სატია-იუგას
დროს კაპიტალიზმი არ არსებობდა. კაპიტალისტური აზროვნება გაჩნდა
დვაპარა-იუგას ბოლოს, ატლანტიდის დაცემის შემდეგ, დაახლოებით 12 000 წლის
წინ. 5000 წლის წინ როცა დადგა კალი-იუგა, კაპიტალისტური იდეოლოგია და
წყობილება კიდევ უფრო გაძლიერდა. კალი-იუგას ბოლოსთვის კაპიტალიზმი
მიაღწევს თავისი სიძლიერის მაქსიმუმს და მხოლოდ ახალი სატია-იუგას
დასაწყისში მიხვდებიან ადამიანები იმას, რომ კაპიტალიზმი ბოროტებაა.
სატია-იუგაში ღმერთები და დემონები ჩამოვლენ ბჰარატავარშაზე ანუ დედამიწის
ზედაპირზე და ადამიანებთან ერთად ბედნიერად იცხოვრებენ ნეტარებასა და
სიამოვნებაში. ჩვენი მსოფლიო ესაა "ბჰარატა-ვარშა", კონტინენტი
ჯამბუ-დვიპას 7 სექტორიდან ერთ-ერთი. მსურს ავღნიშნო ისიც რომ იუგების
მონაცვლეობა მიმდინარეობს მხოლოდ ბჰარატა-ვარშას ტერიტორიაზე. დანარჩენ
ტერიტორიებზე მუდმივად ტრეტა-იუგა დგას, ხოლო მაღალ სამყაროებში საერთოდაც
მუდმივი სატია-იუგაა. თუ გინდათ რომ გაექცეთ კალი-იუგას და საერთოდ
მოგბეზრდათ ეს ეპოქების მონაცვლეობა, გირჩევთ გადაბარგდეთ ბჰარატა-ვარშადან
სადმე სხვაგან, თუ გნებავთ ჯამბუს სხვა ვარშაში, ნაგა-ლოკაში,
სატია-ლოკაში ან საერთოდაც რუდრა-ლოკაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий