ათეისტი "მეცნიერები" ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მათ აქვთ ახალი და უტყუარი
ცოდნა სამყაროს შესახებ დასაბუთებული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული
ფიზიკური მტკიცებულებებით, მაგრამ ეს ტყუილია. ათეისტები უარყოფენ სულიერ
მეცნიერებას და ამბობენ რომ ის რაც ფიზიკურად არ მტკიცდება არის არარეალური
ფანტაზია. ისინი "სწავლობენ" მხოლოდ ფიზიკურს და უარყოფენ მეტაფიზიკურს.
აქ არის სიჯიუტის გარდა დაბალი ცნობიერების მომენტი. მათი ტვინი უბრალოდ
სხვანაირად მუშაობს. ისინი ვერასოდეს გაიაზრებენ თუ რა არის
მეტაფიზიკა. ისინი ასევე ცინიკური ეგოისტები არიან. ისინი ამაყობენ
საკუთარი უმეცრებით. ათეისტური ფიზიკა ამტკიცებს, რომ მან გააკეთა ახალი
აღმოჩენები: ფიზიკური სამყარო შედგება ისეთი ელემენტებისგან, როგორებიცაა
1. მატერია 2. ენერგია 3. დრო და 4. სივრცე. ასევე ამტკიცებს რომ არსებობენ
პარალელური სამყაროები და ალტერნატიული რეალობები. საუბრობს ტექიონებზე და
ჰიპერსივრცეზე. ამბობს რომ არსებობს "ბნელი ენერგია" და "ბნელი მატერია".
ამტკიცებს რომ პირველად აღმოაჩინა რომ მატერია შედგება ატომებისგან და
სუბატომებისგან. ეს ყველაფერი ტყუილია. ძველმა ბერძნებმა, ინდოელებმა და
ტიბეტელებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ. ალტერნატიული რეალობების,
სუბატომების, ენერგიის და ა.შ. შესახებ ცოდნა არის ბუდისტურ მეტაფიზიკაშიც,
ბერძნულ მეტაფიზიკაშიც და ტიბეტურ მითოლოგიაშიც. ინდუსებისთვის,
ბუდისტებისთვის, ჯაინებისთვის, ბონი შამანისტებისთვის და ბერძენი
მეტაფიზიკოსებისთვის ეს "ახალი მეცნიერული ცოდნა" სულაც არ იყო უცნობი და
გაუგებარი. მათ ეს იცოდნენ. ტანტრაც ზუსტად იგივეს ამბობს რასაც ათეისტური
კვანტური ფიზიკა. ის რასაც ბრაიან გრინი, ჰოუკინგი, ჰიუ ევერეტი და სხვები
ამტკიცებენ წლებია, ძალიან კარგად იცოდნენ ბერძნებმაც, ინდოელებმაც და
ტიბეტელებმაც. სხვა ხალხებისთვისაც არ იყო ეს უცხო. ინდურ მეტაფიზიკაში
ფიზიკური მატერია ესაა – აპარა-პრაკრიტი, ფიზიკური ენერგია ესაა –
აპარა-შაკტი, დრო ესაა – კალა, ხოლო სივრცე ესაა – აკაშა. არსებობს 6 სახის
აკაშა: 1. ჩვეულებრივი ფიზიკური აკაშა 2. პარამაკაშა 3. მაჰა-აკაშა 4.
ტატვა-აკაშა, 5. სურია-აკაშა და 6. ალაია-აკაშა ის რასაც კაბალისტურად
ეწოდება "ბოჰუ" ანუ თავდაპირველი სივრცე. დროც არსებობს მრავალი სახის: 1.
ადი-კალა 2. მაჰა-კალა და ა.შ. ასევე უნდა ითქვას რომ მეცნიერულად უკვე
დადასტურდა მეტაფიზიკა, მაგრამ სკეპტიკოსები ჯიუტად უარს ამბობენ მიიღონ
ეს. სიმიონ კირლიანმა და მისმა ცოლმა მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში
დაამტკიცეს ბიოველის არსებობა, იგივე დაამტკიცა რუსმა მეცნიერმა ანატოლი
ოხატრინმა და შექმნა აურა-კამერები. იან სტივენსონმა კარლსონოვსკის
უნივერსიტეტიდან დაამტკიცა რეინკარნაციის არსებობა. რიჩარდ სტრატონმა,
მაიკლ კრემომ, რიჩარდ ტომფსონმა და ერიხ ფონ დანიკენმა დაამტკიცეს რომ
არსებობენ ზეადამიანები და რომ ადამიანთა წინაპრები არიან არა პრიმატები,
არამედ წყალში მცხოვრები გიგანტური ლურჯკანიანი არსებები, რომელთა ნაშთებს
პოულობენ მთელ მსოფლიოში. ამას ამტკიცებდა ჯუზეპე რაგაზონიც. სამწუხაროდ
სკეპტიკოსთა სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს ან შესაძლოა "მეცნიერთა" უდიდესი
ნაწილი შეგნებულად ცრუობს და შეცდომაში შეჰყავს მასები.
ინდურ
ტრადიციაში და ბერძნულ ტრადიციაში მშვენივრად იცოდნენ ატომების და
სუბატომების შესახებ. ინდურ ტრადიციაში ატომს ეწოდება "პარამა-ანუ", ხოლო
სუბატომს – "ანუ". ბერძნულ ტრადიციაში ატომი ნიშნავდა სივრცის ნაწილაკს,
რომელიც შედგებოდა უფრო მცირე ნაწილებისგან – "ამერებისგან". ემპედოკლე,
პითაგორა, ანაქსაგორა და სხვები იყვნენ ის მეტაფიზიკოსები, რომლებიც
ამტკიცებდნენ რომ მატერია იყოფა ზემოთხსენებულ ნაწილაკებად.
Комментариев нет:
Отправить комментарий