пятница, 16 марта 2018 г.

კალის სახელები


ქალღმერთ მაჰაკალის აქვს 1000 სახელი. ეს წერია "შმაშანა-კალიკა-საჰასრანამაში". ჩემთვის ყველაზე საინტერესო სახელებია: 1. კამაკჰია – ვნებიანი 2. გალადრაკტავიბჰუსანა – სისხლის წვეთებით შემკული 3. პრეტაპანი სუმეკჰალა – ის ვინც მიცვალებულთა ხელების სარტყელს ატარებს 4. პრეტასანა – მიცვალებულზე მჯდომარე 5. პრიაპრეტა – გვამების მოყვარული 6. პრეტაბჰუმიკრტალაია – მის მიერ შექმნილ მიცვალებულთა მიწაზე მცხოვრები 7. პინონნატასტანი – სავსე მკერდიანი 8. დიგამბარა – შიშველი 9. ვისანკა – უშიშარი 10. მადანატურა – ის ვინც სიყვარულისგან იწვის 11. პრამატა – მთვრალი 12. პრამადა – შეშლილი 13. ნაგაკანია – ნაგების ასული 14. მოჰარატრი – სიბნელეში შემყვანი 15. რაკშასი – დემონესა 16. სონიტანანდაჯანანი – სისხლიანი ნეტარების დედა 17. ბჰოგავატი – ტკბობით აღვსილი 18. კამეში – სურვილების და ვნებების უფალი 19. დუსტადუსტამატი – ცოდვილი და არა ცოდვილი აზრი 20. რაკტასაია – სისხლში მსუფევი 21. რაკტაბჰოგა – ის ვინც ტკბება სისხლით 22. რაკტაპუჯასადარატი – სისხლიანი პუჯებით მუდამ დაკმაყოფილებული 23. რაკტაპუჯია – სისხლით თაყვანცემული 24. რაკტავატსალა – სისხლის მოყვარული 25. რაკტაპურნა – სისხლით აღვსილი 26. რაკტადეჰა – სისხლისგან შემდგარი სხეულის მქონე 27. რაკტაპუჯაკაპუტრინი – ქალიშვილი იმისა ვინც ეთაყვანება სისხლს 28. რაკტაკჰია – სისხლად წოდებული 29. რაკტინი – სისხლიანი 30. რაკტასამსპრჰა – ის ვისაც სისხლი სწყურია 31. რაკტასუნდარი – სისხლიანი სილამაზე, სისხლის დედოფალი 32. რაკტაბჰიდეჰა – სისხლის გამწმენდი 33. რაკტარჰა – სისხლის ღირსი 34. რაკტავანდაკავანდიტა – სისხლის თაყვანისმცემლებისგან თაყვანცემული 35. მაჰარაკტა – დიადი სისხლი 36. რაკტაბჰავა – თვით სისხლის არსი 37. რაკტავრსივიდჰაიინი – სისხლის დინებების გამომწვევი 38. რაკტასნატა – სისხლით განბანილი 39. რაკტაპრიტა – ის ვისაც უხარია სისხლი 40. რაკტასევიატრირაკტინი – თვით სისხლის თაყვანისმცემლის სისხლი 41. რაკტასადანანდავიდჰაიინი – მარადიული სისხლიანი ნეტარების გამომწვევი 42. რაკტანანდაკარი – სისხლიანი ნეტარების შემოქმედი 43. რაკტარაკტა – სისხლიანი და არა სისხლიანი 44. რაკტასევიაკსინირამა – ის ვისაც უხარია სისხლის თაყვანისცემის უარმყოფელის განადგურება 45. რაკტასევაკასარვასვა – სისხლის თაყვანისმცემლის მთელი კეთილდღეობა 46. რაკტანინდაკანასინი – სისხლის შეურაცმყოფელთა გამანადგურებელი 47. რაკტატმიკა – სისხლის არსი 48. რაკტარუპა – სისხლის ფორმის მქონე 49. რაკტაკარსანაკარრინი – სისხლის მიმზიდავი 50. რაკტოტსაჰა – სისხლს ვინც ესწრაფვის 51. რაკტავიაგრა – სისხლის დამცველი 52. რაკტაპანა პარაიანა – სისხლის მსმელი (სისხლის სმით დაკავებული).
აი ასეთია კალის სახელები. არის კიდევ სხვა სახელები. კალი არის ღმერთების და დემონების დედა. კალი ესაა ვამპირების დედოფალი. კალის ამალა შედგება ვამპირებისგან და სხვა დემონებისგან... 

Комментариев нет:

Отправить комментарий