вторник, 6 марта 2018 г.

ადამიანის სექსუალობა და სექსუალური გოგონები ფენტეზის ჟანრის კომპიუტერული თამაშებიდან



ადამიანის სექსუალობაცნება, რომელსაც ადამიანები თავიანთი გამოცდილებით უკავშირებენ ეროტიკას და რითიც ისინი გამოხატავენ თავს სექსუალური გზით; ადამიანის სექსუალური ორიენტაცია გავლენას ახდენს სექსუალურ მიზიდულობაზე რომელსაც ის განიცდის სხვა ადამიანის მიმართ. სექსუალობის განცდა და გამოხატვა შესაძლებელია მრავალი გზით: მათ შორის აზრებით, ფანტაზიებით, სურვილებით, რწმენით, ღირებულებებით, ქცევებით, როლებითა და ურთიერთობებით. ამან შესაძლოა გამოხატულება ჰპოვოს ბიოლოგიურ, ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ ასპექტებში.
სექსუალობის ბიოლოგიური და ფიზიკური ასპექტები მჭიდრო კავშირშია ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან, მათ შორის ადამიანის საპასუხო სექსუალურ ციკლსა და ძირითად ბიოლოგიურ ინსტინქტებთან, რომელიც ყველა სახეობაში გვხვდება. სექსუალობის ფიზიკური და ემოციური ასპექტები მოიცავს იმ ინდივიდუალურ კავშირებს, რომლებიც გამოიხატება ღრმა გრძნობებით ან სიყვარულის, ნდობისა და ზრუნვის ფიზიკური მანიფესტაციით. სოციალური ასპექტი ეხება ადამიანის სექსუალობაზე საზოგადოების გავლენას, ხოლო სპირიტუალური კი ადამიანების სულიერ კავშირებს. ორმხრივი კავშირი არსებობს სექსუალობასა და ცხოვრების კულტურულ, პოლიტიკურ,ლეგალურ,ფილოსოფიურ, მორალურ, ეთიკურ და რელიგიურ ასპექტებს შორის. სექსუალური აქტივობა არის ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი რომელიც კავშირშია სურვილებთან,სიამოვნებასა და სხეულის ენერგიასთან. ეს საბოლოოდ სრულდება ეროტიკული სიყვარულით, ინტიმური მეგობრობით, ადამიანური კავშირებითა და გამრავლებით. სექსუალური კავშირებისადმი ინტერესი იზრდება, როდესაც ადამიანი აღწევს სექსუალურ სიმწიფეს. განსხვავებული აზრები არსებობს ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და ქცევის წარმომავლობის შესახებ. ზოგი ამტკიცებს, რომ სექსუალობა განისაზღვრება გენეტიკურად, ზოგს სჯერა რომ მისი ჩამოყალიბება ხდება გარემოს გავლენით, ხოლო სხვების აზრით კი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ორივე ზემოაღნიშნული ფაქტორი მოქმედებს. ამას მივყავართ დებატებამდებუნება აღზრდის წინააღდეგ“. პირველის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის თვისებები უკავშირდება მის ბუნებრივ მემკვიდრეობას, რომელიც ინსტინქტებით გამოიხატება. ხოლო მეორე ნაწილი ემყარება იმ დაშვებას, რომ ადამიანის თვისებები მუდმივად იცვლება მის განვითარებასა და აღზრდასთან ერთად. გენეტიკური კვლევები ეფუძნება იდეას, რომ ადამიანების განსხვავებული ხასიათის ძირითადი მიზეზი ალელების (გენის ერთ-ერთი ალტერნატიული ფორმა) განსხვავებაა. ადამიანის ჰორმონების კვლევებმა აჩვენა, რომმოსახლეობის ათ პროცენტს გააჩნია ქრომოსომული ვარიაცია, რომელიც განსხვავდება XX-მდედრობითი და XY-მამრობითი კატეგორიისაგან“. ადამიანთა დაწყვილების, რეპროდუქციის, რეპროდუქციული სტრატეგიის და სოციალური სწავლების თეორიის ევოლუციური პერპექტივა გვთავაზობს სექსუალობის შესახებ კიდევ ერთ მოსაზრებას. სექსუალობის სოციო-კულტური ასპექტები მოიცავს ისტორიულ განვითარებებსა და რელიგიურ რწმენებს. მაგალითს წარმოადგენს ებრაელების მოსაზრება სექსუალური სიამოვნების განცდაზე ქორწინებაში, ასევე რამდენიმე სხვა რელიგიის უარყოფითი დამოკიდებულება სექსუალური სიამოვნების მიღების მიმართ(სიამოვნებისგან თავშეკავება). ზოგიერთი კულტურა სექსუალური რეპრესიებით ხასიათდებოდა. სექსუალობის შესახებ კვლევები ასევე მოიცავს ადამიანთა იდენტობებს სოციალურ ჯგუფში, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და შობადობის კონტროლის მეთოდებს.


