უფოლოგია საინტერესო მეცნიერებაა. ზოგიერთი თანამედროვე უფოლოგი და
რელიგიათმცოდნე, მაგალითად ერიხ ფონ დანიკენი ამტკიცებს რომ რელიგიებში
არსებული მისტიკური არსებები, ესენია შორეული გალაქტიკებიდან მოსული
ზეადამიანი ჰუმანოიდები. ყველამ იცის უკვე რომ ე.წ. "თხუნელას ხვრელების",
ჰიპერსივრცის და და ნულოვანი ენერგიის დახმარებით შესაძლებელია ტექიონური
სიჩქარით გადაადგილება. ტექიონები ესენია ნაწილაკები რომელთა შესახებაც
საუბრობენ ძველი ინდუისტური და ბუდისტური ტექსტები, მაგალითად "ვიმანიკა-შასტრა".
ტექიონი მოძრაობს სინათლეზე სწრაფად. ტექიონის გამოყენებით შეიძლება
ჰიპერსივრცეში მყისიერი გადაადგილება. რაღაც არა მგონია რომ ზეადამიანებს
არ შეეძლოთ ისეთი კრეისერების აგება, რომლებიც შეძლებდნენ ტექიონების
ათვისებას და უზარმაზარი სივრცეების გადალახვას. ინდური ღმერთები ძალიან
ჰგვანან უცხოპლანეტელებს რომლებიც დედამიწაზე მოვიდნენ "ვიმანებით". ინდურ
რელიგიებში კოსმიურ ხომალდებს ეწოდებათ "ვიმანები" და "გარუდები".
Комментариев нет:
Отправить комментарий