суббота, 4 апреля 2020 г.

ალბერტ ჰაიმი


ალბერტ ჰაიმი (გერმ. Albert Heim; დ. 12 აპრილი, 1849 — გ. 31 აგვისტო, 1937) — შვეიცარიელი გეოლოგი და გლაციოლოგი. სახელი მოუხვეჭა სამტომიანმა ნაშრომმა „შვეიცარიის გეოლოგია“ (1916-1922 წწ.). დაიბადა ქალაქ ციურიხში. სწავლობდა ციურიხისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1873 წლიდან ციურიხის პოლიტექნიკური სკოლის პროფესორია, ხოლო 1875 წლიდან გეოლოგიის პროფესორი უნივერსიტეტში. 1882 წელს დაინიშნა შვეიცარიის გეოლოგიური სამსახურის დირექტორად, 1884 წელს ბერნის უნივერსიტეტში მიანიჭეს ფილოსოფიის საპატიო დოქტორის ხარისხი.

მრავალრიცხოვანი შრომების ავტორია. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ალპების გეოლოგიის, გლაციოლოგიისა და გეომორფოლოგიის საკითხების შესწავლაში. გააფართოვა ცოდნა მყინვარების მიერ რელიეფის გავლენასა და დინამიკურ მთათწარმოშობაზე. მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები ალპების ტექტონიკის საკითხებში. მთათწარმოშობის მექანიზმს კონტრაქციის ჰიპოთეზის პოზიციიდან განიხილავდა. 1912 წელს მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის გეოლოგიური რუკის შედგენაში. ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების მედალი (1904). 1905 წლიდან შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

Комментариев нет:

Отправить комментарий