ლგბტ-ს
შესახებ მრავალი დეზინფორმაციული მითია გავრცელებული. ლგბტ-ს ებრძვიან არა
მხოლოდ რელიგიური ფუნდამენტალისტები, არამედ ზოგიერთი ათეისტებიც და
ფსევდო-ეზოთერიკებიც. ორთოდოქსული ქრისტიანობა გნოსტიკოსებს
ჰომოსექსუალობაში დებდა და ბრალს, რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა, იმიტომ
რომ გნოსტიკური ლიბერალიზმი უფრო ადრე არსებული რომაულ-ბერძნული დიონისური
მისტიკური ლიბერალიზმიდან მომდინარეობდა. თუმცა ელინებშიც იყვნენ ლგბტ-ს
მტრები. არაბულ კულტურაში მუჰამედამდე ჰომოსექსუალობა ფართოდ იყო
გავრცელებული და რაღაც დოზით ახლაც არსებობს. თვით "ტრადიციულ"
ქრისტიანობაშიც კი იყვნენ ლგბტ-ები. მეცნიერულად ეს დასტურდება. რაც
შეეხება სატანისტებს, სატანისტებში მართლაც ბევრია ჰომოსექსუალი და
სხვადასხვა სატანისტურ სკოლებში ლგბტ არ ითვლება ანომალიად, მაგრამ იქაც
არიან ჰომოფობები. ირანში და ინდოეთში ჰომოსექსუალობის იდეა ნამდვილ
პარადოქსულ სიმაღლეებს აღწევს. ირანელები თავიანთ ღმერთებს უწოდებენ
ასურებს და ინდურ სურებს ანუ დევებს ბრალს დებენ ჰომოსექსუალობაში, ისევე
როგორც ინდოელ ტანტრისტებს. ირანელები ინდურ ღმერთებს უწოდებენ გარყვნილ
დემონებს. თავის მხრივ კი ინდუისტები ირანელებს და მათ ასურებს დებენ ბრალს
ჰომოსექსუალობაში და ასურებს მიიჩნევენ ბოროტ დემონებად. თეოსოფებმა
დაამტკიცეს რომ ასურა და დევა ერთი და იგივეა, რადგანაც თავდაპირველად როცა
ირანელები და ინდოელები ჯერ კიდევ ერთი ერი იყვნენ და ერთი რელიგია
ჰქონდათ, მათ ღმერთებს ერქვათ ასურასები ანუ სიცოცხლის მონიჭებელნი. ინდრას
და სხვა ღმერთებს რიგვედაში ეწოდებათ ასურები! ინდუისტებმაც და
ირანელებმაც დაამახინჯეს ეზოთერული ტერმინი და შექმნეს ერთმანეთის
საწინააღმდეგო ფსევდო-რელიგიები. ინდუიზმშიც და მაზდეანობაშიც
დამახინჯებულია სიტყვა ასურას მნიშვნელობა. დღეს ასურა ეწოდებათ მხოლოდ
დაიტიებს და დანავებს ანუ რიში კაშიაპას და მისი მეორე და მესამე ცოლების –
დიტის და დანუს შვილებს! მაგრამ შორეულ წარსულში არა მხოლოდ ბილა-სვარგას
ბინადარ დაიტიებს და დანავებს ერქვათ "ასუ–რასა" არამედ ყველა მისტიკურ
არსებას! ეს აღწერილია ე. ბლავატსკაიას საიდუმლო დოქტრინაში.
ფსევდო-ეზოთერიკი ინდუსები ინდივიდუალიზმს და სუბიექტივიზმს უწოდებენ
"ასურა-დჰარმას" და ამბობენ რომ ეს ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ისინი
ამბობენ რომ ლიბერალურ აზროვნებაში არსებული სუბიექტივიზმის და
ინდივიდუალიზმის იდეა ესაა ერესი, რომელიც უპირისპირდება "ღვთაებრივ
ჭეშმარიტებას". ისინი ინდივიდუალისტ ადამიანებს მიიჩნევენ "დემონების"
მსგავს არსებებად. თვითონ ინდუსებიც და ტანტრისტებიც ხშირ შემთხვევაში
აღიარებენ, რომ მათ ღმერთებს ახასიათებთ ბისექსუალიზმი, მაგრამ ამას
უმატებენ აბსურდულ თეორიებს და ზღაპრებს და მერე ამბობენ რომ მანუს
შთამომავლები ანუ ადამიანები არ უნდა იყვნენ ლგბტ. ინდუსები ასურასებს
მიიჩნევენ ჰომოსექსუალებად და ბისექსუალებად და აცხადებენ "ცოდვილებად".
ბოლოს და ბოლოს სადაა ჭეშმარიტება? ერთია ფაქტი: ინდოელებმაც და
ირანელებმაც, აბრაამიტებთან ერთად დაამახინჯეს უძველესი ეზოთერული
ტრადიცია, ყველაფერი ერთმანეთში აურიეს და მოახდინეს ლგბტ-ს
კრიმინალიზაცია, მიუხედავად იმისა რომ ჭეშმარიტი ადვაიტა ტანტრას
კამა-შასტრების მიხედვით ჰომოსექსუალობა არაა ცოდვა. თავდაპირველად ლგბტ არ
ითვლებოდა ანომალიად, ამას თვით ფსევდო-ეზოთერიკებიც და რელიგიური
ფანატიკოსებიც კი აღიარებენ როცა ატლანტებს და ლემურიელებს ბრალს დებენ
ჰომოსექსუალობაში. ზოგიერთის აზრით ატლანტიდა "ღმერთმა" დასაჯა
ჰომოსექსუალობის გამო. თანამედროვე რელიგიებში ღმერთის იდეა, დემონის
კონცეფცია და ჰომოსექსუალობის იდეა საგრძნობლად არის დამახინჯებული.
რელიგიები დეგრადაციის გზას ადგანან. მათ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა
"დაიმონი", "ასურა", "დევა", "ჰეტერა", ჰომოსექსუალი და ა.შ. ადამიანებმა
დაკარგეს მისტიკური ცოდნის 99%. ლგბტ-ს დემონიზება დაკავშირებულია რელიგიურ
დეგრადაციასთან და პრიმიტივიზმთან. ვერავინ ვერ შეძლო ემსჯელა ფაქტებით და
მეცნიერულად აეხსნა თუ რატომ არის ლგბტ "ცოდვა" და "დანაშაული".
ფსევდო-ეზოთერიკებს და რელიგიურ ფანატიკოსებს უბრალოდ არ ესმით რა არის
ადამიანის სექსუალობა, აქედან მოდის ყოველგვარი ჰომოფობია და
დისკრიმინაცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий