ადვაიტა
ვედანტას პოზიციიდან ენა, მამული და სარწმუნოება არის ილუზია. ფიზიკური
კოსმოსი არის მირაჟი. ერები, ნაციები, რასები და სამეფოები ესაა
უმეცრებისგან შობილი ილუზიები. ერთადერთი ჭეშმარიტი რეალობაა პარაბრაჰმანი.
არ არსებობს არაფერი სხვა. "გვარი", "ენა", "სახელმწიფო", "ერი" და "რასა"
ესენია ფიზიკური კოსმოსის ილუზორული კატეგორიები და ცნებები, ბრაჰმანის
ვირტუალური ილუზორული მოდიფიკაციები. ჭეშმარიტად გასხივოსნებულ ადამიანს
არც ენა აქვს, არც მამული და არც სარწმუნოება. ბრაჰმანი ყოველგვარ ფიზიკურ
ცნებებზე მაღლა დგას. არ არსებობს არავითარი "ზეციური საქართველო".
არსებობს მხოლოდ პარაბრაჰმანი და მისი ქალური ასპექტი – ნირგუნა შაკტი.
"ეროვნულობა" ესაა უვიცობისგან შობილი მიჯაჭვულობა, რომლისგანაც ადამიანი
უნდა განთავისუფლდეს და გააცნობიეროს ჭეშმარიტი სული – პარაბრაჰმანი. რაც
შეეხება კამას ანუ ვნებას ესაა იგივე კუნდალინი-შაკტი, კუნდალინი ესაა
ნირგუნა შაკტის ილუზორული მოდიფიკაცია. ვნებაში ჩაძირვა უმეცრებაა, მაგრამ
ვნების ენერგიის სრული უარყოფაც არასწორია. კუნდალინი ესაა ნირგუნა შაკტის
ენერგია. კუნდალინი ესაა დედა ღმერთის ერთ-ერთი ფორმა, რომლის ჩახშობა და
ბლოკირება შეუძლებელია. კამა ვედანტაში არის ცხოვრების 4 მიზნიდან ერთ-ერთი
(იხ. ჩატურ-პურუშარტჰა). კამა უნდა იქნეს რეალიზებული. ვნება უნდა იქნეს
დაკმაყოფილებული, რადგანაც ამის გარეშე მუქტი (ხსნა) შეუძლებელია.
კუნდალინის უარყოფა ანგრევს სხეულს და გონებას. კუნდალინის ვერ
დაამარცხებს, ესაა შაკტის ერთ-ერთი ყველაზე ბობოქარი ფორმა. ესაა მაჰამაია.
საჭიროა კუნდალინის სწორი რეალიზაცია კუნდალინი იოგას და ტანტრა იოგას
დახმარებით. რეალიზებული კუნდალინი სუშუმნას არხის გავლით ავა საჰასრარა
ჩაკრაში და ადამიანი გააცნობიერებს ადვაიტას რეალობას. მხოლოდ ასე მიიღწევა
ჭეშმარიტი მუქტი. გასხივოსნება შეუძლებელია შაკტის სიყვარულის და
მაჰამაიას თაყვანისცემის გარეშე. მაჰამაია ნირგუნა შაკტის მატერიალური
ფორმაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий