ინდუისტურ
რელიგიაში და ასევე ტანტრაში არის დიდი ცოდნა ლგბტ-ს შესახებ. თუმცა ის
რომ ინდუიზმში არის ცოდნა გენდერის და სექსუალობის შესახებ სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ ყველა ინდუსი და ყველა ტანტრისტი კეთილად არის
განწყობილი ლგბტ-ს მიმართ. არიან ინდუსები, რომლებიც პოზიტიურად არიან
განწყობილნი ლგბტ ადამიანების მიმართ და არიან ისეთებიც რომლებიც ლგბტ-ს
აცხადებენ ცოდვილებად და ამბობენ რომ ლგბტ ეწინააღმდეგება "მარადიულ
ჭეშმარიტებას" და ხელს უშლის გასხივოსნებას, ასევეა ტანტრას სხვადასხვა
ჯგუფებშიც. ზოგიერთები ამტკიცებენ რომ ახალი ეპოქის დადგომასთან ერთად ამ
"ცოდვილებს" ღმერთები მოსპობენ. არსებობენ ლგბტ პოზიტიური ინდუისტური და
ტანტრისტული ჯგუფებიც. უნდა გაიგოთ ის, რომ ინდუიზმში და ტანტრაში არსებობს
ათეულობით სკოლა, რომლებიც მუდმივად ებრძვიან ერთმანეთს და გააჩნიათ
თავიანთი ტრადიციები.
ინდუიზმში არსებობს ე.წ. მესამე სქესის ცნება და შეესაბამება ლგბტ-ს. ვედურ სწავლებაში არსებობს ლგბტ-ს 55 გენდერი.
კამა-შასტრებში ნათქვამია რომ არსებობენ 2 ტიპის ლგბტ-ები სქესის მიხედვით:
1) კლიბა – გეები (ჰომოსექსუალი კაცები)
2) სვაირინი – ლესბოსელები (ჰომოსექსუალი ქალები)
3) მამაკაცური ლესბოსელი
4) ქალური ლესბოსელი
5) კაცური გეი
6) ქალური ქცევის გეი
7) შანდჰა – ქალი რომელიც გახდა კაცი ან თვლის რომ კაცია
8) შანდჰი – კაცი რომელიც გახდა ქალი ან თვლის რომ ქალია
9) ნაპუმსა – ინტერსექსუალი ანუ ჰერმაფროდიტი
10) კამი – ბისექსუალი ქალი ან კაცი
შანდჰა და შანდჰი განსხვავებით კლიბასგან და სვაირინისგან არ იზიარებენ ჰომოსექსუალურ ლტოლვას.
Комментариев нет:
Отправить комментарий