მე მიმაჩნია რომ ეზოთერული თვალსაზრისით თანამედროვე "განათლების" სისტემა,
განსაკუთრებით კი ქართული სისტემა არის სრული აბსურდი და მარაზმი. რატომ?
იმიტომ რომ ეს არაა "განათლების" სისტემა, არამედ ესაა დამახინჯებული
ინფორმაციის და რეპრესიული პურიტანული "მორალის" რეპრესიული რეჟიმი. მე
ორიენტირებული ვარ პადმასამბჰავას, შრი ვასუგუპტას, შანკარა აჩარიას,
არისტიპე კირენელის და ეპიკურეს იდეებზე. მე აქცენტს ვაკეთებ ტანტრას,
ევდემონიზმის და ჰედონიზმის ფილოსოფიურ დოქტრინებზე. თანამედროვე პოსტ-აბრაამულ
ტექნოგენურ საზოგადოებაში ახალგაზრდებს ტვინში უტენიან რეპრესიულ
მორალისტურ იდეებს, როგორებიცაა "სულიერი სისუფთავე", "უმანკოება",
"შეურყვნელობა", "მოთმინება", "აკადემიური კულტურა" და "ხორციელის სიამის
უარყოფა". ეს "საზოგადოება" მცდარია და დამპალია საფუძველშივე. თანამედროვე
"საზოგადოება" ორიენტირებულია ასექსუალ ინვალიდებზე, რომლებიც ხშირ
შემთხვევაში აკადემიკოსებად სხედან "განათლების" სისტემაში და უმრუდებენ
აზროვნებას ახალგაზრდებს ე.წ. "წესიერი ქცევის" ბრიყვული ანტიჰედონური
იდეით. ისინი უპირისპირდებიან ვულგარიზმს, ისინი ახდენენ სექსის
დემონიზებას, ისინი ამტკიცებენ რომ ის რაც მათ აკადემიურ დოგმას
ეწინააღმდეგება არის "არაზუსტი" ინფორმაცია. უნივერსიტეტებში და სკოლებში
სწავლება არაფრად ვარგა. ბევრი უვიცი გიჟად ჩამთვლის, მაგრამ ნებისმიერი
სკოლის და უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა უნდა იყოს დაფუძნებული ტანტრას,
ელინური ჰედონიზმის და ეპიკურესეული ევდემონიზმის იდეებზე. უნდა იყოს
ორგიები და თრობა. უნდა იყოს აქცენტი სიამოვნებაზე. სკოლაც და
უნივერსიტეტიც უნდა იყოს ადგილი სადაც სტუდენტი მიიღებს არა მხოლოდ ცოდნას,
არამედ სექსუალურ სიამოვნებას და შეიძენს სიდჰებს ანუ მაგიურ უნარებს
ანუტარა იოგა ტანტრას პრაქტიცირებით. დიახაც! სკოლებში და უნივერსიტეტებში
უნდა ისწავლებოდეს ანუტარა იოგა ტანტრა! სასწავლებელი არ უნდა იყოს
უსიამოვნო ადგილი, სადაც დილაუთენია ნახევრადმძინარე უნდა მიბობღდე, უსმინო
მოსაწყენ ლექციებს, ინერვიულო ნიშნების გამო, სტრესულ პირობებში აბარო
უამრავი "გამოცდა", სულ რევერანსები უკეთო სახედანაოჭებულ და დამჭკნარ
"წესიერების" ბრიყვულ იდეაზე დაცენტრილ "პროფესორ-აკადემიკოსებს" და ა.შ.
სასწავლებელი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალური სიამოვნება
მიანიჭოს სტუდენტს. ცოდნის მოპოვება გუგლის დახმარებითაც შეიძლება,
სასწავლებელი უნდა იყოს ადგილი სადაც არა მხოლოდ უსულო ათეისტურ ტექსტებს
დაიზეპირებ, არამედ შეიცნობ უფალს და მიიღებ ხორციელ ტკბობას. მთავარია
გართობა. გართობის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი შემეცნება. სკოლაშიც და
უნივერსიტეტშიც უნდა სუფევდეს ევდემონისტური და ჰედონისტური
სექს-ლიბერტინისტური ორგიასტული ატმოსფერო. სტუდენტი კი არ უნდა
იზღუდებოდეს, არამედ უნდა განიცდიდეს ნეტარებას. ყველა სასწავლებელს უნდა
ჰქონდეს უმაღლესი დონის საერთო საცხოვრებელი და მაქსიმალურად
ლიბერტინისტური წესები. სასწავლებელში ცხოვრება უნდა იყოს აგებული ტანტრას
და ჰედონიზმის იდეებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად განათლების სისტემას
ეკარგება ყოველგვარი აზრი.
Комментариев нет:
Отправить комментарий