суббота, 4 апреля 2020 г.

ჰაოსი - Հայկ


ჰაოსი, ჰაიოსი, ჰაიქი, ჰაი (სომხ. Հայկ) — სომხების ლეგენდალური ეთნარქი და ეპონიმი. მითური სომხეთის პირველი მეფე. თარგამოსის უფროსი ვაჟი, იაფეტის შვილთაშვილი, ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძმა.

მისი ისტორია აღწერეს მოვსეს ხორენაცმა, ლეონტი მროველმა და სხვა ისტორიკოსებმა.

ჰაოსი, რომელიც იყო თარგამოსის უფროსი ვაჟი დასახლდა მამულში, ხოლო ქართლოსმა და დანარჩენმა ძმებმა გაინაწილეს ჩრდილოეთი მიწები. მოგვიანებით როდესაც ძმები გაძლიერდნენ გადაწყვიტეს გათავისუფლებულიყვნენ ნებროთის უღელისაგან. ნებროთმა შეიტყო რა ძმების განდგომა წარმოემართა მათ დასამორჩილებლად. მრავალი დღის ბრძოლის შემდეგ ნებროთი მოკლულ იქნა ჰაოსისაგან მასისის მთებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий