მთელი იუდაიზმი დაფუძნებულია ქანაანურ და არამეულ პოლითეისტურ მითოლოგიაზე.
ამას ადასტურებენ რობერტ გრეივსი, რაფაელ პატაი, ტიმოთი ფრეკი და პიტერ
განდი. ძველად დასავლეთ აზიაში ყველაზე პოპულარული იყო უფალი ბაალი,
რომელიც იყო უზენაესი უფალი ელის ძე. ელმა შვა 70 ღმერთი. ელის შვილია
იაჰვეც, ბაალიც და სხვა მესოპოტამიური ღმერთებიც. სხვათაშორის იერუსალიმი
იშიფრება ასე: "დაარსებული სალიმის მიერ", სალიმი იყო დაისის ანუ ჩამავალი
მზის ღმერთი და ძე ელისა. მისი ძმა იყო შაჰარი, ამომავალი მზის
ღმერთი, რომელიც ნახსენებია ესაიას წიგნში. ესაიას წიგნში ლუციფერს
ეწოდება შაჰარის ძე ანუ განთიადის უფლის ძე და თავად ლუციფერი ებრაულად
არის "ჰეილეილ". მელქისედეკი იყო სალიმის ქურუმი. სალიმზეა საუბარი ებრაულ
"მიდრაშებში", რაც არ შევიდა "თანახში" ანუ "ძველ აღთქმაში". იაჰვე არაა
ერთადერთი ან უმაღლესი ღმერთი. იაჰვე არის ელის ერთ-ერთი ძე. გნოსტიკური
მითოსის მიხედვით კი ელი ესაა პლანეტა იუპიტერის ბოროტი ეონი, რომელიც შვა
უფრო მაღალმა ბოროტმა ეონმა – იალდაბაოთმა, ეს სახელი კი არამეულად ნიშნავს
"ზეცის უფალს" ან "მამების უფალს". იალდაბაოთი არის ახამოტის ძე, ხოლო
ახამოტი პისტის-სოფიას ქალიშვილი. პისტის-სოფია არის მეტროპატორის ანუ
კეთილი ეონის, კეთილი დემიურგის ქალიშვილი, რომელიც თავისმხრივ იშვა
პროტოპატორისგან ანუ პირველმამისგან, უზენაესი პირველ-ეონისგან. დღეს
მსოფლიოს მოსახლეობის 65%-ს იაჰვე შეცდომით მიაჩნია ერთადერთ ჭეშმარიტ
ღვთაებად, არადა ეს "ღმერთი" იყო ელის უმდაბლესი ძე დაკავშირებული
მთვარესთან და არაბებში ალ-ილაჰის სახელით ცნობილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий