четверг, 29 марта 2018 г.

დრავიდების და არიელების შესახებ

თეოსოფიის მიხედვით არიელები ესენია მეხუთე დიდი რასა წარმოშობილი ყვითელკანიანი და წითელკანიანი ატლანტების შემდეგ და დაიყვნენ ხუთ ქვერასად, ესენია: 1. ეგვიპტელები და ინდუსები 2. არიელი სემიტები 3. ირანელი არიელები 4. კელტ-იბერები და 5. გერმანელ-სლავი ტევტონები.
ოფიციალური მეცნიერება კი ამბობს რომ არიელები ესენია ირანისა და ინდოსტანის მიწაზე ჩრდილოეთიდან მოსული ხალხები, რომლებმაც დაჩაგრეს და გაანადგურეს ადგილობრივი დრავიდების მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელიც ძირითადად მდინარე ინდის ხეობაში იყო განთავსებული. დღეისათვის დრავიდები არიან ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით 20% ანუ 200 000 000 ადამიანი, ითვლებიან "მიუკარებელ უკასტოებად" ისევე როგორც ლგბტ თემი და ცხოვრობენ სამხრეთში. მათ ეწოდებათ: ჰარიჯანები, დალიტები, პარიები და ჰიჯრები. არიელთა შემოსევა მეცნიერთა აზრით მოხდა ძვ.წ. 2000 წლისთვის და ძვ.წ. 1500 წლისთვის მათ უკვე ბოლო მოუღეს დრავიდებს და მონებად აქციეს მათი შთამომავლები. ეს სხვათაშორის ემთხვევა კალი-იუგას დასაწყისს ინდუისტური მითოსის მიხედვით.









Комментариев нет:

Отправить комментарий