მომრავლდნენ შიზოთერიკოსები და ნაციონალ-მესიანისტები ამერიკაში, რუსეთში,
საქართველოში და არაბეთში. რატომ? ყველაფერი მარტივადაა; ესენია ხალხები
რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ძველი პოლითეისტური ვედური კულტურა და როცა
ვაიშნავაჩარას ეტაპზე არასწორად გადავიდბენ, დარჩათ ნოსტალგია და ლტოლვა
წარსული ვედაჩარასკენ. ესენია ერები რომლებიც ვერ ეგუებიან ვაიშნავაჩარას
და ესწრაფვიან ვედაჩარას დაბრუნებას ან ვედაჩარას და ვაიშნავაჩარას
გაერთიანებას. მათ უარყვეს პოლითეისტური ვედაჩარა და გადავიდნენ მონოთეისტურ
ვაიშნავაჩარაზე, მაგრამ მათ სულში რაღაც ხარვეზი მოხდა. იაპონელებს და
ჩინელებს შემორჩათ ვედაჩარა, მაგრამ იქ მოსახლეობის ნაწილი ვაიშნავაჩარას
და შაივაჩარას ტიპის მონოთეიზმსაც მისდევს. რაც შეეხება ინდოეთს, ნეპალსა
და ტიბეტს, ესენია ყველაზე დიადი ხალხები, რომლებმაც მიაღწიეს
დაკშინაჩარას, ვამაჩარას, სიდჰანტაჩარას და კაულაჩარას პანთეისტურ და
პანენთეისტურ დონეებს. ესეც განსხვავება რელიგიურ აზროვნებაში. ასე ამბობს
შაკტისტური ტანტრა, რომელიც ყველაზე ძველი და პირვანდელი ტრადიციაა. ერები
რომლებიც გრძნობენ საკუთარ არსებაში სიცარიელეს და უბადრუკობას ქმნიან
მესიანისტურ შიზოთერიზმს. ინდოეთის, ნეპალის და ტიბეტის გარდა მსოფლიოს
ყველა დანარჩენი ერი და სამეფო განიცდის სერიოზულ კრიზისს, იმიტომ რომ მათ
ვერ შეძლეს ვაიშნავაჩარას ზემოთ ასვლა და განვითარება, ხოლო ზოგი მაგ.
იაპონია და ჩინეთი სანახევროდ დღემდე ვედაჩარას დონეზეა ჩარჩენილი.
ტანტრისტული კლასიფიკაცია რელიგიების მიმაჩნია ყველაზე სწორად. ეს
ყველაფერი არის ტანტრისტული იდეები.
Комментариев нет:
Отправить комментарий