უფალ
ვიშნუს გააჩნია მრავალი ასპექტი. მათ შორის ყველაზე მთავარია ოთხი,
ესენია: 1) ვასუდევა (ყველგანმსუფევი ცნობიერება) 2) სანკარშანა (იგივე
ანანტა-შეშა – ტამასის გუნა) 3) პრადიუმნა (იგივე კამადევა) და 4) ანირუდჰა
(დაუძლეველი რაჯასი, ბობოქარი გონება).
ევდემონიზმი
და ჰედონიზმი მოდის ვიშნუს მეორე ასპექტიდან – სანკარშანადან ანუ
ანანტა-შეშასგან. ანანტა-შეშა ადამიანს შთააგონებს ევდემონისტურ და
ჰედონისტურ იდეებს. ანანტას კაპიშონებზე განლაგებულია მატერიალური
სამყაროები. როცა დგება მატერიის განადგურების ჟამი, ანანტა ოდნავ ირხევა,
მისი შუბლიდან გამოდის რუდრა რომელიც შეიცავს 11 რუდრას და არის შივას
განსხეულება. რუდრა ანგრევს ბრაჰმას ძველ ქმნილებას რათა შეიქმნას მის
ადგილას ახალი ბევრად უფრო უკეთესი.
ჩიტაზე
ანუ ცნობიერებაზე პასუხს აგებს ვასუდევა. მანასზე – ანირუდდჰა, აჰანკარაზე
– სანკარშანა (ანანტა-შეშა) და ბუდჰიზე – პრადიუმნა (კამადევა). ეს
სანსკრიტული სახელები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფუნქციების გაგებისთვის.
ვასუდევა ნიშნავს ყველგანმყოფს და ჩიტას აქვს ასეთი ბუნება (ყველგანმყოფი). ეს ის ინფორმაციული ველია (მატრიცაა) სადაც ვცხოვრობთ.
ანირუდდჰა
ნიშნავს დაუძლეველს. და ჩვენი ცნობიერების ეს ფუნქცია ძალია სახიფათოა,
რადგან როცა ადამიანი ამბობს: “მე მინდა” (და ყველაფერი ეს ქვეცნობიერის
დონეზე ხდება) ამის დაძლევა ძალიან ძნელია. როცა ჩნდება ეს ირრაციონალური,
ემოციონალურად შეფერილი სურვილები, და როდესაც ადამიანი ამბობს: “მე მინდა
და რაც გინდა მოხდეს!” მისი შეჩერება შეუძლებელია. ის ქვემოთ მიდის და
დეგრადაციას განიცდის. არჯუნა იგივეს ეუბნება კრიშნას: “მე არ შემიძლია
ვმართო ჩემი ჭკუა!” ჭკუასთან ძალიან ძნელია გამკლავება. იდეალურ
შემთხვევაში გონება უნდა მართავდეს ჭკუას, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება.
გონება ემსახურება ჭკუის მოთხოვნებს. ჭკუა ამბობს – “მინდა!” და ჩვენ აღარ
ვფიქრობთ სწორია ეს თუ არა. ძლიერი გონება ეს ის გონებაა, რომელიც ეუბნება
ჭკუას, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. სუსტი გონების
ადამიანი კი უბრალოდ თავისი კაპრიზებით ცხოვრობს და ეს დიდი პრობლემაა.
აჰანკარას
განაგებს ძალიან მნიშვნელოვანი ღვთაება, რომელსაც ეწოდება სანკარშანა.
სანკარშანა ნიშნავს – იმას, ვინც თავისკენ იზიდავს ყველაფერს. სწორედ ამ
პრინციპით მოქმედებს ჩვენი ცრუ ეგო. მას უნდა, რომ ცენტრში დააყენოს თავისი
თავი და ყველას ყურადღება მიიპყროს. სწორედ ესაა ეგოს ნეგატიური ფუნქცია,
რომელიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში.
პრადიუმნა
– ნიშნავს ძალიან კაშკაშას. ანუ იმას, ვინც კაშკაშა სინათლეს ასხივებს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ ცნობიერის ის ნაწილი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ არის
გონება, რომელსაც შეუძლია ნათელი გახადოს ჩვენი ცხოვრება.
პირველი
სამი ფუნქცია არაცნობიერია და ცნობიერი მხოლოდ მეოთხე ფუნქციაა (ბუდჰი).
და როდესაც პირველი სამი ფუნქცია ჭარბობა, ადამიანი ავტომატურად ცხოვრობს.
ის რეაგირებს გარეფაქტორიებზე როგორც დიდი კარმული მანქანა.
წინასწარგანსაზღვრულობის ის 70-75% რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ ჩვენი
კარმული ავტომატურებითაა განპირობებული. ჩვენ ერთგვარი რეფლექტორული
მანქანა ვართ, ჩვენ გვაქვს რეფლექსები, ინსტინქტები, შიშები და გვაქვს
პატარა, სუსტი გონება, რომელიც ბჟუტავს და ხან ინთება ხან ქრება. მაგრამ
სწორედ გონებას შეუძლია ჩვენი გადარჩენა და ჩვენი ცხოვრების ხარისხობრივი
შეცვლა. მხოლოდ ბუდჰის შეუძლია კარმის დაწვა. და სულიერი პრაქტიკის აზრი
ისაა, რომ გავიღვიძოთ. ადამიანს, რომელიც იღვიძებს, სანსკრიტულად “ბუდდჰა”
(ბუდა) ეწოდება. ბუდა ნიშნავს გამოღვიძებულს.
Комментариев нет:
Отправить комментарий