воскресенье, 4 марта 2018 г.

შუნია

შუნიავადა ამტკიცებს რომ მატერიის დაყოფა უსასრულოდ შეიძლება და თუ ეს ასეა მაშინ მატერია სინამდვილეში არ არსებობს და მატერიალური რეალობა არის ილუზია. შუნიავადა ამტკიცებს რომ პირობითად არსებობს 20 ტიპის სიცარიელე ანუ შუნია, რომელთაგან უზენაესია – "პარამარტჰა-არიაჯნანა-მაჰაშუნიატა" ანუ დიადი სიცარიელის კეთილშობილი სიბრძნე. შუნიავადას მტკიცებით თუ კარგად დავაკვირდებით მატერიის საფუძველში ძევს აბსოლუტური სიცარიელე, იმიტომ რომ ნებისმიერი ნაწილაკი შეიძლება შედგებოდეს კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან, ეს კი უსათუოდ მიგვიყვანს აბსოლუტურ სიცარიელემდე. ატომი = სიცარიელე. ატომი = უსასრულობამდე დაყოფადი ილუზია.

Комментариев нет:

Отправить комментарий