქ ხარანში გადაეტანა, უკმაყოფილო ქურუმობამ იგი ფაქტობრივად ჩამოაცილა ტახტს და ბაბილონეთში მისი ძე ბალთაზარი გაამეფა.

მალე არასახარბიელოდ შეიცვალა საგარეო ვითარებაც. თითქმის მთელი წინა აზია დაიპყრო გაძლიერებულმა აქემენიდთა სახელმწიფომ. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონს, კიროს II მიადგა. მას მიემხრნენ ბაბილონელი ვაჭრები, რომლებსაც კიროს II-ის დაპყრობთა შედეგად ხელიდან ეცლებოდა ნაბონიდის უკმაყოფილო ქურუმები. მოღალატეებმა ქალაქის კარი გაუღეს კიროსს, რომელმაც თითქმის უბრძოლველად აიღო იგი, შემდეგ მოკლა ბალთაზარი, დაატყვევა და კარმანიაში გაგზავნანაბონიდი. თუმცა სპარსეთის მეფეები ძვ. წ. 482-მდე თავს ნომინალურად ბაბილონეთის მეფეებად აცხადებდნენ, ფაქტობრივად ქვეყანამ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий