ეგზისტენციალიზმი — ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ეგზისტენციალიზმი სათავეს იღებს მე-19 საუკუნის გვიანდელი პერიოდისა და მე-20 საუკუნის ფილოსოფოსთა ნაშრომებიდან. მიუხედავად ძირეული დოგმატური განსხვავებებისა , ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობები იზიარებენ საერთო შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფილოსოფიური აზროვნების საწყისი ადამიანიდან მომდინარეობს. ადამიანი, როგორც სუბიექტი ინდივიდუალური აზროვნების, ქმედების, გრძნობისა და არსებობის, ეგზისტენციალური ფილოსოფიის ღერძს წარმოადგენს. ეგზისტენციალიზმში ინდივიდის საწყისი წერტილი უკავშირდება „ეგზისტენციალურ მდგომარეობას”, როდესაც ადამიანი კარგავს ორიენტირების უნარს სამყაროში, სადაც ყველაფერი უაზრო და აბსურდულია.
აბსურდის ცნების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სამყაროში არ არსებობს არანირი წინასწარგანსაზღვრული საზრისი, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ ჩვენს ცხოვრებას აზრი. საზრისს მოკლებული არსებობა მოისაზრებს ასევე ამორალურობას და უსამართლობას. აბსურდიზმის ცნება უპირისპირდება ფართოდ გავრცელებულ გამონათქვამს „კარგ ადამიანებს ცუდი რამ არ ემართებათ“. სამყაროში, მეტაფორული თვალსაზრისით, არ შეიძლება არსებობდნენ კარგი ან ცუდი ადამიანები. რაც ხდება, ხდება და ის შეიძლება დაემართოს როგორც „კარგ“, ასევე „ცუდ“ ადამიანსაც.
სამყაროს აბსურდულობის გაცნობიერება განადგურების სურვილს ბადებს პიროვნებაში. როგორც კამიუ აცხადებს „სიზიფეს მითში“: „მხოლოდ ერთი სერიოზული ფილოსოფიური პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი“. თვითმკვლელობის თემატიკა ერთ-ერთ ძირითად ბირთვს წარმოადგენს ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებაშიც: „თუკი ადამიანისთვის უკვდავების რწმენა ასე აუცილებელია, და თუკი უიმისოდ, მან თავი უნდა მოიკლას, მაშინ ეს რწმენა კაცობრიობის ნორმალური მდგომარეობაა. ხოლო, რამდენადაც ეს ასეა, იმდენად სულის უკვდავება უეჭველად უნდა არსებობდეს”. სამყაროს აბსურდულობასთან შეჯახებისას, მავნებლური შედეგებისგან თავის ასაცილებლად ფილოსოფოსები სხვადასხვა გზებს სთავაზობენ ადამიანებს. კირკეგორის რელიგიური „საფეხურიდან“ დაწყებული კამიუს უდრეკი შეუპოვრობით დამთავრებული, ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები ცდილობენ, დაეხმარონ ადამიანებს ცხოვრებისეული საზრისის პოვნაში. როგორც კამიუ წერს „სარჩული და პირში”, „შეიძლება საკუთარი უბედობის ნაღველგარეული შეცნობაა ბედნიერების თავი და თავი". სრულ აბსურდულ ყოფაშიც კი ადამიანმა საკუთარ ცხოვრებას თავად უნდა შეუქმნას ცხოვრების აზრი და ღირებულება. ეგზისტენციალიზმი არ ცდილობს აბსურდულობის გააზრებით ყველაფერი უაზრობად და აბსურდად დაანახოს ადამიანებს, რასაც კვიეტიზმი მოისაზრებს, არამედ ეგზისტენციალიზმი უპირისპირდება მას. ის ცდილობს საზრისის პოვნას სამყაროში, სადაც ყოველივე აბსურდულია. თუმცა გზა საზრისის პოვნისკენ გადის მხოლოდ ინდივიდზე. პიროვნებამ არა საზოგადოების, რელიგიის, გარკვეული ინსტიტუტების თუ ავტორიტეტების გავლენით, არამედ საკუთარი თავისუფალი ნებით უნდა შეიქმნას ღირებულებები. როგორც ამბობენ, თვითმკვლელობის შესაძლებლობა ყველა ადამიანს ეგზისტენციალისტად აქცევს.
„ეგზისტენციალურ შიშს“ ხანდახან მღელვარებას, შფოთვას და ტანჯვასაც უწოდებენ. ამ ტერმინს ბევრი ეგზისტენციალისტი მოაზროვნე იზიარებს. მიიჩნევა, რომ ეს არის უსიამოვნო გრძნობა, რომელიც ადამიანს ეუფლება თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის წინაშე. ამ გრძნობის ამსახველ არქეტიპულ მაგალითს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დგას კლდის პირას და მას ეშინია არა მარტო იმისი რომ ჩავარდეს, არამედ იმისიც რომ საკუთარი ნებით გადახტეს კლდიდან. ამ დროს ადამიანი გრძნობს, რომ მას „არაფერი იჭერს”. პიროვნება დაბნეულობაშია, მან არ იცის გადახეტს თუ ადგილზე გაჩერდეს და ის აცნობიერებს საკუთარ თავისუფლებას.
პირველად ტერმინი „შიში” გამოიყენა სიორენ კირკეგორმა თავის ნაშრომში „შიშის ცნება“. თუკი ცხოველები ინსტინქტით მოქმედებენ, ადამიანები საკუთარ თავისუფალ ნებას გამოხატავენ, რაც შიშს იწვევს. კირკეგორის შიშის ცნება გაიზიარეს სხვა ფილოსოფოსებმაც, ფრიდრიხ ნიცშემ, სარტრმა, ჰაიდეგერმა. თითოეულმა მათგანმა შიშის იდეა საკუთარი ინტერპრეტაციის მიხედვით ინდივიდუალურად განავრცო. კირკეგორი შიშს უკავშირებდა პიროვნული რელიგიური მრწამსის წინაშე მდგომი ადამიანის მორალურ თავისუფლებას, რომელიც მან აბრაამის მაგალითზე განიხილა. სარტრი თავის წიგნში „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია” კირკეგორის „ბრაამის შიშს” ეგზისტენციალური კრიზისის დასახასიათებლად იყენებს: „შიში მაინც არის, მაშინაც კი, როცა მას მალავენ. ეს ის შიშია, რომელსაც კირკეგორი უწოდებდა აბრაამის შიშს. თქვენ იცით ეს ისტორია. ანგელოზმა უბრძანა აბრაამს მსხვერპლად შეეწირა თავისი ვაჟიშვილი. კარგია, თუ ის ნამდვილად იყო ანგელოზი, რომელიც მოვიდა და თქვა: შენ აბრაამი ხარ და შენ მსხვერპლად შესწირავ შენს ვაჟიშვილს. მაგრამ ყველას აქვს უფლება იკითხოს: ნამდვილად არის ის ანგელოზი და ნამდვილად ვარ მე აბრაამი? სად არის ამის დადასტურება”. გვიანდელი ეგზისტენციალისტები შიშს უკავშირებდნენ პიროვნულ პრინციპებს, კულტურულ ნორმებს და ეგზისტენციალურ სასოწარკვეთას.
სასოწარკვეთილება ეგზისტენციალიზმში ნიშნავს იმედის დაკარგვას. ადამიანს უიმედობა ეუფლება მაშინ, როდესაც თავის ძირითად მახასიათებლებს კარგავს. მაგალითად, როდესაც მომღერალი კარგავს სიმღერის შესაძლებლობას, ის შეიძლება სასოწარკვეთაში ჩავარდეს, თუკი არ გააჩნია რაიმე სხვა იდენტობა, რათა მას დაეყრდნოს და გამოხატოს თავისი თავი. ის გრძნობს რომ უძლურია საკუთარი ყოფნის განსაზღვრაში.
ეგზისტენციალურ სასოწარკვეთის ცნებას საზოგადოდ განსაზღვრული უიმედო ყოფისგან განასხვავებს ის, რომ ეგზისტენციალური სასოწარკვეთილების დროს, ადამიანს არ აქვს აშკარად, ცხადად გამოხატული დეპრესიული მდგომარეობა. იმდენად რამდენადაც ადამიანის იდენტურობა დამოკიდებულია მახასიათებლებზე, რომელიც შეიძლება დაინგრეს, ის მუდმივ სასოწარკვეთაშია და სარტრისეული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, სასოწარკვეთილება ადამიანის უნივერსალური მდგომარეობაა.
გაუცხოება არის ფილოსოფიური ტერმინი, რომელითაც ფილოსოფოსები პიროვნების საზოგადოებასთან შეუთავსებლობას გამოხატავენ - როდესაც ინდივიდი ხედავს, რომ საზოგადოება მორალურად დაცემულია ან გრძნობს უძლურებას მყარი სოციალური ინსტიტუტების წინაშე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არაპიროვნული, არაადამიანური ბუნება თრგუნავს. კირკეგორი ამ ტერმინს საკუთარი ინდივიდუალური ხედვით განმარტავს. ის მიიჩნევს, რომ ღირებულებები გაუფასურებულია, არ არსებობს რაიმე ავტორიტეტი, რომელსაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს. ნაცვლად იმისა, რომ მიჰყვეს ვიღაცის ძლიერ ხმას ან აღიაროს რომელიმე წმინდა წიგნი ავტორიტეტად, თვითგაცნობიერებულმა ინდივიდმა თვალი უნდა გაუსწოროს ეგზისტენციალურ გაურკვევლობას, „ბევრი ადამიანი დასკვნებს ცხოვრების შესახებ სწავლით აკეთებს, და არა ფიქრით. ისინი თავს იტყუებენ იმით, რომ შეუძლიათ პასუხები წიგნებიდან მიიღონ და თავად არ აზროვნებენ".
მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალიზმი და ნიჰილიზმი სხვადასხვა ფილოსოფიური მიმართულებებია, მათ ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ორ ფილოსოფიას აერთიანებენ, არის ის, რომ ფრიდრიხ ნიცშე ორივე ფილოსოფიურ მიმდინარეობის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. ეგზისტენციალიზმის უმთავრესი მახასიათებელია სამყაროს აბსურდულობის გააზრება. ეგზისტენციალური ნიჰილიზმი ადამიანს განიხილავს მარტო მყოფ იზოლირებულ არსებად, რომელიც ამქვეყნად საკუთარი სურვილის გარეშე იბადება და არ იცი თუ რატომ არსებობს. ის იძულებულია თავად შექმნას საკუთარი არებობის საზრისი.
კირკეგორი დაუპირისპირდა ჰეგელის აბსტრაქციონისტურ ხედვას და მიუხედავად მისი შემწყნარებლური დამოკიდებულებისა (განსხვავებით ნიცშესგან) ქრისტიანობის მიმართ, გამოთქვა შეხედულება, რომ რელიგიის ობიექტური ჭეშმარიტებების არსებობა არათუ შეუძლებელია, არამედ დაფუძნებულია ლოგიკურ პარადოქსებზე. თუმცა, კირკეგორი პიროვნულ მრწამსს დიდ მნიშვნელობას სძენდა და მიიჩნევდა, რომ ის ინდივიდისთვის არსებობის ყველაზე მაღალი საფეხური იყო, რომელიც მოიცავდა ესთეტიურ და ეთიკურ ღირებულებებსაც. კირკეგორი ფიქრობდა, რომ ადამიანებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა ეცხოვრათ. ნიცშე და კირკეგორი სხვადასხვა ინტელექტუალური მიმდინარეობების წინამორბედნი იყვნენ, მათ შორის პოსტმოდერნიზმისა და უამრავი ფსიქოლოგიური სკოლის.
