მოჰანდას კარამჩანდ განდი (ჰინდი: मोहनदास करमचन्द गांधी; გუჯარათი: મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી; ; სინდჰი: محاتما گاندهي; დ. 2 ოქტომბერი, 1869, პორბანდარი ― გ. 30 იანვარი, 1948, დელი) — ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. ჩვეულებრივად მას მაჰათმა განდის ეძახდნენ. მაჰათმა სანსკრიტში იშიფრება როგორც „დიდსულოვანი“, „პატივსაცემი მოხუცი“. პირველად ასე იგი 1914 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიხსენიეს. ინდოეთში მას ასევე უწოდებდნენ ბაპუ-ს (გუჯარათში იშიფრება როგორც მამა, პაპა.).
1948 წლიდან მან დაიწყო მოღვაწეობა, როგორც ერის სულიერმა წინამძოღლმა. სწორედ რაბინდრანათ თაგორმა უწოდა მას მაჰათმა.
განდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იგი იყო არამოძალადე აქტივისტი, რომელმაც უხელმძღვანელა მრავალ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.
ბრიტანეთის მიერ კოლონიზირებულ ინდოეთში მრავალი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი ცხოვრობდა. მათ შორის მრავალი ფიქრობდა, რომ ქვეყნებს უნდა დაერღვიათ ასეთი კავშირი და ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მაგრამ ამისგან განსხვავებით მეორენი ფიქრობდნენ, რომ ინდუისტებს და მუსლიმებს ერთად უნდა ეცხოვრათ. განდი იყო ინდუისტი, მაგრამ მას მოსწონდა სხვა რელიგიებიც, ისლამი, იუდაიზმი, ქრისტიანობა. იგი ფიქრობდა რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა ერთნაირი უფლებები, რათა მათ იცხოვრონ ერთად მშვიდობიანად.
1938 წელს, განდიმ უარი თქვა კონგრესში დაკავებულ თანამდებობაზე. იგი ამბობდა, რომ კონგრესში მუშაობის გამო იგი ვერ შეძლებდა გაეერთიანებინა ერთმანეთისგან დაყოფილი სოციალური ფენები და რელიგიები.
30 იანვარს, 1948 წელს, ინდუისტმა ექსტრემისტმა, ნათურამ გოდსემ მოკლა მაჰათმა განდი. მან ესროლა განდის რადგან ის ფიქრობდა რომ განდი იყო ზედმეტად შემწყნარებელი მუსლიმების მიმართ. გოდსე ჩამოხრჩობით დასაჯეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий