ინდუისტური
კოსმოლოგიის თანახმად ჩვენ ვცხოვრობთ ბჰურ-ლოკაში (ფიზიკურ სამყაროში),
შემდეგ მოდის ასტრალური სამყარო – ანტარ-ლოკა, მასზე მაღლა მდებარეობს
კარანა-ლოკა ანუ შივა-ლოკა რომლის უმაღლესი განზომილებაა ბრაჰმა-ლოკა.
კარანა-ლოკას მიღმა ძევს ახამკარას ანუ ეგოს განზომილება, ახამკარას შემდეგ
მდებარეობს პრაკრიტი-ლოკა ანუ უზენაესი პრაკრიტის განზომილება
(მაჰატ-ტატვა), სადაც ცოცხალ არსებას ხვდება სამი მოდუსი და ხუთი ელემენტი
ყველაზე სუფთა სულიერი ფორმით. პრაკრიტი-ლოკას მიღმა არსებობს შინაგანი
სივრცის პლანი – ურანტა-ლოკა. ურანტა-ლოკაში ქრება ყოველგვარი ეგოიზმი და
დაყოფა სუბიექტად და ობიექტად, ქრება განცალკევებულობის შეგრძნება. აქ
ჩნდება ადვაიტას ცნობიერება. ესაა სულიერი შერწყმის პლანი. შემდეგ მოდის
ანანდა-ლოკა – სუფთა სულიერი ნეტარების სამყარო. შემდეგ მოდის რუდრა-ლოკა –
რუდრას სამყარო. რუდრამ შექმნა ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, შემოქმედი,
დამცველი და დამანგრეველი, შივა ანგრევს დაძველებულ მატერიას, უმეცრებას,
ბოროტებას და ცრუ ეგოს, რათა ახალმა ბრაჰმამ წარმოშვას ახალი უკეთესი
სამყარო. რუდრა იგივე შივა ესაა კოსმიური სიკეთე. ეს რეალობაც ანანდა-ლოკას
მსგავსად შედგება ნეტარების ენერგიისგან. ესაა დიადი სილამაზის რეალობა.
შემდეგ მოდის სულიერი ზეცა – ვაიკუნთჰა-ლოკა (ვიშნუს სამეფო). ვაიკუნთჰა
ანუ ვიშნუს სამეფო, რუდრა-ლოკა ანუ რუდრას სამეფო და უზენაესი ბრაჰმა-ლოკა
ერთ სიბრტყეზე ერთმანეთის პარალელურად მდებარეობენ. ესაა სამი უზენაესი
დაევას სამი სამეფო. ამ სამეფოების მიღმა ძევს არუპა-ლოკა. არუპა-ლოკას
მიღმა კი იმყოფება ადიბუდა ანუ ნირგუნა შივა და ნირგუნა შაკტი.
Комментариев нет:
Отправить комментарий