ბოლო პერიოდში ჰაიდეგერთან აღნიშნავენ რელიგიურ ტენდენციებს, მის მოძღვრებას სეკულარიზებულ თეოლოგიად მიიჩნევენ. ჰაიდეგერის ფილოსოფია უჩვეულო ტერმინოლოგიის გამო დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხშირად თვით ეგზისტენციალისტებიც ვერ უგებენ ერთმანეთს (მაგ., ჰაიდეგერი და ჟ.პ. სარტრი). ჰაიდეგერის მოძღვრება ხასიათდება ანტისციენტიზმით, ირაციონალიზმით, სუბიექტივიზმით, ლოგიკურის მიმართ ემოციურის პრიმატით.
რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა — ფილოსოფიური დოქტრინა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმის ან რელიგიური სწავლების ნაცვლად. მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ. იდეოლოგიითა და მოწოდებით რაციონალიზმი გარკვეულწილად ჰუმანიზმისა და ათეიზმის მსგავსია.
რელიგიური დისკუსიის ფარგლებს გარეთ, რაციონალიზმის დისციპლინა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო ვრცლად, მაგ. პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებში. ამ შემთხვევებში რაციონალური პერსპექტივის განმსაზღვრელი თვისებაა ემოციის, ტრადიციისა და გავრცელებულ რწმენათა უარყოფა.
კომენტარი: აქედან დასკვნა; ეგზისტენციალიზმი არის დემონიზმი, შექმნილი ასურების მიერ, ადამიანური რასის აქტიური დეგრადაციის შედეგად. "ეგზისტენციალური ფილოსოფია" არის დეგრადაციის, ეგოიზმის, მატერიალიზმის, უმეცრების, ათეიზმის და უგუნურების გაძლიერების რეზულტატი. ეგზისტენციალიზმი წარმოადგენს ერეტიკულ (დემონურ) დივერსიას პრაქტიკულად ყველა ტრადიციული რელიგიის ორთოდოქსიის პოზიციიდან და ნიშნავს ღმერთისგან ადამიანის განდგომას (აპოსტასიას). ეგზისტენციალიზმი არის აპოსტასიური დივერსიული სატანური "ფილოსოფია". ანტიკური სამყაროს დანგრევის შემდეგ ადამიანებმა გაწყვიტეს კავშირი კოსმოსთან, დაკარგეს ჰარმონია და მიიღეს შედეგად - "ეგზისტენციალიზმი" (ასურა-დჰარმა და ა-დჰარმა). ადამიანები მოექცნენ ტამასის (უმეცრების მოდუსის) უშუალო გავლენის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა რელიგია, თანამედროვე ეპოქას განიხილავს როგორც დემონური ძალების ბატონობის ხანას, "ბოლო ჟამს". ადამიანი კარგავს არა ორიენტირების უნარს, არამედ კავშირს ღვთაებრივთან, ღვთიურ კოსმოსთან (რასაც დევანაგარიზე ეწოდება - "იოგა"). ადამიანის ცხოვრება ხდება აბსურდი ღვთიურთან კავშირის გაწყვეტის შედეგად, როცა დეგრადაციის რეზულტატში ადამიანური გონება ხდება ტამო-გუნას ტყვე. თვითმკვლელობა არის შეშლილობა, შეშლილობა არის - ტამო-გუნა. როცა ადამიანი კარგავს ღვთიურ კოსმოსთან კავშირს სულიერს, მას ემართება ფსიქიური დაავადებები და ნევროზი. შფოთვა და ტანჯვა არის - ტამასი. ნათქვამია კიდეც ქრისტიანულ ტექსტებში, რომ ჯოჯოხეთი (ტანჯვა) ესაა უფლის გარეშე ცხოვრება. შიში (ბჰაია) არის აფექტი, ტამასის გავლენის შედეგი. სასოწარკვეთა არის სულიერი კავშირის დაკარგვის შედეგი. ვისაც აქვს ბრაჰმა-ვიდია (ღვთიური ცოდნა), იმას სასოწარკვეთა არასოდეს არ ემართება. საზოგადოება მორალურად ეცემა ღვთაებრივთან კავშირის გაწყვეტის შედეგად (კალი-იუგაში ანუ რკინის საუკუნეში, როცა ხდება ადამიანის დემონიზება). საკუთარი შეხედულების და სურვილის მიხედვით ცხოვრება არის - ვი-კარმა (მოქმედება ბუნების, კოსმოსის კანონების საწინააღმდეგოდ). ვი-კარმა არის ეგოიზმი, ეგოიზმს მივყავართ დეგრადაციისკენ და ტანჯვისკენ. ვი-კარმას საპირისპიროა - ბჰაქტი (უფლის ერთგული სიყვარული). ირაციონალიზმი ესაა - ტამასი, ისევე როგორც "რაციონალიზმი". ადამიანი უნდა უსმენდეს ატმანს (სულს) და არა მერყევ და არასტაბილურ, სუბიექტურ და ეგოისტურ გონებას (მანასს). ტრადიციების და რწმენის უარყოფა არის დემონიზმი (ტამო-გუნა). ანტი-ტრადიციონალიზმი ესაა ასურა-დჰარმა (დემონიზმი). ბუნების კანონების მიხედვით მოქმედებას ეწოდება - კარმა, მატერიალური სამყაროს მიღმა გასვლას - ა-კარმა. ეგზისტენციალიზმი ესაა მანუმაია (მენტალური სპეკულაციების დონე). უსულო ინტელექტი არის დემონიზმი. სწორედ ასეთი "ინტელექტი" აქვთ დემონებს (ასურებს და ნაგებს, რომლებიც ბატონობენ მსოფლიოზე). სულიერი ცოდნის ფლობა ესაა - ვიგიანამაია, ხოლო ვინც გადის მატერიალური სამყაროდან, ის აღწევს ანანდამაიას დონეს. დღეისათვის კაცობრიობის უდიდესი ნაწილი იმყოფება მანუმაიას (სპეკულაციონიზმის) ან ანუმაიას (პრიმიტიული მატერიალიზმის) დონეზე. მთელი მათი "ფილოსოფია" იყო და არის მხოლოდ ინტელექტუალური მასტურბაცია. სხვა არაფერი. რა მიზანი ჰქონდათ ამ "ფილოსოფოსებს"? ეს უცნობია. შესაძლოა მართლაც მიზნად ჰქონდათ დასახული კაცობრიობის გადაგვარება. ისიც შესაძლებელია, რომ უბრალოდ თავადაც არ იცოდნენ რა სურდათ და როგორც ბრმები სიბნელეში ისე იყვნენ (და არიან). სულიერი სიბრმავე ფილოსოფოსის გულში შობს იმ მენტალურ სპეკულაციებს, რომლებმაც წამოყვეს თავი მეოცე საუკუნეში, როგორც სოკოებმა ან ყვავილებმა. ამგვარი სულიერი სიბრმავე და "მოდერნიზმი" გავრცელდა როგორც ინფექცია, ვირუსი. მათი "მოდერნიზმი" და "პოსტ-მოდერნიზმი" არის - დევიაცია. ეს იყო ჩვენი ცივილიზაციის კატასტროფა და ტოტალური შეშლილობის ეპოქის, აპოსტასიური "ხელოვნების" და "მეცნიერების" დასაბამი. თანამედროვე მსოფლიო "კულტურა" არის ღვთისგან განდგომილთა მიერ შექმნილი აპოსტასიური ერესი და სხვა არაფერი, ეს არაა "პროგრესი", ესაა სრული რეგრესი ("პროგრესი" - ტექნოლოგიური და რეგრესი - სულიერი). ხდება ადამიანური სულის დაყვანა პრიმიტიული მომხმარებლის და პირუტყვის "ცნობიერების" დონეზე. ხდება გაცხოველება და უფალთან კავშირის სრული ანულირება. ხდება სისასტიკის და უგულობის აგიტაცია.
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
Комментариев нет:
Отправить комментарий