აბრაამიტები
მუდამ ამბობენ "სამყაროში ბოროტება იმიტომაა რომ ადამი უფალს განუდგა და
სატანამ შესცოდა და გამედიდურდა!" და ეს არის სრული აბსურდი. ინდუისტურ და
ბუდისტურ ფილოსოფიაში ყველაფერი ბევრად უფრო კარგად არის ახსნილი. იქ
არსებობს ისეთი კონცეფციები როგორებიცაა "კარმა", "სანსარა", "ბრაჰმავიდია"
და ა.შ. ბოროტება ესაა სულიერი უმეცრების რეზულტატი, როცა ადამიანი
შორდება დიადი სიცარიელის მარადიული ცნობიერების შემეცნებას, როცა სუსტდება
პარაბრაჰმანის ანანდა და როცა ადამიანის გონებას ეუფლება ავიდია. როცა
ბოროტების სულები – მარები ადამიანს უბიძგებენ ავიდიასკენ, იბადება
ნეგატიური კარმა, რომელსაც მოაქვს ცუდი ნაყოფი და ადამიანი იტანჯება.
ადამიანს შეუძლია აირჩიოს ბრაჰმავიდიის გზა ან ავიდიის და მარების გზა.
გნოსტიკურ ქრისტიანობაში მარებს შეესაბამებათ არქონტები, რომლებმაც
დაიპყრეს დედამიწა და დაადებილეს ადამიანური რასა. მოსეს "უფალი" ესაა
ბოროტი პროტოარქონტი იალდაბაოთი, რომელმაც მოატყუა ადამიანები და თავისი
თავი ჭეშმარიტ "ღმერთად" გამოაცხადა. გნოსტიკურ აპოკრიფებში ნათქვამია, რომ
არქონტებს აქვთ ტყუილის ჭეშმარიტებად გამოცხადების და ჭეშმარიტების
დაკნინების უნარი. არქონტები არაფერს არ ქმნიან, არამედ ამახინჯებენ უკვე
არსებულ რეალობას. არქონტები დომინირებენ მთელი კალი იუგას პერიოდში,
მაგრამ უფალი ნარაიანას ავატარები დროდადრო ჩამოდიან დედამიწაზე და
ეხმარებიან ადამიანებს. სატანა სულაც არ იყო ცოდვილი ანგელოზი, ის აუჯანყდა
ცრუღმერთ იალდაბაოთს. რაც შეეხება ადამს, იალდაბაოთს არ სურდა რომ ადამს
ეგემა ცოდნის ნაყოფი, რადგანაც მისი დახმარებით ადამი შეიცნობდა რომ
იალდაბაოთი არაა კეთილი უფალი. ამიტომაც ეონმა ქრისტემ და ეონმა პრუნიკოსმა
მიიღეს გველის ფორმა და გადასცეს მონურ მდგომარეობაში მყოფ ადამს და ევას
საკრალური ცოდნა (ბრაჰმა ვედა). ამის შემდეგ ბოროტმა არქონტებმა გააგდეს
ადამი და ევა ედემიდან, შემდეგ დაანგრიეს ბაბილონის კოშკი და დაშალეს
ერთიანი კაცობრიობა, შემდეგ დატბორეს დედამიწა და მოკლეს მეამბოხე
ანგელოზები, ნეფელიმები და ადამიანები. არქონტები დღემდე აგრძელებენ
თავიანთ ანტიადამიანურ და ანტიდჰარმულ კამპანიას, მაგრამ საბოლოოდ მაინც
უფალი ნარაიანა იმარჯვებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий