пятница, 10 апреля 2020 г.

კატანა


კატანა — იაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო თავისი სიძვირის გამო. კატანა ითვლება ცივი იარაღის წარმოების ხელოვნების პიკად, ის ადვილად ჭრის ნებისმიერ ევროპულ თუ აზიურ ხმლებს. კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისაგან, რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობას და ამავე დროს სიმტკიცეს. კატანის ტარების უფლება მხოლოდ პრივილეგირებულ პირებს ჰქონდათ (სიოგუნები, სამურაები), სწორედ ამის გამო უბრალო ხალხს არ შეეძლო თავი დაეცვა შეიარაღებული სამურაისაგან (რაც ხშირი იყო). არსებობდა წესი - ახალდამზადებულ კატანას ზოგიერთი სამურაი ცდიდა მათხოვრებზე ან ყანიდან დაბრუნებულ გლეხებზე. შემდგომში წარმოიშვა სხვადასხვა საბრძოლო სკოლები.

Комментариев нет:

Отправить комментарий