ბუდიზმი შედგება
მრავალი მიმდინარეობისგან. ბუდიზმში სამი ძირითადი მიმდინარეობაა: 1)
ჰინაიანა 2) მაჰაიანა და 3) ვაჯრაიანა. ვაჯრაიანა ესაა ტანტრისტული ბუდიზმი
სადაც არის ინდური და ტიბეტური ღვთაებების და დემონების კულტი, შაკტის
კულტი, ბოდჰისატვების კულტი და მიიჩნევა რომ ნირვანას მიღწევა შეიძლება არა
მრავალი ეპოქის შემდეგ არამედ ამ სიცოცხლეშივე, არსებობს აგრეთვე იდეა
იმის შესახებ რომ სანსარა და ნირვანა არის ერთი ცნობიერების ორი
განზომილება. ვაჯრაიანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სექსუალურ ენერგიას.
ითვლება რომ ქალი ესაა პრაჯნია ანუ სიბრძნე და ორგაზმი ესაა ბუდას დიადი
ნეტარების სხეულის სანსარული გამოვლინება. ორგაზმი მიიჩნევა არადუალისტური
ალმასისებრი ცნობიერების მდგომარეობის მიღწევის და ნირვანას ნეტარების
მოპოვების მეთოდად. არის ე.წ. იაბ-იუმის კულტი ანუ როცა ბუდები და
ბოდჰისატვები გამოსახულნი არიან პარტნიორ ქალღმერთებთან ერთად. მაჰაიანას
წიაღში არის ორი მთავარი სკოლა: 1) ვიჯნანავადა – რომელიც ამბობს რომ
არაფერი არ არსებობს გარდა უნივერსალური კინეტიკური ცნობიერებისა
(ალაია-ვიჯნანა) და 2) შუნიავადა – რომელიც ამბობს რომ არსებობს მხოლოდ
სიცარიელე (შუნია). შუნიავადას მიმდევრები ხშირად იმასაც კი ამტკიცებენ რომ
თვით სიცარიელეც კი არ არსებობს როგორც ასეთი. ჰინაიანას ყველაზე ცნობილი
სკოლა იყო სარვასტივადა, რაც იშიფრება ასე "სარვა ასტი" ანუ ეს სკოლა
ამბობდა რომ "ყველაფერი არსებობს". თუ მაჰაიანა უარყოფს ყოფიერების
ელემენტების (დჰარმების) არსებობას, ხოლო ვაჯრაიანა მიიჩნევს რომ ყველაფერი
არის ცნობიერებაში და რომ თითოეულ ადამიანში სუფევს ადიბუდა, რომელიც არის
უმაღლესი რეალობის ღვთაებრივი სუბსტანცია, სარვასტივადა ამტკიცებს რომ
ყველა დჰარმა რეალურია წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც. განსხვავებით
ვაჯრაიანელებისგან, სარვასტივადინები არ აღიარებენ ბოდჰისატვების,
იიდამების, დაკინის და სხვა ზეარსებების მთელ მირიადებს და ლეგიონებს,
ისინი არ ცნობენ ინდუისტურ ტრიმურტის რომელსაც ვაჯრაიანა ხშირად მიიჩნევს
დჰარმაკაის რეალობის ღვთაებებად, არ ცნობს შაკტის, არ ცნობს ადიბუდას, არ
ცნობს მაჰატმანს და ვაჯრასატვას და არ მიიჩნევს რომ ყველაფერი არის
ადიბუდას ემანაცია და რომ ადიბუდა ისევე როგორც დჰიანა ბუდა და დჰიანა
ბოდჰისატვა, განფენილია მთელს სანსარაში, ისევე როგორც ნირვანაში.
ვაჯრაიანასთან შედარებით სარვასტივადა ძალიან მარტივი და უბრალო ჩანს. რაც
ყველაზე მთავარია სარვასტივადა არ ცნობს ბუდას ქალურ ასპექტს,
განსაკუთრებით კი ადიბუდა სამანტაბჰადრის.
Комментариев нет:
Отправить комментарий