ირანელებს,
ინდოელებს და სლავებს მაგრად აქვთ არეული გონება. საერთოდ მთელს მსოფლიოს
არეული აქვს გონება. ნამდვილი პარადოქსული ენიგმა არის "დევების" და
"ასურების" შესახებ მითები. ინდოელები აგინებენ ირანულ ასურებს და
აფეტიშებენ დევებს, ხოლო ირანელები აგინებენ დევებს და აფეტიშებენ ასურებს.
ამ კონფლიქტში ეფლობიან სლავებიც რომლებიც საკუთარ წინაპრებს ასებს ან
ასურასებს უწოდებენ. სხვათაშორის სიტყვა ასურ უკუღმა იკითხება როგორც
"რუსა" (?)... ირანული უზენაესი უფალი ასურა მაზდა და "ბოროტი დევა"
არიმანი ძმები არიან, ისინი უფალი ზურვანის შვილები არიან. ასევეა ინდურ
რელიგიებშიც. ბუდიზმი შედარებით შერბილებულად ამბობს, რომ ასურები
სვარგადან დებოშისტობის გამო გამოგდებული ღმერთები არიან. ინდუსები წერენ
თავიანთ ტრაქტატებში რომ თურმე ასურასები ეწოდებათ ქალღმერთ დიტის და
ქალღმერთ დანუს შვილებს, დაიტიებს და დანავებს. დიტი და დანუ არიან ბრაჰმას
7 პირველი შვილიდან, 7 რიშიდან პირველის – კაშიაპას მეორე და მესამე
ცოლები. დევები შვა კაშიაპას პირველმა ცოლმა – ადიტიმ. გამოდის რომ
ადიტიები და დაიტიები და დანავები ძმები და დები არიან! მეტიც, ასურასებიც
ღმერთები გამოდიან ისევე როგორც ადიტიები! რაშია მაშინ საქმე? რატომ
მტრობენ ერთმანეთს? ამის შესახებ თეოსოფები ბევრს წერენ და მიუთითებენ რომ
ასურასების დემონიზება ესაა ინდუისტური ეგზოთერიზმი და რომ ეზოთერულად
ასურასები არიან უმაღლესი ღმერთები. ინდუიზმში ბევრი ერთმანეთის
საწინააღმდეგო ცნობები და დოქტრინებია. ზოგიერთი ვერსიით ადიტის, დიტის და
დანუს მამა იყო მაჰაბრაჰმა დაკშა, ერთ-ერთი 11 პრაჯაპატიდან, რომლებიც
შექმნა ბრაჰმამ. სხვა ვერსიით კი დაკშა არის ადიტის შვილი. ზოგი ვერსიით
ვიშნუ არის ადიტის შვილი, ხოლო სხვა ვერსიით ვიშნუ არის ყველა ღვთაების
მამა. ადიტიების რიცხვიც სხვადასხვა ტექსტებში სხვადასხვაა. სახელები
ყველგან ერთნაირი არაა. ვედების მიხედვით დაკშას გარდა სხვა პრაჯაპატებია:
მარიჩი, ანგირასი, პულასტია, პულაჰა, ბჰრიგუ და ა.შ. ინდუიზმის და ტანტრას
პრაქტიკულად თითოეული სკოლა წინააღმდეგობაში მოდის სხვა სკოლებთან. თვით
ტანტრაშიც კი შივას და კალის ხშირად ეწოდებათ მაჰასურა და მაჰასური (!).
ისიც კია ნათქვამი რომ ასურების ერთ-ერთ სამეფოში – ვიტალაში თავად შივას
და კალის იპოსტასები მეფობენ (!). ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ასები,
ასურები, ადიტიები და დევები?
Комментариев нет:
Отправить комментарий