ბიოლოგია და ფიზიოლოგია
ადამიანის სექსუალობის ბიოლოგიური ასპექტები მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის რეპროდუქციასთან და იმ ფიზიკურ საშუალებებთან, რომელთა მეშვეობითაც ეს ხდება (სქესობრივი კავშირი)(sexual intercourse). ისინი ასევე უკავშირდება ბიოლოგიური ფაქტორების და სექსუალობის სხვა ასპექტების გავლენას, როგორებიცაა ორგანული და ნევროლოგიური რეაქციები, მემკვიდრეობა, ჰორმონალური საკითხები, გენდერული საკითხები, სექსუალური დისფუნქცია.
რეპროდუქციის მიზნით ნორმალურია, როდესაც მამრი ასტიმულირებს მდედრს, ვიდრე ის მზად იქნება სექსისთვის. შემდეგ ის შეიყვანს თავის პენისს მის ვაგინაში. მისი წელისა და დუნდულების განმეორებითი ბიძგების შედეგად, რაც იწვევს პენისის ვაგინიდან ნაწილობრივ გამოღებას და კვლავ შეღწევას, მამაკაცი გამოყოფს სპერმას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სპერმის დათესვა და შემდეგ შესაძლოა ორსულობაც.
ამ პერიოდში ბევრი სხვა ბიოლოგიური ცვლილებაც ხდება, რომელთაც ცოტა რამ, ან არაფერი აქვთ საერთო რეპროდუქციასთან და მათი განზოგადება ნებისმიერ სექსუალურ აქტში შეიძლება, არა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის. მაგალითად სხეულის ტემპერატურის გაზრდა, სიამოვნების მომგვრელი ჰორმონების დონის მომატება.


ბავშვთა სექსუალობა
წარსულში ხშირად ვარაუდობდნენ, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ სექსუალობა მოგვიანებით განვითარებამდე. ზიგმუნდ ფროიდი იყო ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც ბავშვთა სექსუალობა სერიოზულად აღიქვა. ვიდრე მის იდეებს, ფსიქოსექსუალური განვითარებისა და ოიდიპუსის კონფლიქტის შესახებ უარყოფდნენ, ან მოძველებულის ეტიკეტს აკრავდნენ, ბავშვთა სექსუალობის შეცნობა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ხდებოდა. ალფრედ კინსიმ (Alfred Kinsey) აგრეთვე გამოსცადა ბავშვთა სექსუალობა თავისკინსის მოხსენებებში” (Kinsey Reports). ბავშვები ბუნებრივად ცნობისმოყვარენი არიან თავიანთი სხეულისა და სექსუალური ფუნქციების მიმართ. მაგალითად, აინტერესებთ საიდან ჩნდებიან ბავშვები, ამჩნევენ ანატომიურ განსხვავებებს ქალებსა და მამაკაცებს შორის, და ბევრი მათგანი მიმართავს გენიტალიურ თამაშს (genital play )(ხშირად შეცდომით აღიქმება მასტურბაციად). საბავშვო სექსუალური თამაში შეიცავს გენიტალიების გამომჟღავნებას, ან კვლევას. ბევრი ბავშვი იღებს მონაწილეობას ზოგიერთ სექსუალურ თამაშში, ძირითადად დედმამიშვილებთან, ან მეგობრებთან.


სექსუალური ქცევა
ადამიანის სექსუალური ქცევა, სტიმულირებული სიამოვნების მიღების სურვილით, შეიცავს პარტნიორის ან პარტნიორების ძიებას, ინდივიდებს შორის ურთიერთქმედებას, ფიზიკურ, ემოციურ ინტიმურობას, და სექსუალურ კონტაქტს, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს წინასექსუალურ თამაშში (foreplay), მასტურბაციაში და საბოლოო ჯამში მიაღწიოს ორგაზმს.
სექსუალური მიზიდულობა
სექსუალური მიზიდულობა მნიშვნელოვანი ასპექტია პიროვნების, როგორც მის სექსუალობაზე დაკვირვებისა და ასევე მასზე დამკვირვებლისაც. ყოველი ადამიანი განსაზღვრავს თვისებებს, რომლებსაც თვლის მიმზიდველად. ეს თვისებები და მათი აღქმის უნარი ყოველ პიროვნებას საკუთარი აქვს. ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას საყურადღებო გავლენა აქვს იმაზე, თუ რა თვისებები მიაჩნია მას მიმზიდველად. თვისებები, რომლებიც ადამიანებს შეიძლება მიაჩნდეთ სექსუალურად მიმზიდველად, შეიძლება დამოკიდებული იყოს ფიზიკურ თვისებებზე, ადამიანის გარეგნობის და მოძრაობების ჩათვლით, მაგრამ ასევე შეიძლება გავლენა ჰქონდეს მის ხმას, ან სუნს, აგრეთვე ინდივიდუალურ უპირატესობებს, რაც სხვადასხვა გენეტიკური, ფსიქოლოგიური და კულტურული ფაქტორების ზემოქმედების შედეგია.








































































Комментариев нет:

Отправить комментарий