четверг, 2 апреля 2020 г.

Ганнибал - ჰანიბალი


ჰანიბალი, ბარკა (დ. ძვ. წ. 247 ან ძვ. წ. 246 — გ. ძვ. წ. 183) — კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, კართაგენის საზოგადოების წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი. რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი და კართაგენის უკანასკნელი დიდი ლიდერი.

კარგი განათლება მიიღო, ფლობდა ოთხ ენას. ძვ. წ. 218 წელს წამოიწყო II პუნიკური ომი, ყველასათვის მოულოდნელად გადალახა ალპები და შეიჭრა იტალიაში. რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (ძვ. წ. 218 წელს მდინარე ტიცინოსთან, ძვ. წ. 217 წელს ტრაზიმენის ტბასთან, ძვ. წ. 216 წელს კანესთან), მაგრამ რომაელთა წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა. ძვ. წ. 203 წელს ჰანიბალი დაბრუნდა აფრიკაში, ძვ. წ. 202 წელს ზამასთან (აფრიკა) ბრძოლაში რომაელებმა დაამარცხეს. ძვ. წ. 201 წელს რომთან დადებული ხელშეკრულებით ჰანიბალი კართაგენს მართავდა. ძვ. წ. 195 წელს გაიქცა სირიის მეფესთან, ანტიოქე III-სთან და მისი სამხედრო მრჩეველი გახდა. ანტიოქე III დიდის დამარცხების შემდეგ რომაელებმა მოითხოვეს ჰანიბალი, მაგრამ იგი გაიქცა და თავი შეაფარა არმენიას, შემდეგ კრეტაზე გადავიდა, იქიდან — ბითინიაში. რომაელებმა ბითინიელებს მოსთხოვეს რომის საშიში მტრის, ჰანიბალის გაცემა. ჰანიბალმა თავი მოიწამლა. დაკრძალულია ლიბისაში (ბოსფორის აზიის სანაპიროზე), ქვის სარკოფაგში, რომელსაც აწერია: „აქ მარხია ჰანიბალი“.

ჰანიბალი ალექსანდრე მაკედონელთან, იულიუს კეისართან, სციპიონ აფრიკელსა და პიროს ეპიროსელთან ერთად მიიჩნევა ძველი მსოფლიოს ყველაზე დიდ მხედართმთავრად, სახელმწიფო მოღვაწედ და სტრატეგად. ისტორიკოსი თეოდორ აირო დოჯი ჰანიბალს „სტრატეგიის მამას“ უწოდებს.

რომაელი ისტორიკოსები ჰანიბალს ვერაგობაში და ღმერთებისადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. ამასთანავე ტიტუს ლივიუსი ეწინააღმდეგება თავის თავს და აღწერს როგორ ეთაყვანება ფინიკიურ ღმერთებს. იგი წერდა, ვიდრე ჰანიბალი ესპანეთს დადიოდა ჰადესში, რათა მელკართისათვის შესაწირავი მიერთმია. მელკართის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ბარკიდების ოჯახურ პანთეონში. ისტორიკოსი გ. პიკარდი თვლიდა, რომ ლივიუსს ხშირად მოჰყავდა მაგალითები ჰანიბალის რელიგიურობაზე, უბრალოდ გაიმეორა საყვედური, რომელიც წარმოიშვა კართაგენელებს შორის და ვერ შესძლო შეეფასებინა ის კრიტიკულად, იმიტომ, რომ ცუდად ერკვეოდა კართაგენელების თეოლოგიურ ნიუანსებში. მეორე ვერსიის თანახმად ლივიუსმა გაიმეორა, რომაელი ისტორიკოსების ბრალდებები, რომლებიც ჰანიბალს უღმერთობაში ადანაშაულებდნენ. რომაელი ისტორიკოსების ნაშრომებში მოყვანილია ჰანიბალის რელიგიურობის სხვა მაგალითებიც. ალპებზე გადასვლის შემდეგ ჰანიბალმა აღავლინა სამადლობელი ლოცვები. იტალიაში პატივს სცემდა წმინდანებს და არაერთხელ გადაარჩინა სალოცავი ტაძრები თავისი ჯარისკაცებისაგან. პოლიბიოსის მიხედვით იუნონას ტაძარში მან ქალღმერთს მსხვერპლი შესწირა და სამსხვერპლოზე ამოკვეთა სალაშქრო წარწერა.

Ганниба́л (247—183 до н. э.) — карфагенский полководец. Считается одним из величайших полководцев и государственных деятелей древности. Был заклятым врагом Римской республики и последним значимым лидером Карфагена перед его падением в серии Пунических войн.

Ганнибал родился в 247 году до н. э. в семье карфагенского полководца Гамилькара Барки. В возрасте девяти лет дал клятву быть врагом Рима. Став главнокомандующим карфагенскими войсками в Испании, развязал вторую Пуническую войну, напав на Сагунт. В 218 году до н. э. вторгся в Италию и нанёс римлянам несколько поражений, в том числе при Каннах. Но римляне сумели перехватить инициативу и перейти в наступление в Испании, а затем и в Африке. Вызванный на помощь Карфагену в Африку, Ганнибал потерпел поражение при Заме, после которого Карфаген был вынужден заключить мир с Римом. В 196 году до н. э. был обвинён в антиримских настроениях и ушёл в изгнание. Покончил жизнь самоубийством в 183 году до н. э., не желая сдаваться римлянам.

Ганнибал считается одним из величайших военных стратегов в истории Европы, а также одним из величайших полководцев древности, наряду с Александром Македонским, Юлием Цезарем, Сципионом Африканским и Пирром Эпирским. Военный историк Теодор Айро Додж даже назвал Ганнибала «отцом стратегии», так как его враги, римляне, заимствовали у него некоторые элементы его стратегии. Такая оценка создала ему высокую репутацию в современном мире, он считается великим стратегом, наряду с Наполеоном Бонапартом.

Римские историки обвиняли Ганнибала в вероломстве и неуважении к богам. При этом Тит Ливий противоречит себе, описывая, как Ганнибал поклоняется финикийским богам. Так, Тит Ливий писал, что перед тем, как покинуть Испанию, Ганнибал ездил в Гадес, чтобы вознести дары по обету Мелькарта и «взять на себя новый обет». Мелькарт занимал особое место в семейном пантеоне Баркидов. Историк Д. Пикард считал, что Ливий, часто приводящий примеры религиозности Ганнибала, просто повторил упрёк, зародившийся среди его врагов-карфагенян, и не сумел его критически оценить, потому что плохо разбирался в тонкостях теологических споров карфагенян. По другой версии, Ливий повторил появившееся среди римских историков обвинение в безбожии. В трудах римских историков приводятся и другие примеры религиозности Ганнибала. После перехода через Альпы Ганнибал вознёс благодарственные молитвы. В Италии он демонстрировал уважение к религиозным святыням и не раз спасал храмы от разрушения своими же солдатами. В храме Юноны Лацинии в Кротоне он оставил на алтаре богини надпись с перечислением совершённых подвигов.

Комментариев нет:

Отправить комментарий