ინდური მისტიკური სიტყვა "აუმ" იშიფრება ასე: 1) "ა" ესაა "აკარა" –
სამყაროს შემოქმედი იშვარა ბრაჰმა + სარასვატი დევი (ბრაჰმას ენერგია), 2)
"უ" ესაა "უკარა" – სამყაროს დამცველი იშვარა ვიშნუ + ლაკშმი დევი (ვიშნუს
ენერგია), ხოლო 3) "მ" ესაა "მაკარა" – სამყაროს დამანგრეველი იშვარა შიბა
მაჰეშვარა + მაჰაკალი დევი (შივას ენერგია). მათი ერთობლიობა ესაა სარგუნა
ბრაჰმანი – დატატრეია ავადჰუტა. მათი უპიროვნო ერთობლიობა ესაა ნირგუნა
ბრაჰმანი + ნირგუნა შაკტი. ნირგუნადან ვლინდება სამი გუნა (რაჯასი, სატვა
და ტამასი) და სამი მამრობითი ღვთაება და სამი ქალღმერთი "ა-უ-მ"
(ბრაჰმა-ვიშნუ-შივა + სარასვატი-ლაკშმი-კალი) ანუ აკარა –
ბრაჰმა-სარასვატი, უკარა – ვიშნუ-ლაკშმი და მაკარა – შივა-კალი. პირველი
დიადა ქმნის, მეორე იცავს და მესამე ანგრევს და ასე უსასრულოდ და
უსაწყისოდ. და ეს ყველაფერი არის ჯივატმანში, რადგანაც ჯივატმანი =
პარამატმანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий