უვიც ლიბერასტებს არ ესმით რა არის ადამიანი და სამყარო. მათ არ
აინტერესებთ ოკულტური ჭეშმარიტება და ეს გასაგებიცაა, რადგან სიტყვა
"ოკულტუს" ნიშნავს დაფარულს ან სა იდუმლოს, რაც მხოლოდ რჩეულთათვისაა
განკუთვნილი და არა ბრბოსთვის. არსებობს ჭეშმარიტება და არ არსებობს
არავითარი თავისუფლება. ადამიანი იბადება კონკრეტული მისიის შესასრულებლად
და არა იმისთვის რათა რაც მოეპრიანება ის გააკეთოს და რა ავადმყოფური აზრიც
თავის ავადმყოფურ "მატერიალისტურ" თავში გაუჩნდება რეალობაში
განახორციელოს. ყველასთვის არსებობს
კონკრეტული გეგმა და პროგრამა ეზოთერული გაგებით, ან ჩაეტიე პროგრამაში ან
აახვიე. საკითხს სვამენ ასე: "თავისუფლება თუ მონობა?" არადა ეს არასწორია,
უნდა ვიკითხოთ ასე: "ჭეშმარიტება თუ მცდარი მოსაზრება?"... ცხადია უნდა
ავირჩიოთ ეზოთერული ჭეშმარიტება. ადამიანს არ აქვს უფლება აირჩიოს არასწორი
გზა. სწორი გზა რომელია მაგას კი მართლაც სჭირდება დადგენა. აი ესაა
მთავარი. მე თუ მკითხავთ ყველაზე მარტივ პასუხს ამაზე იძლევა ტანტრა.
Комментариев нет:
Отправить комментарий