დედამიწის ზედაპირი ანუ ბჰარატა-ვარშა არის ერთადერთი ადგილი მთელ
სამყაროში სადაც არსებობა ციკლურია და იყოფა დიდ და მცირე ციკლებად. ესაა
ერთადერთი ადგილი სადაც მუდმივად ერთმანეთს ცვლის 4 ეპოქა (კალი-იუგა და
ა.შ.). ბჰარატა-ვარშა ესაა სამყაროების ფიზიკური, ასტრალური და კაუზალური
ძალების გადაკვეთის წერტილი. ესაა საკვანძო წერტილი. ნარაკა-ლოკაში
(ჯოჯოხეთში) მუდმივად ტანჯვა და უბედურებაა. ნარაკაში არავითარი ციკლები
არაა. არც სხვა სამყაროებში არაა ციკლები ანუ ეპოქების ცვლა. დანარჩენ სამყაროებში
მუდმივად სატია-იუგა ან ტრეტა-იუგაა. ნარაკას გარდა მიწისქვეშა სამეფოს
სხვა სექტორებში მუდმივად ტრეტა-იუგაა. საკმაოდ უცნაურია ეს. რატომაა
ყოფიერება ასე მოწყობილი? იფიქრეთ ამაზე. ვედური სწავლების თანახმად
ბჰარატა-ვარშას გარდა სხვა არცერთ პლანეტაზე არაა 4 ეპოქის მუდმივი
მონაცვლეობა. ესაა ერთგვარი "ზაზუნას დღე" ან მოჯადოებული წრე. იქმნება
შთაბეჭდილება, რომ ბჰარატა-ვარშას მოსახლეობა მოჯადოებულია ისევე როგორც
თვითონ ბჰარატას მიწა. ჩვენი ცისქვეშეთი მოჯადოებული მგონია. ბჰარატა-ვარშა
ასე ვთქვათ "დაციკლულია".
Комментариев нет:
Отправить комментарий