დღეს საბოლოოდ "დავრწმუნდი" იმაში, რომ ვარ "არანორმალური" და "უვარგისი
დაუნი". რატომ? იმიტომ რომ დაინტერესებული ვარ ფილოსოფიით და ასტროფიზიკით,
"არ ვაკეთებ ფულს" და ვარ "არაპრაქტიკული". ასევე იმიტომაც რომ ბავშვობაში
ეპილეფსია მაქვს გადატანილი და 15 წლამდე მქონდა ექსტრასენსული უნარები.
კიდევ იმიტომ რომ ანიმე მიყვარს. სერიოზულად ვამბობ. ალბათ ბევრი სხვა
მიზეზიც იქნება... საიდან ესეთი ინფორმაცია? ნუ ყოველ შემთხვევაში ასე
თვლის მდედრობითი სქესის ერთი ნახევრად რუსი მერკანტილური და ამპარტავანი
ქაჯი, რომელიც უდიდეს სიამოვნებად მიიჩნევს დედაჩემის დასანახად და ისეც
გემრიელად მლანძღოს და კარგად მასხრად ამიგდოს. მიზეზები ზემოთა მაქვს
ჩამოთვლილი. ჰო, სხვათაშორის ნახევრად ქართველია და სულ აგინებს თავის
ქართულ გენებს, აქებს და ადიდებს რუსეთს, დუმას და ლილიპუტინს. იძახის რომ
გარშემო ყველა აფერისტი და ლუზერია და თვითონაა ერთი გენიალური ფულის
მკეთებელი. სხვათაშორის ფულზეა დაციკლული და ამის იქეთ ვაფშე ა რ ა ფ ე რ ი
არ აინტერესებს ცხოვრებაში, ნუ ცხადია მუსიკის გამოკლებით და ეგეც ბოლო
დროს მიივიწყა. ერთხელ პოლიციაშიც კი იყო დაბარებული რაღაც აფერასთან
დაკავშირებით. რო კითხო მე ვარ არანორმალური დაუნი და თვითონ ქალღმერთია.
ყველას აკრიტიკებს ვინც მას არ ჰგავს 100%-ით. თან ისეთი ვირეშმაკია, მე და
დედაჩემს თუ უთანხმოება გვაქვს და ეგ შეესწრო, ისე აკეთებს რომ ეს
უთანხმოება გააღვივოს, უძვრება დედაჩემს ტრაკში და მე კიდევ ათსართულიან
ლანძღვა-გინება-დაცინვას მაჯახებს. რატომ? მიზეზები უკვე დავწერე. ე.ი.
რაკი უფულო და შშმ პირი ვარ იაპონური ანიმეთი, ინდური ფილოსოფიით და
ასტროფიზიკით დაინტერესებული... ისე კი ვერ გავარკვიე ეს სამი რამ რატომ
სძულს ასე... ჰო, თან სულ იმას იძახის და იმაზე ოცნებობს რომ მილიონერს
გაყვეს ცოლად, თუნდაც მოხუცს რადგანაც ცხოვრებაში ფულია მთავარი. ამ
"გენიალურ' დედაკაცს თან ლამის ყოველდღე ვხედავ მეზობლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий