воскресенье, 25 марта 2018 г.

ეზოთერიკა და შიზოთერიკა (სადაა სიმართლე?)

გამოდის ახლა ერთი შიზოთერიკი დეგენერატი ჯაჯანიძეს შოუში და ბოდავს "ყველაფერი ქალდეური ანუ შუმერული კაბალადან წარმოიშვა და საერთოდაც შუმერები იყვნენ ქართველები!!"... ახლა ავხსნი რატომაა ეს ტიპი შიზოთერიკი და არა ეზოთერიკი. ცნობილია რომ ინდური ტრადიცია ყველაზე ძლიერია და ძველია ეზოთერულ ტრადიციებს შორის, თვითონ ინდური ტრადიციაც, ასევე ტიბეტურიც და მათზე დაფუძნებული ბლავატსკაიასეული თეოსოფიაც ამტკიცებენ შემდეგს; რომ შუმერიდან არ წამოვიდა ყველა და ყველაფერი. 12 000 წლის წინ არსებობდა ატლანტიდა და ასევე მუ, ჰიპერბორეა იგივე შვეტა-დვიპა, კუმარი კანდამი იგივე ლემურია და შამბალა და აგარტჰა. შემდეგ მოხდა კატასტროფა და ეს ზეცივილიზაციები თითქმის განადგურდნენ. ღმერთებმა დატოვეს ადამიანები. ადამიანთა რასა გადავარდა ქვის ხანაში. რატომ? იმიტომ რომ განადგურდა ცივილიზაციის ტექნოლოგიების და ცოდნის 99%. ატლანტიდის დაღუპვის შემდეგ შემორჩა ცივილიზაციის და ტექნოლოგიების ნაშთები აქა-იქ. სწორედ ამას ეწოდება "ცივილიზაციის კერები". ათეისტი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არსებობდა ცივილიზაციის რამოდენიმე კერა მსოფლიოში: შუმერი, ინდი, ხუანხეს რაიონში ჩინური, ეგვიპტური, კრეტა-მინოსური, მაიას და აცტეკების, ინკების, ლათინების და ეტრუსკების, ტიბეტის და კიდევ რამდენიმე კერა. ათეისტებს ეშლებათ ის რომ მათ არ იციან ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს "კერები" სინამდვილეში იყო ატლანტიდური და ა.შ. სუპერცივილიზაციების კულტურის და ტექნოლოგიების ნაშთები. კატასტროფის შემდეგ ცივილიზაციის ნაწილი გადარჩა და შემორჩა შუმერული ცენტრის, ინდის ცენტრის და სხვა მსგავსი მინი-ცენტრების სახით. ეს ყველაფერი იყო ატლანტიდური, ჰიპერბორეულის და ა.შ. ნარჩენები. არაფერი არ მოდის ქართულიდან, შეეშვით მესიანისტურ ანტიმეცნიერულ ბოდვას, იგივეს ვეტყვი რუსებს, რომლებიც იგივეს ბოდავენ, რუსებსაც ვურჩევ შეეშვან ანტიმეცნიერულ მესიანისტურ ბოდვას. რუსები ბოდავენ რომ ისინი არიან სამყაროს ცენტრი და მსოფლიო ცივილიზციის ალფა და ომეგა, ქართველი შიზოთერიკებიც იგივეს ამტკიცებენ. ვინაა მართალი? პასუხი: ორივე ერთნაირი იდიოტია. საუბედუროდ მათ ბევრი ფანი ჰყავთ. ეგ კი არა მე მშობელი დედაც კი მეჩხუბება და არ მიჯერებს როცა ელემენტარულს ვუხსნი... მეუბნება: "ეგენი ჭეშმარიტებას ამბობენ და შენ გაჩუმდი, ეგრე ნუ ლაპარაკობო"... ვერაფრით ავუხსენი ელემენტარული. ატლანტიდის ზეობის დროს დედამიწაზე სუფევდა კაულა-ტანტრა ანუ კულა-დჰარმა, თუმცა იმ დროისათვის სერიოზულად იყო დასუსტებული. თეოსოფები ამტკიცებენ რომ ატლანტიდაზე იყო ომი მარჯვენა ხელდასმის ტანტრისტებსა და მარცხენა ხელდასმის ტანტრისტებს შორის, მაგრამ ის ავიწყდებათ რომ მარცხენა ხელდასმა ესაა "ვირა-ბჰავა" და "დივია-ბჰავა" ანუ სამი უზენაესი ტანტრა – ვამაჩარა, სიდჰანტაჩარა და კულაჩარა (კაულა-დჰარმა). რაც შეეხება "მარჯვენა ხელდასმას" ესაა უკვე უმდაბლესი დონე ანუ "პაშუ-ბჰავა", კერძოდ კი პაშუს ყველაზე მაღალი მეოთხე ეტაპი – დაკშინაჩარა. რითი განსხვავდება დაკშინაჩარა ვამაჩარასგან? რითი და ის უარყოფს სექსუალურ ლიბერტინიზმს, ანომიზმს და სისხლთან დაკავშირებულ რიტუალებს, უარყოფს რიტუალურ სექსს (მაიტჰუნას) და უარყოფს კალის კულტს. კატასტროფის შემდეგ დედამიწის უდიდესი ნაწილი გადავარჩა ვედაჩარას დონეზე, მათ შორის შუმერიც, და მხოლოდ ინდოეთში დარჩა ვაიშნავაჩარა, შაივაჩარა, დაკშინაჩარა, ვამაჩარა, სიდჰანტაჩარა და კულაჩარა. მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ დვაპარა-იუგას ბოლოს დაივიწყა ვედაჩარას გარდა ყველა სხვა სულიერი სწავლება, განსაკუთრებით კი კულაჩარა. ამიტომაცაა რომ ვამბობ "ყველაფერი დაიწყო ინდოეთიდან". დედამიწის ცენტრში ანუ მიწისქვეშა სამეფოში დღემდე არსებობენ ცივილიზაციები, რომლებსაც აქვთ ვირა-ბჰავა და დივია-ბჰავა და შესაბამისად უფრო მაღლა დგანან ვიდრე ჩვენ. შორეული კოსმოსის და მაღალი განზომილებების პლანეტებზეც სულიერი განვითარების უფრო მაღალი დონეა, რადგან იქ კალი-იუგა არასოდეს არ დგება, ჭიდილი კალი-იუგასა და სატია-იუგას შორის არის მხოლოდ ბჰარატა-ვარშაზე ანუ დედამიწის ზედაპირზე. ამჟამად დედამიწის მოსახლეობის 65% ჩარჩენილია ვაიშნავაჩარას დონეზე და ისევ, მხოლოდ ინდოეთში და ნაწილობრივ ნეპალსა და ტიბეტშია ვედაჩარაზე და ვაიშნავაჩარაზე უფრო მაღალი დონის ეზოთერული ფილოსოფიური სისტემები. მსოფლიოს ტერიტორიების 65% საერთოდ არ იცნობს არათუ ვამაჩარას, სიდჰანტას და კაულა ტანტრას, არამედ შაივაჩარას დონის სწავლებასაც კი. აი სწორედ ამაზე მაქვს საუბარი. ბევრი ამას ვერ ხვდება. ვერც შიზოთეისტები და ვერც შიზოათეისტები და შიზოთერიკები ამას ვერ ხვდებიან. მხოლოდ ინდოეთმა შეძლო ვირა-ბჰავას და დივია-ბჰავას სულიერი განდობის შემონახვა!! ყველა სხვა ხალხმა ვირა და დივია დაკარგა!! ის კულტურა რაც იბერებს და რუსებს ჰქონდათ ქრისტიანობამდე იყო ვ ე დ ა ჩ ა რ ა! თუმცა რას ვლაპარაკობ ამდენს? ტანტრა ვინც არ იცის და ვინც ინდოლოგიაში ვერ ერკვევა იმისთვის ეს ყველაფერი გაუგებარი აბსურდია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს კალი-კულა ტანტრას დაბრუნება. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ შაკტი-ადვაიტა-ტანტრა. ძველი რუსული და იბერიული კულტურები კი შაკტი-ადვაიტა არ იყო. უაზრობაა იმ ძველის აღდგენა. ეგ უკან დახევა იქნება.













Комментариев нет:

Отправить комментарий