კაბალა
ესაა ებრაული ეზოთერული სულიერი მეცნიერება. კაბალა ეფუძნება ბიბლიას,
"სეფერ იეცირას", "ზოარს" და სხვა კაბალისტურ ტექსტებს.
კაბალაში ითვლება რომ არსებობს ორი უზენაესი აბსოლუტი:
1. ეინ სოფი – უსასრულო არაფერი და 2. შეჰინა – თავდაპირველი სინათლე, განათება
არსებობს
ასევე "ციმცუმის" ცნება, ესაა ღვთაებრივი სინათლით და სივრცით
მანიპულირება ელოჰიმის მიერ. ციმცუმის შემდეგ დაიწყო ღვთაებრივი ემანაცია,
ელოჰიმმა აავსო ჭუჭრლები ღვთაებრივი ნათლით, მაგრამ პროცესი დაირღვა და
ჭურჭლები დატყდა, სინათლის უდიდესი ნაწილი დაბრუნდა ელოჰიმთან, ხოლო ნაწილი
დარჩა დატეხილ ჭურჭლებში.
ადამ-კადმონი
ესაა პირველდაწყებითი ადამიანი რომელიც აერთიანებს 5 უმაღლეს სამყაროს
"ციმცუმ ალეფის" ანუ "პირველი შემცირების" შემდეგ.
ადამ-რიშონი
ესაა პირველი ადამიანი, კოლექტიური ფორმა ქმნილებისა, ქმნილებათა კრებითი
სახე და ადამიანის პირველსახე და არქეტიპი მატერიალურ სამყაროში.
ადამ-რიშონის სულის 600 000 ნაწილისგან წარმოიშვნენ ცოცხალი არსებები.
შევირატ ჰა კელიმ – ესაა კოსმიური კატასტროფა, რომელიც მსოფლიოს გაჩენამდე მოხდა.
გმარ
ტიკუნი ესაა ქმნილებათა საბოლოო შესწორება როცა ქმნილებები გასწორდებიან,
მიაღწევენ გასხივოსნებას და დაუბრუნდებიან აბსოლუტს. ესაა სამყაროების
შესწორება.
არსებობს სინათლე ანუ "ორ" და მეტაფიზიკური ჭურჭელი ანუ "კლი".
არსებობს 6 სინათლე:
1. ორ იაშარ – პირდაპირი სინათლე
2. ორ ჰოზერ – არეკლილი სინათლე
3. ორ მაკიფ – გარეგანი სინათლე
4. ორ პნიმი – შინაგანი სინათლე
5. ორ ელიონ – უზენაესი სინათლე
6. ორ ეინ სოფ – უსასრულობის სინათლე
ადამიანის ცნობიერებასა და უსასრულობის სამყაროს შორის ძევს 5 სამყარო. უსასრულობის სამყაროს ეწოდება "ოლამ ეინ სოფ".
ეს სამყაროებია:
1. ოლამ ადამ კადმონ და ორ იეჰიდა
2. ოლამ აცილუტ და ორ ჰაია
3. ოლამ ბრიია და ორ ნეშამა
4. ოლამ იეცირა და ორ რუაჰ
5. ოლამ ასია და ორ ნეფეშ
ოლამ
აცილუტსა და ოლამ იეცირას შორის არსებობს ზღვარი, რომელსაც ეწოდება
"პარსა". იეცირას ზედა სამყაროებს ეწოდებათ "გაცემის" სამყაროები, ხოლო
დაბალ სამყაროებს "მიღების" სამყაროები.
არსებობს 10 სეფიროტი. ესაა უფლის 10 ემანაცია. უზენაესი სინათლის 10 დაფარვა. უფლის 10 თვისება.
1.
კეტერ – გვირგვინი 2. ჰოკმა – სიბრძნე 3. ბინაჰ – გაგება 4. ჰეზედ –
მოწყალება 5. გებურაჰ – ძალა 6. თიფერეთ – სილამაზე 7. ნეცაჰ – გამარჯვება
8. ჰოდ – დიდება 9. იესოდ – ფორმა და 10. მალქუთ – მეფობა ან სამეფო.
ჰოკმას და ბინაჰის შეერთდებით იბადება "დაათი" ანუ ცოდნა.
არსებობს
"პარცუფიმი" ანუ "სახე". პირველი ტიპის პარცუფიმებია: 1. აბა – მამა, 2.
იმა – დედა და 3. ნუკვა – ქალი. მეორე ტიპის ესაა "ზეირ-ანპინ".
"ატიკ იომინ" ანუ "ძველი დღეები" ესაა სეფიროტი კეტერის უმაღლესი გამოვლინება.
"არიჰ ანპინ" ანუ "დიადი სახე" – კეტერის დაბალი დონე. ესაა სხვა სეფიროტების გამოვლინება ამ დონეზე.
"აბა" ანუ "მამა" – სეფიროტი ჰოკმა. სიბრძნე.
"იმა' ანუ "დედა" – სეფიროტი ბინაჰი. გაგება.
"ზეირ ანპინი" ანუ "მცირე სახე" – დანარჩენი 6 სეფიროტი.
"ნუკვა" ანუ "ქალი" – სეფიროტი მალქუთი ანუ მეფობა ან სამეფო.
სული
შედგება 613 სურვილისგან და აქვს 5 სახელი ანუ 5 დონე რომლების
დახმარებითაც უზენაესი ძალები აძლევენ დაბალ არსებებს ეინ სოფის სინათლეს.
არის 613 მცნება დაკავშირებული 613 სურვილთან.
კაბალა ეყრდნობა თორას. თორა შედგება უფლის სახელებისგან და ისაა თავად უფლის სახელი. ასე ამბობს კაბალისტი მოშე ბენ ნაჰმანი.
ადამ რიშონმა დაწერა წიგნი "რაზიელ მალაჰ" სადაც მოცემულია კაბალისტური ცოდნა. ადამ რიშონი ცხოვრობდა დაახლოებით 6000 წლის წინ.
"მაჰსომი" ესაა ზღვარი სულიერ და ფიზიკურ სამყაროებს შორის.
"ადამ დე იეცირა" ესაა ოლამ იეცირას პირველადამიანი.
"ადამ დე ასია" ესაა ოლამ ასიას პირველი ადამიანი.
"ბაალეი ჰა იედია" კაბალაში ესენია ცოდნის მფლობელი მისტიკოსები.
"გილგული" ესაა რეინკარნაცია. იგივე "ჰაეტაკა"."
"გოლემი" ესაა კაბალისტური მაგიის დახმარებით შექმნილი ხელოვნური ადამიანი.
"გან ედენ შელ მაალა" ესაა ზეციური სამოთხე.
არსებობს
ასევე 10 კლიფოტი ანუ დემონთა 10 სამყარო. ესენია: 1. ნაჰემა 2. გამალიელ
3. სამაელ 4. ა-არაბ-ზარაკ 5. ტაგირიონ 6. გოლაჰაბ 7. გა-აგშებლა 8.
სატარიელ 9. ჰაგიელ და 10. ტაუმიელ. კლიფოტი ესაა სეფიროტის ინვერსია.
თოთოეულ კლიფოტს მართავს კონკრეტული დემონი.
სატანა
და მოლოქი მართავენ ტაუმიელს. ჰაგიელს მართავს ბელზებელი. სატარიელს
მართავს ლუციფერი. გა-აგშებლა ესაა ასტაროტის სავანე. გოლაჰაბს მართავს
ასმოდეუსი. ტაგირიონს მართავს ბელფეგორი. ა-არაბ-ზარაკს მართავს ბაალი.
სამაელს მართავს ადრამელექი. გამალიელს მართავს ლილიტი. ნაჰემას მართავენ
ლილიტი და ნაჰემა.
სეფიროტი
ესაა სინათლე, ხოლო კლიფოტი ესაა სიბნელე. სეფიროტი ესაა შემოქმედება,
ხოლო კლიფოტი დანგრევა. სეფიროტი ესაა სიცოცხლის ხე, ხოლო კლიფოტი ესაა
შემეცნების ხე.
არსებობს ასევე ქაოსის სამყარო ანუ ოლამ ჰა-ტოჰუ.
"იბურ' ესაა სულიერი ჩანასახი.
ეინ სოფიდან გამოვიდა ელოჰიმი რომელმაც წარმოშვა 10 სეფიროტი, პარცუფიმები, სამყაროები, არსებები და ა.შ.
საბოლოო მიზანი ესაა ეინ სოფში დაბრუნება.
უმაღლესი სეფიროტების მიღმა იმყოფება ტრანსცენდენტური რეალობის 3 დონე ანუ სუბსტანცია:
1.
ეინი – რაღაც რიცხვითი მნიშვნელობით 0, 2. ეინ სოფი – უსასრულობა რიცხვითი
მნიშვნელობით 00 და ბოლოს 3. ეინ სოფ აორ – უსასრულო სინათლე. რიცხვითი მნიშვნელობით 000.
ამ
სამი ზესულიერი არსის საპირისპირო საწყისებია კლიფოტის ქვემოთ მყოფი სამი
ბნელი არსი: 1. ტოჰუ – უფორმობა და ქაოსი რიცხვითი მნიშვნელობით 0, 2. ბოჰუ
– სიცარიელე იგივე თავდაპირველი სივრცე, რიცხვითი მნიშვნელობით 00 და ბოლოს 3. ჰასეკ – ბნელეთი,
რიცხვითი მნიშვნელობით 000. სამი უზენაესი საწყისი შეესაბამება ინდურ
ბრაჰმანს ანუ აბსოლუტს. ვინც ერწყმის ეინ სოფ აორს უკან აღარ ბრუნდება ან
თუ ბრუნდება მას მიიჩნევენ წმინდანად. რაც შეეხება ბნელეთის ადეპტს , ის
ერწყმის ჰასეკს.
Комментариев нет:
Отправить комментарий