ინდოეთში ყველაზე საშინელია კასტების სისტემა, რაც დისკრიმინაციის და
ჩაგვრის ნათელი გამოვლინებაა. ტანტრისტები უარყოფენ კასტურ წყობილებას.
განსაკუთრებით ნეგატიურად უყურებენ კასტების იდეას კალი-კულას სკოლის
მიმდევრები. ტანტრისტებში მრავლად არიან დაბალი კასტების წარმომადგენლები
და უკასტო არა არიელები. ბუდა შაკიამუნი თავიდანვე უარყოფდა კასტებს და
ამიტომაც ბუდიზმის სამივე განშტოებაში; ჰინაიანაშიც, მაჰაიანაშიც და
ტანტრისტულ ვაჯრაიანაშიც უარყოფილია კასტების სისტემა. ბუდა ამტკიცებდა რომ
კეთილშობილი არის არა ის ვინც დიდგვაროვანის ოჯახში დაიბადა, არამედ ის
ვინც ფლობს ნათელ გონებას და კეთილ გულს. შანკარაც ამ აზრის იყო
ნაწილობრივ. ადვაიტა ვედანტა, ტანტრა და ბუდიზმი კასტების უარყოფის
წყალობით ფართოდ გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში. ზოგიერთი ტანტრისტები
კასტურ სისტემას განსხვავებულად განმარტავენ და ამბობენ რომ ბრაჰმანი არაა
ის ვინც დაიბადა ბრაჰმანის ოჯახში, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც
ფლობს ნათელ გონებას და კეთილ გულს. ბრაჰმანი შეიძლება იყოს ნებისმიერი
ადამიანი რომელიც შინაგანი სულიერებით არის ბრაჰმანი და არა მაინცდამაინც
ბრაჰმანის გვარში შობილი ადამიანი. შუდრა არის არა ის ვინც იშვა შუდრას
ოჯახში, არამედ ის ვინც ფლობს შუდრას ბუნებას. ადამიანი შუდრას კასტიდან,
რომელმაც მიაღწია შაკტი-ადვაიტას ანუ კალი-კულას ცნობიერებას შეიძლება უფრო
მაღლა იდგეს ვიდრე ორთოდოქსი ბრაჰმანი, რომელმაც ვერ შეიცნო რუდრა და
კალი. კალი-კაულას ადეპტი რა წარმოშობისაც არ უნდა იყოს უფრო მაღლა დგას
ვიდრე ვედისტი ან ვაიშნავი ბრაჰმანი. "ბრაჰმანი", "შუდრა" და ა.შ. ესენია
შინაგანი სულიერი მდგომარეობა და არა წარმომავლობა სისხლისმიერი. შუდრას
ოჯახშიც კი შეიძლება იშვას კალი-კულას ან შრი-კულას ცნობიერების ადამიანი.
თუმცა ზოგიერთი ტანტრისტული სკოლა კეთილგანწყობილი ბრაჰმანიზმის მიმართ
აღიარებს კასტებს. საქმე იმაშია რომ ინდუსებმა არასწორად გაიგეს რიგვედაში,
პურუშა-სუკტაში და მანუ დჰარმა შასტრაში არსებული მეტაფორა და
დამახინჯებული განმარტება მეტაფორისა. იქ წერია რომ კასტები ანუ ვარნები
წარმოიშვნენ პურუშას ან ბრაჰმას სხეულის ნაწილებისგან. საერთოდ აზიელებს
ახასიათებთ რასიზმი. პურუშა ანუ პურუშოტატმა იგივე ბრაჰმანი ესაა მსოფლიო
სული, ხოლო მისი "სხეულის ნაწილებიდან" ვარნების გაჩენა ნიშნავს იმას, რომ
ყველა ცოცხალი არსება არის მსოფლიო სულის ემანაცია, ფიზიკური კოსმოსი არის
პურუშას სხეული, ხოლო არსებები წარმოადგენენ ამ სხეულის და მსოფლიო სულის
ფრაგმენტებს. თითოეული არსება ანუ ჯივა ესაა პურუშას იგივე ბრაჰმანის
მინი-ენერგია. რაც შეეხება "არიელებს" ისინი მოვიდნენ ჩრდილოეთიდან
დაახლოებით 5000 წლის წინ როცა დაიწყო კალი-იუგა და დაიპყრეს ჰინდოსტანის
ნახევარკუნძული. მათ დაიმორჩილეს ადგილობრივი მოსახლეობა და აქციეს ისინი
მონებად. იგულისხმებიან დრავიდები და სხვა ტომები, რომლებიც იყვნენ
ატლანტების და ლემურიელების შთამომავლები. ეს მოსაზრება არის ოფიციალური
მეცნიერების და თეოსოფიის იდეების სინთეზი. ვარნები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ
4000 წლის წინ და დღესაც არა-არიელ მოსახლეობას ზიზღით უყურებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий