четверг, 29 марта 2018 г.

უმეცრება

იცით რა? უკვე ყელში ამომიხვედით ინდური ღმერთების მაგინებლები. განსაკუთრებით მაღიზიანებს როცა მავანი და მავანი უვიცი იწყებს მაჰაკალი დევის ლანძღვას და გინებას ისე რომ არც კი ცდილობს სანამ პირს გააღებს ერთი ტანტრა-შასტრა მაინც წაიკითხოს და ცოტა დაფიქრდეს. უკვე ყელში ამოვიდა ეს განუკითხაობა. კაი მესმის რომ სხვის გვერდზე შესვლა შენი იდეებით ცოტათი უზრდელურია, მაგრამ რა გჭირთ ამ აგრესიულ ანტითეისტებს? რას აგინებთ მაჰაკალის? იცით ვინაა მაჰაკალი? დარწმუნებული ხართ? ტანტრები წაკითხული გაქვთ? ნიგამები და აგამები იცით? რაებს ბოდავთ?? ვინც იცის გაიგებს. შეწყვიტეთ ინდური ღმერთების გინება! არცოდნა ანუ უმეცრება არცოდვა არაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий