მსოფლიოში არის მრავალი რელიგია, დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რელიგიურია. დედამიწაზე ასევე ცხოვრობს 1,600 000 000 ათეისტი და აგნოსტიკოსი. ახლა ვთქვათ ყველაზე მთავარი: არიან გაუნათლებელი და ბრაზიან-ღვარძლიანი, მატერიალისტური და ეგოისტური აზროვნების ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა გულახდილი და მართალი გურუების, იოგების და მღვდლების ქადაგებებზე, მხილებებზე და შეგონებებზე მწარე და აგრესიული რეაქცია აქვთ. ასეთი ადამიანები ვერ იტანენ შენიშნვებს და კრიტიკას და როგორც კი შანსი უჩნდებათ თავზე ლაფს ასხამენ და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ სასულიერო პირებს (გურუებს, იოგებს, მღვდლებს და ა.შ.). ეს მიანიშნებს მათ დ ე მ ო ნ უ რ ბუნებაზე. ამით უნდა მიხვდეთ, თუ ვინ არიან ეს "ადამიანები", როცა სულიერი მოძღვარი კითხულობს ლექციას, ისინი (აგრესორები) ხვდებიან, რომ მათზეა საუბარი და მყისვე ფეთქდებიან, სურთ შუაზე გაგლიჯონ მოძღვარი, რომელმაც გაბედა და მათ სისუსტეზე მიუთითა, "გაკიცხა" ისინი. როცა მოძღვარი რეგვენი ადამიანის ნაკლზე მიუთითებს, ბრიყვი და უვიცი აგრესორი მყისვე ფეთქდება და მზად არის ყველაფერი გაანადგუროს გარშემო, ისე აწყდებათ მათ ნერვები, იმის მაგივრად, რომ აღიარონ შეცდომები და გამოსწორდნენ. ასეთ მატერიალისტებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და სწორედ ამის ბრალია მათი მხრიდან აგრესია სულიერი სწავლულების და გურუების მიმართ. ასეთი ადამიანები დაავადებულნი არიან ამპარტავნებით, თუმცა მიუხედავად ამისა ამპარტავნებაში ადანაშაულებენ სულიერ მოძღვრებს. იცით რაშია განსხვავება? სულიერი მოძღვარი ხშირ შემთხვევაში არის კიდეც სათნოებაში მყოფი ბრძენი, ხოლო უვიცი და ამპარტავანი აგრესორი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ რაღაცას წარმოადგენს და მას "ჰკადრეს" ცუდი სიტყვა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
ომ შანტი
Комментариев нет:
Отправить комментарий