(სკეპტიკოსები და მსოფლიოს რელიგიები)
არსებობს ტრადიციული (სკეპტიკურ-ათეისტური) რელიგიათმცოდნეობა და არსებობს ტრადიციული რელიგიური დოგმატური მითოპოეტური აზროვნება. რელიგიური მითო-დოგმატური ცნობიერება განსხვავდება სკეპტიკური მატერიალისტური მენტალიტეტისგან. აქედან იბადება ათასი გაუგებრობა, უხერხულობა და კონფლიქტები რელიგიურ და არარელიგიურ ხალხს შორის. მაგალითისათვის მოვიყვანოთ ინდოლოგია როგორც მეცნიერება და ინდუიზმი, როგორც რელიგიური დოგმატურ-მითოსური სისტემა და აზროვნების სტილი. ის რაც სკეპტიკოსი მეცნიერისთვის უბრალოდ მითოსური ფანტაზია და ზღაპარია, რელიგიური ადამიანისათვის აბსოლუტური რეალობაა. ის რაც სკეპტიკოსისთვის ცრურწმენები და წარმოსახვის საფუძველზე შექმნილი მითოპოეტური წარმოდგენებია, რელიგიური ადამიანისთვის აბსოლუტურად ლოგიკური ჭეშმარიტებაა. ნებისმიერი მორწმუნე; ქრისტიანი, იუდეველი, ბუდისტი, ინდუისტი, ელინისტი, შინტოისტი და ა.შ. ასე აზროვნებს. შინტოისტისთვის ქალღმერთი ამატერასუ რეალობაა და არა ფანტაზია და ზღაპარი, ცრურწმენა ან "წარმოდგენა".
ინდოლოგებს უყვართ ლაპარაკი, მტკიცება, რომ "ინდუიზმი" ესაა "ინდური" რელიგიის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, ისინი ასე ჰყოფენ "ინდური" რელიგიურობის "განვითარების ეტაპებს: #1 - ვედიზმი. #2 - ბრაჰმანიზმი. #3 ინდუიზმი. #4 ნეო-ინდუიზმი. "ქრონოლოგიურად" ასეა მათი ჭკუით, მათი სკეპტიკური მეცნიერების გაგებით. მათი გადმოსახედიდან ასეა, ისინი ამტკიცებენ, რომ "ინდუიზმი" მხოლოდ ინდოელი ხალხის "ფანტაზიის ნაყოფია", მაგრამ თავად ინდუისტები კატეგორიულად არ დაეთანხმებიან ამას (ისევე როგორც სხვა რელიგიების მიმდევრები პრინციპში). ინდუისტური მითოპოეტური და თეოლოგიურ-ფილოსოფიური დოგმატები სულ სხვაგვარად უყურებენ სამყაროს ისტორიას და კაცობრიობის წარმოშობის საკითხს, ადამიანურ ცივილიზაციას. ინდუისტური გაგებით არის მრავალი სამყარო, არის მრავალი ღვთაება (დევა), კოსმიურ ოკეანეში მთვლემარე მაჰა-ვიშნუს სუნთქვიდან გამოდიან ლოკალური სამყაროები, რომელთა შიგნით იბადება ვიშნუს კიდევ ერთი ექსპანსია, რომელიც ქმნის ბრაჰმას, ბრაჰმა აძლევს კონკრეტულ ფორმას მატერიას და წარმოშობს ცოცხალ არსებათა რასებს. სწორედ ბრაჰმას შექმნილია ჩვენი ადამიანური ცივილიზაცია (კაცობრიობა) ინდუისტური გაგებით, მაგრამ ადამიანებმა დეგრადაციის შედეგად დაივიწყეს ბრაჰმა, ვიშნუ და სხვა ღვთაებები და შექმნეს ათეისტურ-ტექნოკრატიული დემონური ფსევდო-ცივილიზაცია. ასეა ინდუისტური მითოლოგიის და ფილოსოფიის გაგებით. ცხადია ამას სკეპტიკოსი ინდოლოგები ირონიულად უყურებენ და სერიოზულად საერთოდ არ აღიქვამენ არასოდეს.
ასე რომ, ერთია მეცნიერული, სკეპტიკური პოზიცია და სულ სხვა საქმეა კონკრეტულად ინდუისტური (ვედური) გაგება.
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
ომ დუმ დურგაია ნამაჰა
Комментариев нет:
Отправить комментарий