ინდური
ეზოთერული ტრადიცია ამბობს რომ არსებობს სულიერი განვითარების შვიდი ეტაპი
ანუ შვიდი "აჩარა", რომელიც შეესაბამება შვიდ ჩაკრას მულადჰარადან
საჰასრარამდე. ეს ეტაპებია: ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა, შაივაჩარა,
დაკშინაჩარა, ვამაჩარა, სიდჰანტაჩარა და კალი-კაულაჩარა. კალი-კულა ესაა
შაკტი-ადვაიტა ანუ არადუალისტური ცნობიერების უზენაესი მდგომარეობა.
კალი-კულას დონეზე ადამიანი ფხიზლდება და იხსენებს რომ ღმერთია. ადამიანი
იძებს სიდჰებს ანუ სულიერ ძალებს და მისი ცნობიერება რადიკალურად
განსხვავდება უბრალო ადამიანის ცნობიერებისგან. კულა ანუ კაულა ესაა
დივია-ბჰავა ანუ ღვთაებრივი არსი, ვამაჩარა და სიდჰანტა ესაა ვირა-ბჰავა
ანუ გმირული არსი, ხოლო დანარჩენი ოთხი ეტაპი უფრო დაბლა, ესენია
პაშუ-ბჰავა ანუ უბრალო ადამიანის არსი, ქმნილების არსი, როცა ადამიანის
ცნობიერება დუალისტურია ან ნაწილობრივ არადუალისტური. დაკშინაჩარას დონეზე
ჩნდება უკვე ადვაიტა ვედანტა და ვაჯრაიანა. მონოთეისტური ეგზოთერული
რელიგიები ესაა ვაიშნავაჩარას დონე. პოლითეიზმი ესაა ვედაჩარას დონე.
შაივაჩარას დონეზე უკვე ჩნდება ცოდნა და შეცნობა. ვედაჩარაზე დაბლა არის
უპა-დჰარმა – სანახევრო რელიგიურობა, ჩალა-დჰარმა – სეზონური რელიგიურობა,
ასურა-დჰარმა – დემონური ეგოცენტრული ანთროპოცენტრიზმი და ადჰარმა – სრული
ანტითეიზმი და ყოველგვარი მისტიკის სრული უარყოფა.
რაც
შეეხება ადჰარმას ანუ ათეიზმს, ის გაჩნდა მხოლოდ ქრისტიანული ეგზოთერიზმის
წყალობით. ათეიზმი ანუ ადჰარმა "განმანათლებლობის ეპოქაში" ანუ მე-17-ე
საუკუნიდან მე-18-ე საუკუნის ბოლომდე იყო მრავალსაუკუნოვანი ეგზოთერული
უმეცრების და სასტიკი ინკვიზიციის რეზულტატი და ლოგიკური შედეგი. ათეიზმი
სხვა არაფერია თუ არა პროტესტი. უბრალოდ ბნელი შუასაუკუნეები და რეპრესიები
ხალხს ყელში ამოუვიდა და მათ აირჩიეს მისტიკის სრული უარყოფა. რაც შეეხება
ყოვეგვარი მისტიკის უარყოფას, ათეიზტი აზროვნებს ასე: "რასაც ვერ ვხედავ
და მიკროსკოპით ვერ ვამოწმებ ის არ არსებობს" და ასევე "თუ ასეთი
განვითარებულნი იყვნენ სულიერად ინდოელები და ჩინელები, როგორღა დაიპყრეს
ისინი უვიცმა ევროპელებმა?" აქ არის ერთი მომენტი; ჯერ ერთი ეზოთერუი
ლეგენდების მიხედვით შორეულ წარსულში როცა ღმერთებმა შექმნეს კოსმოსი და
ადამიანები, ისინი დედამიწაზე ცხოვრობდნენ ადამიანთა შორის და სამოთხე იყო
"აქ და ახლა". ბოროტება არ არსებობდა და ღმერთები ყოველდღიურად ხედავდნენ
სულიერ არსებებს ანუ ღმერთებს. მაგრამ შემდეგ დადგა რკინის საუკუნე,
ადამიანი გაბოროტდა და აუჯანყდა ღმერთებს, შემდეგ მოხდა კოსმიური
კატასტროფა და ადამიანური რასა პრიმიტიულ დონეზე გადავარდა, ცოდნის უდიდესი
ნაწილი დაიკარგა. ღმერთები წავიდნენ დედამიწიდან და მიატოვეს ადამიანები.
გაჩნდნენ ბოროტი სულები ანუ "ასურები" იგივე "არქონტები", რომლებიც
მოვიდნენ და დაიპყრეს დედამიწა. ასურებმა მიიღეს ადამიანური სახეები და
ფარულად დაიმორჩილეს ადამიანთა საზოგადოება. ამჟამად დგას რკინის საუკუნე
ანუ კალი-იუგა, როცა ადამიანები და ღმერთები ერთად აღარ არიან, ხოლო
ასურები ატყუებენ ადამიანებს და უმალავენ სიმართლეს. ეგვიპტურ მითოლოგიაში
მაგალითად არის მითი იმაზე თუ როგორ დატოვეს უფალმა რამ და სხვა ღმერთებმა
დედამიწა "მფრინავი ძროხით" და წავიდნენ შორეულ კოსმოსში, სადღაც ზეცაში.
ეზოთერიკა ამბობს, რომ არსებობს უნივერსალური ჭეშმარიტი ცოდნა და ადამიანმა
უნდა მიიღოს ის, ხოლო ათეიზმი ყოველივე ამას უარყოფს და ამბობს, რომ ა)
მისტიკა ილუზიაა და ბ) მეცნიერებაა ის რაც სწავლობს იმას რაც რეალურად
არსებობს ანუ ფიზიკურ რეალობას, ჭეშმარიტებაა მხოლოდ ფიზიკურად
დადასტურებული ფაქტი და არა მისტიკური მედიტაციური ტექნიკები. ათეიზმის
მიხედვით უნივერსალური ცოდნა არ არსებობს, აზრი არის კითხვების უსასრულოდ
დასმაში. ადამიანი ვერასოდეს მივა "ჭეშმარიტებამდე". ადამიანმა მუდმივად
უნდა სვას კითხვები და შეისწავოს ფიზიკური რეალობა და უარყოს სულიერი.
Комментариев нет:
Отправить комментарий